ცნობილმა უკრაინელმა ჩოგბურთელმა ანდრეი მედვედევმა 28 წლის მამაკაცი გაიტანა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა
სერიოზულ სკანდალში გაეხვა ცნობილი უკრაინელი ჩოგბურთელი ანდრეი მედვედევი. მან ხუთშაბათს საღამოს, კიევის გარეუბნის ერთ-ერთ სოფელში 28 წლის მამაკაცი გაიტანა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"დასადგენია, რა სიჩქარით მიდიოდა ჩოგბურთელის ჯიპი, მაგრამ დარტყმის შედეგად დაზარალებული მანქანის სახურავს გადააფრინდა და ასფალტზე დაეცა, შემდეგ კი მას კიდევ ორმა მანქანამ გადაუარა", - ამბობს მილიციის წარმომადგენელი.

ერთ-ერთი ვერსიით ავარია, შესაძლოა, ცუდად განათებული გზის გამო მოხდა - ამ მიზეზით გზის იმ მონაკვეთზე მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მედვედევმა ალკოჰოლზე შემოწმებაც გაიარა, თუმცა ტესტის შედეგი ჯერ არ არის ცნობილი.

37 წლის მედვედევი ერთადერთი უკრაინელი ჩოგბურთელია, ვისაც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში უთამაშია - 1999 წელს როლან გაროსის გადამწყვეტი მატჩი ამერიკელ ანდრე აგასისთან წააგო, არადა, სეტებს შორის 2:0-ს იგებდა. სულ უკრაინელს ATP-ის 11 ტიტული აქვს მოგებული და 1994 წელს რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა