ლიგა 1. VI ტურის წინ: თუკი "მონპელიემ" “ბრესტთან” ვერ მოიგო, ხოლო რემი გარდის გუნდმა 3 ქულა დაიბევა, “ლიონი” ცხრილში პირველ ადგილზე გადავა
დღეს

ოსერი-კანი 21:00

ბრესტი-მონპელიე 21:00

ლორიანი-სტ. ეტიენი 21:00

ნიცა-აიაჩო 21:00

ტულუზი-ბორდო 21:00

ვალანსიენი-დიჟონი 21:00

ლილი-სოშო 23:00

ხვალ

ევიანი-პსჟ 19:00

რენი-ნანსი 19:00

ლიონი-მარსელი 23:00

შაბათს “ბორდო” “ტულუზთან” გასვლით შეხვედრას გამართავს. 2009 წელს ლიგა 1-ის მოგების შემდეგ ჟირონდელებმა საქმე ვერ დაალაგეს. ჟან ტიგანამ ვერაფრით უწია ლორან ბლანის მიერ “შაბან დელმაზე” დამყარებულ სტანდარტებს, ფრანსის ჟიიომ კი გულწრფელად განაცხადა, ძველ დონემდე ასვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, ევროპის ლიგისთვის ბრძოლაც რომ მოვახერხოთ, კარგი იქნებაო. ის იმედგაცრუებული დარჩა წინა ტურში “ევიანთან” ნათამაშები ფრითაც.

“ეს იყო ძალიან ცუდი მატჩი, რომელიც საყურებლად არაფრად ვარგოდა. სხვაობა იმას შორის, რასაც მე ფეხბურთელებისგან მოვითხოვ და რასაც ისინი აკეთებენ, სამწუხაროდ, ძალიან დიდია, - განაცხადა “ბორდოს” დამრიგებელმა. - მატჩის წინ მათთვის ნამდვილად არ მითხოვია შეხვედრის ასეთ დაბალ ტემპში დაწყება.

ამიტომ აღარ გამიკვირდება, რომ ურთულესი სეზონი გვექნება. გუნდში არ არსებობს ერთმანეთისადმი ნდობა და არის ძალიან ბევრი ხარვეზი შემადგენლობაში”.

მიუხედავად იმისა, რომ ჟირონდელებს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, გუნდი ცხრილში მე-11 ადგილზეა. საჩემპიონო შემადგენლობიდან “ბორდოს” ბევრი ფეხბურთელი აღარ შემორჩა. ერთ-ერთი ასეთი მიშელ სიანია, ფეხბურთელი, ვინც ყველაფრის მიუხედავად ოპტიმისტურად არის განწყობილი. აი, რას ამბობს ის: “ფაქტია, რომ თამაში გვიჭირს. ისე იოლად უკვე აღარაფერი გამოგვდის, როგორც ადრე, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ წინ უკეთესი დღეები გველის”.

რამდენიმე დღის წინ ფრანსის ჟიიოს ექიმებმა ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდეს - მე-5 ტურში მას ბენუა ტრემულინასის დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეს. 25 წლის მარცხენა მცველი დარწმუნებულია, რომ ტულუზში აღებული 3 ქულა მისი გუნდის აღმავლობის საფუძველი გახდება. მისი აზრით, გუნდს, მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია.

დღეს ყველაზე გვიან ჩემპიონი “ლილი” “სოშოს” დაუხვდება. ელიტაში ეს გუნდები 46-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 29 “ძაღლებმა” მოიგეს, 11 ფრედ ითამაშეს და 6 წააგეს. სტუმრებს საფრანგეთის ჩრდილოეთში 2001/02 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგიათ. არამხოლოდ სტატისტიკა, არამედ დღევანდელობაც “ლილის” მხარეს არის. ჩემპიონმა 5 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, რაც რამე განსაკუთრებული მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ჩემპიონატში მასზე მეტი მხოლოდ “რენსა” და “მონპელიეს” აქვთ. ჩემპიონთა ლიგაში, შეიძლება ითქვას, წარუმატებელი დებიუტის შემდეგ, რუდი გარსია თავისი ფეხბურთელებით უკმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, ისინი მეტისმეტს ფიქრობდნენ ანგარიშის შენარჩუნებაზე, რას ცსკა-მ არ აპატია და ქულა წაართვა.

ლიგა 1-ის დებიუტანტ “ევიანს” ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი ეწვევა და გამოცდას ჩაუტარებს. მძიმე დასაწყისის შემდეგ ანტუან კომბუარეს გუნდმა თამაში გამოასწორა და ყველა ტურნიირში ერთად გუნდმა ზედიზედ 6 თამაში მოიგო. ეფექტურები იყვნენ პარიზელები ზალცბურგის “რედ ბულთანაც”. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჟერემი მენეზი, ვინც გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად ყალიბდება. მან ეფექტური გოლის გარდა პირველ ტაიმში პენალტიც მოიპოვა.

მშვენივრად ითამაშა ხავიერ პასტორემაც. არგენტინელისთვის ბედს რომ არ ემუხთლა, ისიც აუცილებლად გაიტანდა. თამაშის შემდეგ კომბუარემ განაცხადა: “ზალცბურგელებთან გამარჯვება მშვენიერი წინაპირობა იყო ჩემპიონატის შეხვედრისთვის მოსამზადებლად. მხოლოდ ეფექტური და ლამაზი თამაში არ მაინტერესებს, მიმაჩნია, რომ კონცენტრაცია გუნდურ მუშაობაზე უნდა მივმართოთ. ამ შეხვედრაში ფეხბურთელებმა კარგი მაგალითები მიჩვენეს. ვრწმუნდები, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ”.

დედაქალაქელებს საკადრო პრობლემები აქვთ. თუმცა გუნდი იმდენად კარგად არის დაკომპლექტებული, რომ ეს მწვრთნელს გადაულახავ პრობლემებს ვერ შეუქმნის. არ იქნებიან: ცენტრალური მცველი, კაპიტანი მამადუ სახო (მუხლის მყესი აქვს დაზიანებული), მოჰამედ სისოკო, ეს უკანასკნელი ვარჯიშს უკვე შეუდგა,

მაგრამ მისთვის ჯერ მხოლოდ ინდივიდუალური დატვირთვებია დასაშვები. მხრის ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის და კომბუარე კიდევ 2 თვის განმავლობაში ვერ გამოიყენებს გიიომ ოაროს. სერბი მცველი მილან ბიშევაცი კი დისკვალიფიცირებულია.

მასპინძელთა ბანაკში სრულად აქვთ გასიგრძეგანებული, რომ მათთან სტუმრად ევროპული ფეხბურთის გრანდი ჩადის და შესაბამისად ფრთხილ კომენტარებს აკეთებენ. აი, რას ამბობს “ევიანის” მცველი ალდო ანგულა: “ჩვენ ვიცით გამეიროსა და ნენეს თამაშის მანერა, რადგან მასმედიის ყურადღება მთლიანად მათკენ არის მიპყრობილი. ჩვენს ჩემპიონატში ყველაფერი უფრო და უფრო სწრაფი ხდება, სტადიონები უმჯობესდება, სულ უფრო მეტი მაყურებელი დადის და არ მინდა, რომ ამ მოვლენებს მეც მაყურებლის თვალით შევხედო. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ”. “ევიანს” სეზონში სულ 4 გოლი აქვს გატანილი, თუმცა თასის ჩათვლით, უკვე 3 მატჩია აღარ შეუგდია, რაც არ შეიძლება არ აწუხებდეს ბერნარ კაზონის.

რა თქმა უნდა, გვერდს ვერაფრით ავუვლიდით მე-5 ტურის უმთავრეს შეხვედრას. “ლიონი” ვიცე-ჩემპიონ “მარსელს” უმასპინძლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ გუნდების ბოლო ორ დაპირისპირებაში 15 გოლი გავიდა, “სტად დე ჟერლანზე” შეკრებილ გულშემატკივარს შეიძლება ჰქონდეს კიდეც ბევრი გოლის ხილვის იმედი. თუკი "მონპელიემ" “ბრესტთან” დაპირისპირება ვერ მოიგო, ხოლო რემი გარდის გუნდმა 3 ქულა დაიბევა, “ლიონი” ცხრილში პირველ ადგილზე გადავა. ეს ლოგიკურიც იქნება, რადგან ის ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, ჯერ წაგების სიმწარე რომ არ უწვნევია.

მასპინძლები ჯერჯერობით კარგად მიიწევენ წინ, რასაც ვერ ვიტყვით დიდიე დეშამის გუნდზე. “რენთან” ბოლო ტურში დამარცხების შემდეგ ვიცე-ჩემპიონთა დამრიგებელმა განაცხადა, გუნდში არანაირი კრიზისი არ არისო და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში ჯერ არ მოუგია, რაღაც წილად მაინც მართალია. “მარსელმა” ეს ჩემპიონთა ლიგაში “ოლიმპიაკოსთან” გასვლით შეხვედრაში გამარჯვებითაც დაადასტურა. “სტად დე ჟერლანზე” კი იმავეს გამეორება ურთულესი იქნება. მასპინძლებს საკუთარ მოედანზე 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მონპელიე 5 4 0 1 10:3 12

2. ლიონი 5 3 2 0 9:5 11

3. ლილი 5 3 1 1 9:6 10

4. პსჟ 5 3 1 1 7:4 10

5. ტულუზი 5 3 1 1 7:4 10

6. რენი 5 3 1 1 10:8 10

7. სოშო 5 2 2 1 8:7 8

8. ლორიანი 5 2 2 1 5:5 8

9. სტ. ეტიენი 5 2 1 2 5:6 7

10. ოსერი 5 1 3 1 8:7 6

11. ბორდო 5 1 3 1 5:5 6

12. ევიანი 5 1 3 1 4:4 6

13. კანი 5 2 0 3 6:7 6

14. დიჟონი 5 2 0 3 5:9 6

15. აიაჩო 5 1 2 2 6:9 5

16. ბრესტი 5 0 4 1 3:4 4

17. მარსელი 5 0 3 2 6:8 3

18. ნანსი 5 0 2 3 3:6 2

19. ნიცა 5 0 2 3 2:6 2

20. ვალანსიენი 5 0 1 4 3:8 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა