საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც "კოლხეთი" "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა
"კოლხეთი"-"დინამო" 0:3 (0:0)

გოლები: 0-1 კვეკვესკირი (56), 0-2 კოშკაძე (63), 0-3 ჯიღაური (77)

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

დინამო : ლორია, ოდიკაძე, ჰომოლა, კაკუბავა, თომაშვილი, კვეკვესკირი, ალვარო ( ჯიღაური 73), კოშკაძე, კოტო, ლექვთაძე (რობერტინიო 61), იაგუე ( ფანცხავა 86)

კოლხეთი: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ინწკირველი, თედიაშვილი, დათუნაიშვილი, გოგონაია ( ცხადაია 74), შავგულიძე, ლემონჯავა, ქებაძე, გვალია, ჯანაშია ( ციცხვაია 70)

"კოლხეთი"-"დინამოს" მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მმწვრთნელმა განვლილი შეხვედრის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

ალექს გარსია: ჩაკეტილი თამაში იყო. პირველ ტაიმში მომენტები და კარის აღების შანსი არ გვქონია, პირიქით მეტოქემ შექმნა ხიფათი ჩვენ კართან. მეორე ნახევარში თამაში გაიხსნა და 3 ქულის მოპოვებაც შევძელით. ჩვენი მთავარი მიზანი მთელი 90 წუთის განმავლობაში დომინირება გახლავთ, ამჯერად გოლები მეორე ნახევარში გავიტანეთ.

სოსო ფილია: პირველ რიგში ვულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. "დინამო" კლასით და ოსტატობით ჩვენზე მაღლა დგას. ნეიტრალურ მოედანზე თამაშმა, კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ამოცანა. ვცდილობდით საკუთარ ნახევარზე გვეთამაშა და მეტოქისთვის ფლანგებიც გადაგვეკეტა, პირველ ტაიმში გამოგვივიდა, მეორე ტაიმში კი უკვე ვეღარ ვასწრებდით დინამოელებს და სივრცეები გაჩნდა, რამაც განაპირობა ჩვენი მარცხი.

ნიკა კვეკვესკირი: "კოლხეთი" კარგი გუნდია, ისინი მთელი გუნდით კომპაქტურად და ორგანიზირებულად იცავდნენ თავს. პირველი გატანილი ბურთის შემდეგ თამაში გაიხსნა და ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერი გამოგვდიოდა. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ აქ, მშობლიურ გარემოში, ზუგდიდში მოვახერხე გოლის გატანა.

fcdinamo.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
"მატჩებს შერჩევით უდგებით?" - ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის