ბაქოს "ინტერის" თავკაცი ზაქათალის "სიმურგის" მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის საქციელით გაოცებული დარჩა
ამას წინათ, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბაქოს "ინტერმა" ზაქათალის "სიმურგს" 1:0 სძლია.

ბაქოელთა მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე კოლეგის, უკრაინელი სერგეი იურანისა და, საერთოდ, მეტოქე კლუბის ხელმძღვანელთა საქციელით გაოცებული დარჩა, რადგან ,,სიმურგის" შემადგენლობაში ,,ინტერიდან" განათხოვრებული ლიტველმა თავდამსხმელმა რობერტას პოშკუსმა ითამაშა.

"არასოდეს მინახავს, რომ მოთამაშე ხელფასს ერთ გუნდში იღებდეს და მეორე გუნდის შემადგენლობაში მის წინააღმდეგ თამაშობდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ამის შესახებ კლუბების პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, მაგრამ მაინც უცნაური იყო", - თქვა ცხადაძემ.

ცხადაძე პოშკუსით უკმაყოფილო იყო ჯერ კიდევ 2011 წლის იანვარში. "თანამეგობრობის თასის" დაწყებამდე ლიტველმა ფორვარდმა შეკრებაზე დაიგვიანა, რეჟიმს ისედაც ხშირად არღვევდა და ზაფხულში "სიმურგში" იჯარით ამიტომაც გაუშვა. პოშკუსმა კი აღნიშნული მატჩი არნახული მონდომებით ჩაატარა და თავისი კლუბის კარის ასაღებად ძალა და ენერგია არ დაუზოგავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა