ფლოიდ მეივეზერმა სკანდალურ ბრძოლაში ვიქტორ ორტისი დაამარცხა და WBC-ის ვერსიით ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა სკანდალურ ბრძოლაში ნოკაუტით დაამარცხა ვიქტორ ორტისი და WBC-ის ვერსიით ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეს გამარჯვება ორმოცდამეორეა მეივეზერის კარიერაში - ის კვლავინდებურად დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე.

თვის ბრძოლა სკანდალით დასრულდა, ხოლო ნოკაუტი, რომელიც მეოთხე რაუნდში დაფიქსირდა, სპორტული ეთიკის ნორმებს არ შეესაბამებოდა.

ამერიკელების - ორტისისა და მეივეზერის ბრძოლა ლას ვეგასის "MGM Grand Garden Arena"-ზე გაიმართა. ბოლო წლებში საჩემპიონო შეხვედრებს დაწყებამდე სდევს ხოლმე სკანდალები, ხოლო დასასრული პროგნოზირებადია და ნოკაუტები თითქმის არ გვხვდება. მაგრამ აქ იყო ყველაფერი: სკანდალი, ნოკაუტი და დაპირისპირებულ მხარეებს შორის საქმის გარჩევა.

ვიქტორ ორტისი კარგად მომზადებული ხვდებოდა ამ ბრძოლას. ის საკუთარ თავში დარწმუნებული მოკრივის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხოლო მისი მწვრთნელი დენი გარსია არწმუნებდა კრივის მოყვარულებს, რომ მეივეზერი ვერ გარისკავდა მის შეგირდთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმას და მაქსიმალურად მოერიდებოდა ორტისს.

"ჩემი აზრით, ფლოიდი ბევრს ირბენს, - განაცხადა გარსიამ. - მართალია, ის საპირისპიროს ამბობს და გვპირდება, რომ მუდმივად ვიქტორის წინ იდგება, მაგრამ მაშინ როგორ აიცილებს თავიდან მეტოქის დარტყმებს? ის ბევრ დარტყმას გაატარებს. იგრძნობს ვიქტორის ძალას და უკან დახევა მოუწევს".

მეივეზერი და მისი გუნდი მეტოქეზე არ ლაპარაკობდა. ფლოიდი მხოლოდ საკუთარ თავს აქებდა. ბრძოლის წინ ცნობილი გახდა, რომ ფლოიდი 25 მილიონს გამოიმუშავებდა, ორტისს კი მხოლოდ ორი მილიონი ერგებოდა.

ბრძოლის წინ ვებგვერდ Boxingscene.com-ზე გამოქვეყნდა თანამედროვეობის ცნობილი მოკრივეების პროგნოზები და ყველამ გამარჯვება მეივეზერს უწინასწარმეტყველა. კინაღამ ჩხუბი ატყდა აწონვის ტრადიციულ ცერემონიაზე, რაც მომავალი ბრძოლის წინ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბულს ხდიდა.

დენი გარსიას პროგნოზი არ გამართლდა. მეივეზერს არ უფიქრია ორტიზისგან გაქცევა და რეგულარულად პასუხობდა მეტოქის შეტევებს.

პირველი სამი რაუნდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა: რთული იყო რომელიმე მოკრივისათვის უპირატესობის მინიჭება. თუმცა მეტოქეთა აქტიური მოქმედებისა და დარტყმების გაცვლის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საქმე ქულებით გამარჯვებამდე არ მივიდოდა.

დადგა მეოთხე რაუნდის დრო და აქ ორტისი არასპორტულად მოიქცა - მეტოქეს თავი ჩაარტყა. დარტყმა მეივეზელს ტუჩში მოხვდა და სისხლი წასკდა.

რეფერიმ ორტისს ქულა ჩამოართვა, რის შემდეგაც ვიქტორი მოწინააღმდეგის კუთხეში მივიდა და ბოდიში მოიხადა. ფლოიდმა ბოდიში მიიღო, მაგრამ გულში ბოღმა ჩაიდო.

ბრძოლა გაგრძელდა. ორტისმა ისევ გაუწოდა ხელი მეტოქეს, რათა დარწმუნებულიყო, რომ ბოდიში მიღებულია. მეივეზერმაც დაადასტურა შერიგება, მაგრამ როგორც კი ორტისმა ხელები ჩამოუშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მეივეზერმა მარცხენა ხელით უძლიერესი დარტყმა შეასრულა.

გაკვირვებული ორტისი მსაჯს მიაჩერდა, იქვე მარჯვნიდან დარტყმა მიიღო და რინგზე დაეცა. ასე გახდა ფლოიდ მეივეზერი ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი.

მეივეზერის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ორტისის გუნდი მეტოქის კუთხისკენ გაემართა, მაგრამ მასიური ჩხუბის თავიდან აცილება მოახერხეს. იქვე მეივეზერს მიუახლოვდა HBO-ის რეპორტიორი ლარი მარჩანტი და მოკრივეს ჰკითხა - ლამაზად მოიქცა თუ არა ის მეოთხე რაუნდში?

რა თქმა უნდა, ფლოიდს ნორმალური პასუხი არ ჰქონდა. საბოლოოდ მარჩანტსა და მეივეზერს შორის კამათი წარმოიშვა, რომლის დროსაც მოკრივემ შეურაცხყოფა მიაყენა 80 წლის ჟურნალისტს. ამაზე მარჩანტმა უპასუხა - მინდა 50 წლის ახალგაზრდა ვიყო და მაშინ ყბას ჩამოგიღებდიო.

"საქმე მხოლოდ ფულში არ არის - სანახაობაც საჭიროა. მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას იმათთვის, ვინც კრივს მხარს უჭერს. მეტოქეებს არ მოვერიდები.

თქვენ ნოკაუტის ნახვა გინდოდათ? ჰოდა, მიიღეთ კიდეც. თუ ორტისი მიიჩნევს, რომ მას ეს არ ჰყოფნის, ყველაფერს თავიდან გავიმეორებთ. მას ისევ ნოკაუტში ჩავაგდებ.

ვიქტორი საკმაოდ ჯიუტად მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მე ჩემს ტაქტიკას მივსდევდი და ყურადღებით ვუსმენდი მწვრთნელების კარნახს.

პაკიაო? მასზე მუდმივად ამბობენ, რომ ჩემთან ჩხუბი უნდა, ჩემზე კი იმას, რომ ყოველთვის ბრწყინვალე ვარ. მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანია. მთავარია, რომ გამარჯვებული ყოველთვის მე გამოვდივარ", - თქვა ბრძოლის შემდეგ მეივეზერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა