ბოლტმა წელს მსოფლიოს ჩემპიონატი და ბრილიანტის ლიგა წააგო, თუმცა ბრიუსელში წლის საუკეთესო შედეგი აჩვენა
ბრილიანტის ლიგის ორი ფინალური ეტაპით პრაქტიკულად დასრულდა მძლეოსნობის წლევანდელი სეზონი. ციურიხისა და ბრიუსელის სტარტებზე გამოვლინდა ყველაზე პრესტიჟული სერიის ყველა ლაურეატი.

სეზონი ბრიუსელის ტურნირმა დახურა. ბელგიაში მსოფლიოს მინი-ჩემპიონატი გაიმართა, რადგან აქ თანამედროვე მძლეოსნობის თითქმის ყველა ვარსკვლავი შეიკრიბა.

პლანეტის ყველაზე სწრაფი ადამიანი უსაინ ბოლტი 100 მეტრზე გამოდიოდა. წინასწარ იყო ცნობილი, რომ ამ დისციპლინაში მთავარი პრიზი ასაფა პაუელს ეკუთვნოდა.

საერთოდ, ბოლტმა წელს თავის საყვარელ დისტანციაზე ღირებული ჯილდო ვერ მიიღო - წააგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ბრილიანტის ლიგა, თუმცა მაინც მაჟორულ ნოტაზე დაასრულა სეზონი, რადგან ბრიუსელში მან 9,76 წამი აჩვენა, რაც წლის საუკეთესო შედეგია. ამით მაინც გაუსწრო პაუელს.

შემდეგ გაიმართა ფინალი 200 მეტრზე, სადაც ახალი იამაიკელი ვარსკვლავი იოჰან ბლეიკი გამოდიოდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 100 მეტრი ბოლტის ფალსტარტის გამო მოიგო, ამიტომაც, 21 წლის სპრინტერს ჯერ სერიოზულად არ აღიქვამენ უსაინის კონკურენტად.

გასულ კვირას ბლეიკმა ზედიზედ ორჯერ გაირბინა 100 მეტრი 9.82 წამში, ბრიუსელში კი 200 მეტრზე გამოსვლა გადაწყვიტა და დაამტკიცა, რომ ამ დისტანციაზეც ძალიან სახიფათოა და მისი შესაძლებლობების შეუფასებლობა არ შეიძლება.

ვირაჟის შემდეგ ბლეიკი და უოლტერ დიქსი გვერდიგვერდ მირბოდნენ, შემდეგ კი ამერიკელი თითქოს დადგა. მაგრამ, სინამდვილეში, დიქსი არ გაჩერებულა, უბრალოდ, იამაიკელმა ჩართო კოსმოსური სიჩქარე.

საბოლოოდ, დაფიქსირდა ფანტასტიკური დრო - 19,26 წამი! ეს არის 14 მეასედი წამით უკეთესი შედეგი, ვიდრე ბოლტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე აჩვენა, შვიდი მეასედით უარესი უსაინის მსოფლიოს რეკორდზე და ისტორიაში მეორე დრო. ბლეიკი ფინიშზე განცვიფრებული ჩანდა, ისევე როგორც, ბოლტი, რომელმაც მაშინვე მიულოცა გამარჯვება თანამემამულეს. დიქსმა 19,53-ით პირადი რეკორდი დაამყარა და "გრძელ სპრინტში" ბრილიანტი მოიგო.

ბრიუსელში ორი სენსაცია მოხდა. ქალებს შორის 100 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს ჩემპიონი სალი პირსონი სეზონის მეორე ნახევარში დაუმარცხებელი იყო, თუმცა ბრილიანტის ლიგის საერთო ჩათვლაში სულ მცირედით უგებდა კონკურენტებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის სათავეში ჩაუდგა გარბენს, მაგრამ მეშვიდე ბარიერის გადალხვისას უხეში შეცდომა დაუშვა და ბილიკზე დაეცა, რითაც ისარგებლა დანიელ კარატერსმა, რომელმაც ეტაპიც მოიგო და მთავარი პრიზიც.

კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა მოხდა მამაკაცებს შორის შუბის ტყორცნაში. ლიდერ ანდრეას ტორკილდსენს მეორე ადგილი სჭირდებოდა საერთო ჩათვლაში გასამარჯებლად, მაგრამ ნორვეგიელმა სტარტი ჩააგდო, მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და ბრილიანტი გერმანელ მატიას დე ცორდოს გადააბარა.

სეზონის ერთ-ერთ გმირად უნდა მოვიხსენიოთ ქალთა სპრინტის ვარსკვლავი კარმელიტა ჯეტერი. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარდა, მან ბრილიანტის ლიგაზე ორი მთავარი პრიზი მიიღო - 100 და 200 მეტრ დისტანციებზე. ამჯერად ამერიკელმა 100 მეტრი გაირბინა და ძალიან კარგი დროც აჩვენა - 10.78.

მორიგი სტარტი ჩააგდო ხორვატმა სიმაღლეზე მხტომელმა ბლანკა ვლასიჩმა, რომელმაც იმ საღამოს 1.96-ის აღებაც კი ვერ შეძლო. გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონმა ანა ჩიჩეროვამ საკმაოდ კარგი შედეგით - 2,05 მეტრი, რის შემდეგაც 1987 წელს ლეგენდარული ბულგარელის სტეფკა კოსტადინოვას მიერ დამყარებულ რეკორდს შეუტია, მაგრამ სამივე ცდა გააფუჭა. ამ დისციპლინაში ბრილიანტი კი ვლასიჩს ბრიუსელამდე ჰქონდა გარანტირებული.

ბრიუსელი. IV ეტაპი

100 მ. 1. უსაინ ბოლტი (იამ) - 9,76 (სეზონის საუკეთესო დრო); 2. ნესტა კარტერი (იამ) - 9,89; 200 მ. 1. იოჰან ბლეიკი (იამ) - 19,26 (სეზონის საუკეთესო დრო); 2. უილტერ დიქსი (აშშ) - 19,53; 400 მ. 1. ჯონათან ბორლი (ბელ) - 44,78; 2. კევინ ბორლი (ბელ) - 44,97; 3. ოსკარ პისტორიუსი (ს. აფრ) - 45,46; 800 მ. 1. დავიდ რუდიშა (კენ) - 1.43,96; 10 000 მ. 1. კენენისა ბეკელე (ეთი) - 26.43,16 (სეზონის საუკეთესო დრო); 400 მ/თარჯრბენი. 1. ხავიერ კალსონი (პ-რიკო) - 48,32; ჭოკი. 1. კონსტანტინოს ფილიპიდისი (საბ) - 5,72; 2. რენო ლავილენი (საფ) - 5,72; ბირთვი. 1. რის ჰოფა (აშშ) - 22,09; 2. კრისტიან კანტველი (აშშ) - 22,07; შუბი. 1. მატიას დე ცორდო (გერ) - 88,36.

ქალები

100 მ. 1. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) - 10,78; 2. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამ) - 10,85; 3. კელ-ენ ბაპტისტი (ტრი) - 10,90; 400 მ. 1. ამანტლე მონტშო (ბოტს) - 50,16; 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. იულია ზარიპოვა (რუს) - 9.15,43; სიმაღლე. 1. ანა ჩიჩეროვა (რუს) - 2,05; სამხტომი. 1. ოლგა სალადუხა (უკრ) - 14,67.

ბრილიანტის ლიგის ყველა ლაურეატი

კაცები

100 მ. - ასაფა პაუელი (იამ) - 18 ქულა

200 მ. - უოლტერ დიქსი (აშშ) - 16

400 მ. - კირანი ჯეიმსი (გრნ) - 12

800 მ. - დავიდ რუდიშა (კენ) - 16

1500 მ. - ნილსონ კიპლიმო (კენ) - 12

5000 მ. - იმანე მერგა (ათი) - 15

110 მ/თ. - დაირონ რობლესი (კუბ) - 16

400 მ/თ. - დევიდ გრინი (ბრიტ) - 16

3000 მ/ს. - პოლ კოეჩი (კენ) - 17

სიგრძე - მიტჩელ უატი (ავსტრა) - 12

სამხტომი - ფილიპს აიდოვუ (ბრიტ) - 18

სიმაღლე - ჯესი უილიამსი (აშშ) - 9

ჭოკი - რენო ლავილენიე (საფ) - 20

ბადრო - ვირგილიუს ალეკნა (ლიტ) - 17

შუბი - მატიას დე ცორდო (გერ) - 17

ბირთვი - დილან არმსტრონგი (კან) - 17

ქალები

100 მ - კარმელიტა ჯეტერი (აშშ) - 22

200 მ - კარმელიტა ჯეტერი (აშშ) - 13

400 მ - ამანტლე მონტშო (ბოტ) - 28

800 მ - ჯენიფერ მედოუზი (ბრიტ) - 11

1500 მ - მორგან უსენი (აშშ) - 19

5000 მ - ვივიან ჩერუოტი (კენ) - 20

100 მ/თ - დანიელ კარატერსი (აშშ) - 19

400 მ/თ - კალის სპენსერი (იამ) - 24

3000 მ/ს - მილკა ჩემოსი (კენ) - 20

სიგრძე - ბრიტნი რიზი (აშშ) - 23

სამხტომი - ოლგა სალადუხა (უკრ) - 24

სიმაღლე - ბლანკა ვლასიჩი (ხორ) - 18

ჭოკი - სილკე შპიგელბურგი (გერ) - 14

ბადრო - იარელის ბარიოსი (კუბ) - 14

შუბი - კრისტინა ობერგფოლი (გერ) - 28

ბირთვი - ვალერი ადამსი (ზელ) - 24

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...