მომავალი ზაფხულისთვის "დავით აბაშიძე" ისეთ სახეს მიიღებს, როგორსაც ფოტოზე წარმოდგენილ მაკეტზე ხედავთ
როგორც იცით, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სერიოზული სარეკონსტრუქციო სამუშაოები იგეგმება, რის შემდეგაც ამ არენაზე საერთაშორისო მატჩების ჩატარება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე იქნება შესაძლებელი.

აგვისტოს ბოლოს ზესტაფონს უეფას წარმომადგენელი ეწვია, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობას საჭირო რჩევები მისცა. მალე "ზესტაფონი" ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან წერილობით რეკომენდაციებსაც მიიღებს და რეკონსტრუქციის პროცესიც დაიწყება. სამუშაოები სწრაფი ტემპით წარიმართება და მომავალი ზაფხულისთვის "დავით აბაშიძე" დაახლოებით ისეთ სახეს მიიღებს, როგორსაც ფოტოზე წარმოდგენილ მაკეტზე ხედავთ.

"ზესტაფონის" საწვრთნელი ბაზის მშენებლობა კი ასევე სწრაფი ტემპით გრძელდება. უკვე საკმაო ხანია, დასრულდა პირველი მინდვრის დაგება და გუნდი ბაზაზე ვარჯიშობს. ფაქტობრივად, დასრულებულია მეორე მოედანიც და საჭიროების შემთხვევაში, გუნდი წვრთნებს იქაც გამართავს, მესამე მოედნის დასაგებად კი უკვე ყველაფერი მზადაა და მალე ისიც სრულ მზადყოფნაში იქნება.

სულ კი "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ხუთი მოედნის მოწყობაა გათვალისწინებული. ამ ხუთიდან ხელოვნურსაფრიანი მხოლოდ ერთი იქნება. დღეისთვის ბაზის ტერიტორია 5 ჰექტარია, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ ფართობს 3 ჰექტარი დაემატება.

საფუძველი ჩაეყარა სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას, სადაც გუნდი იცხოვრებს. შენობის დასრულების შემდეგ ბაზა უკვე სრულყოფილ სახეს მიიღებს. ტერიტორიას ჩოგბურთის კორტებიც დაამშვენებს და თანამედროვე ბაზისთვის საჭირო ყველა ატრიბუტიც – ტრენაჟორების დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, კვების ბლოკი და ა. შ.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ გუნდში მიმდინარე ამბებს: გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა ნიკოლოზ გელაშვილმა. მოარული ხმებით, იგი სულ მალე "ზესტაფონიდან" სხვა კლუბში (უფრო საზღვარგარეთ) უნდა გადასულიყო. მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში მას ერთი წუთითაც არ უთამაშია, რამაც ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ გელაშვილის არყოფნის მიზეზი მხოლოდ ტრავმა იყო.

ახლა საქართველოს წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ინდივიდუალურად ვარჯიშობს "ზესტაფონის" ფიზმომზადების მწვრთნელის, ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით და მოედანზეც უახლოეს მომავალში გამოჩნდება. 17 სექტემბერს "ზესტაფონი" ბოლნისის "სიონს" სტუმრობს და თუ გელაშვილმა ბოლომდე მომჯობინება ამ დროისთვის ვერ მოასწრო, მომავალ ტურს, ალბათ, აღარ გამოტოვებს.

შეგახსენებთ, ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ წინა ტურში მოედანს გოგი ფიფია დაუბრუნდა, სამწუხარო კი ის არის, რომ ჯერ ვერ ბრუნდება ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც "ზესტაფონს" ზამთარში შეუერთდა და ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. მისი მდგომარეობა მთლად საგანგაშოც არ არის, მაგრამ გამოცდილ ნახევარმცველს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები კვლავ შეექმნა და თამაშს ჯერ ვერ განაახლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა