გუშინ, 16 სექტემბერს ევროპაში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა საკუთარი კლუბის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჩაატარა
გუშინ, 16 სექტემბერს ევროპაში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა საკუთარი კლუბის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ლოძის "ვიძევმა" ლუბინის "ზაგლებიეს" უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა ძალამიძე, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს. "ვიძევის" ქართველმა ტალანტმა პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატში 6 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მისი გუნდი 16-გუნდიან ექსტრაკლასაში დღეისთვის მესამე ადგილზეა და ლიდერ "კორონას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

თურქული სუპერლიგის მეორე ტურში "ქაისერისფორმა" საკუთარ მოედანზე "ანთალიასფორთან" იწვნია მარცხი 0:1. შოთა არველაძის გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა. "ქაისერიმ" ორ ტურში ორი მარცხი იწვნია.

თითქოს "ვოლგას" დუბლებში გადაყვანა არ კმაროდაო, გოგიტა გოგუასა და გოჩა ხოჯავას კიდევ ერთი უსიამოვნება შეემთხვათ. "ვოლგასა" და ნალჩიკის "სპარტაკის" დუბლების შეხვედრისას ხოჯავამ მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა, გოგუა კი 78-ე წუთზე მეორედ გააფრთხილეს და მოედანი დაატოვებინეს.

ასეთი იყო გუშინდელი საღამო ქართველებისთვის და იმედია, ჩვენი ლეგიონერები უქმეებზე უფრო კარგი ამბებით გაგვახარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა