ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"თავისუფლების" სამი ბრინჯაო და ოთხი ლიცენზია

"თავისუფლების" სამი ბრინჯაო და ოთხი ლიცენზია

სტამბოლში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა გამოსვლა სამი ბრინჯაოთი დაასრულეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი ბრინჯაოთი დაასრულა გამოსვლა სტამბოლში, მსოფლიოს პირველობაზე.

მედლები დავით ხუციშვილმა (74), დავით მარსაგიშვილმა (84) და დავით მოძმანაშვილმა (120) მოიპოვეს. ამით ამ სამეულმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიაც გაინაღდა. უმედლოდ დარჩა, მაგრამ საგზური მოიპოვა მალხაზ ზარქუამაც, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეხუთეზე გავიდა.

როგორც ვხედავთ, მედლები ახალი თაობის მონაპოვარია - 19 წლის მარსაგიშვილმა წლეულსაც იჭიდავა ახალგაზრდულში, 21 წლის ხუციშვილმა კი შარშან დაასრულა იქ გამოსვლა. 25 წლის მოძმანაშვილი ნაკრების სტაჟიანი წევრი კი არის, მაგრამ ვეტერანობამდე ჯერ კიდევ შორია.

ცხადია, 7-კაციანი გუნდისთვის 4 ლიცენზია არაა ცუდი შედეგი, თითქოს არც მედლების რაოდენობას უშავს, მაგრამ საწყენია, თუნდაც ფინალი რომ ვერ ვიჭიდავეთ; საწყენია, გუნდის რამდენიმე წევრის ულიცენზიოდ და უმედლოდ დარჩენა.

განსაკუთრებით ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე (55) გვწყდება გული, რომელიც ნამდვილად კარგი მოჭიდავეა და მომავალ ოლიმპიადაზე ფავორიტადაც მიგვაჩნია. ეჭვიც არ გვეპარება, ლიცენზიასაც აუცილებლად მოიპოვებს და ლონდონის თამაშებამდე სტამბოლში დაშვებულ შეცდომებსაც გამოასწორებს.

ხუციშვილმა და მარსაგიშვილმა წლეულს წარმატებული სეზონი მოიწყვეს - მარსაგიშვილის მონაგარი ევროპული ვერცხლი და მსოფლიოს ბრინჯაოა. ხუციშვილმა ევროპაზეც და მსოფლიოზეც ბრინჯაო ირგუნა. მარსაგიშვილი ევროპაზე ჩემპიონადაც კი გამოაცხადეს, თუმცა მერე მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ვერცხლს დააჯერეს. ამას ახალგაზრდებში მის მიერ მოპოვებული დუბლიც უნდა დავუმატოთ.

ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სტამბოლში ჩვენებს წილისყრამ დიდად გაუმართლათ, თუმცა ეს ხუციშვილსა და მარსაგიშვილზე არ ითქმის. ბუნებრივია, ძლიერებს ვერც ისინი ასცდებოდნენ, მაგრამ თავიდან შედარებით სუსტები შეხვდნენ. მათაც წილისყრით ბოძებული შანსი ლოგიკურად გამოიყენეს - მოსაგები შეხვედრები მოიგეს და მართლაც ძლიერებთან წააგეს.

თუმცა მარსაგიშვილს პირველ წრეში ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არ ჰყოლია - ევროპის ჩემპიონი, საბერძნეთში გადასული ემზარ ბედინეიშვილი, ემზარიოს ბედინიდისი, მაგრამ ის უკვე ასაკშია, სპორტიდან წასვლასაც კი ფიქრობს და ამიტომ მარსაგიშვილი ფავორიტად მიგვაჩნდა.

მის სადარად არც რუმინელი ევროპის ორგზის მედალოსანი სტეფან გეორგიტა მიგვაჩნდა და არც გასჭირვებია მათთან - ორივეს ძირითად დროში მოუგო. ხუციშვილს პირველ სამ წრეში ამ დონის ფალავნებიც არ ელოდა და სამი ბრძოლა იმანაც იოლად მოიგო - კამერუნელი რომეო ჯუმესი და ავსტრიელი ფილიპ გრეპაზი ორ პერიოდში დაამარცხა, პოლონელ ევროპის პრიზიორ კრისტიან ბრზოზოვსკისთან დამატებითი დრო კი დასჭირდა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოუგო.

ამის შემდეგ ორივეს ძლიერი მეტოქე ელოდა - ხუციშვილს გზა ირანელმა სადეგ საედ გოუდარზიმ გადაუღობა, მარსაგიშვილს კი უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონი იბრაგიმ ალდატოვი ელოდა. მარსაგიშვილმა გვარიანად იბრძოლა და მხოლოდ დამატებითში წააგო.

ხუციშვილმა უფრო სუსტად იჭიდავა და ძირითად დროში წააგო. სამაგიეროდ, სანუგეშო წრეში უფრო ძნელი გზა ხუციშვილმა გაიარა - ჯერ ბელარუსი ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ორგზის ვერცხლის მედალოსანი მურად გაიდაროვი დაამარცხა, ბრინჯაო კი ყაზახ აბდულჰაკიმ შაპიევს აართვა.

ხუციშვილი ნამდვილად ქების ღირსია იმ შემართებისა და ჟინისთვის, რაც დამამშვიდებელში გამოავლინა - ერთი თვალი, პრაქტიკულად, დახურული ჰქონდა და ყაზახიც გამუდმებით ზედ ეტანებოდა, თან შაპიევმა პირველი პერიოდი 5:1 მოუგო, მაგრამ საგარეჯოელი ფალავანი არც ტკივილმა გატეხა, არც - მეტოქის უხეშობამ, არც - ამხელა ჩამორჩენამ, სამივე პერიოდი შეტევებში გაატარა და მიზანსაც მიაღწია.

მარსაგიშვილმა დამამშვიდებელში ბელარუსი ომარჰაჯი მაგომედოვი და ლატვიელი არმანდას ზვირბულისი ძალზე იოლად დაჯაბნა - პირველი პერიოდი ორივეს 4:0 მოუგო, მეორე - 6:0.

მათგან განსხვავებით, მოძმანაშვილს ძნელი ბადე ერგო - პირველ მეტოქედ ირანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფარდინ მასოუმი ვალადი, მის მხარეს კი თურქი ევროპის ჩემპიონი ფატიჰ ჩაკიროღლუ და ბელარუსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მომავალი გამარჯვებული ალექსეი შემაროვიც იყვნენ.

მოძმანაშვილს მართალია, დამატებითი დრო დასჭირდა, მაგრამ მაინც იმარჯვა. იაპონელ ნობუოში არაკიდას ძალზე იოლად აჯობა, მერე კი შემაროვთან დამარცხდა. სანუგეშოში მოძმანაშვილს ურთულესი ბრძოლები ელოდა თურქთან და ამერიკელ მსოფლიოს პრიზიორ ტრეველ დლაგნევთან. ჩაკიროღლუსთან მას გაუმართლა - ორივე პერიოდში მისი ბურთულა ამოვიდა და მოიგო, ამერიკელთან კი დამატებით დროში გაიმარჯვა.

პირველი პერიოდი ცოტა კურიოზულად მოუგო - როცა მეტოქე ილეთზე ვერ გადაიყვანა, გარეთ გაგდება სცადა, კიდემდეც მიიყვანა, მაგრამ ამერიკელი გაექცა. აი, აქ არა ჭიდაობა, არამედ მონადირისა და ნადირის ნამდვილი დევნა გაიმართა - დლაგნევი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და შუაში დაბრუნება სცადა, მაგრამ მოძმანაშვილიც გაეკიდა და ხელის კვრით წრიდან გააგდო.

მეორე პერიოდის ბედიც წრიდან გაყვანამ გადაწყვიტა - დამთავრებამდეც 4 წამით ადრე კვლავ ჩვენებურმა შეუტია და გაგდება სცადა, მაგრამ ამერიკელმა თავი კარგად დაიცვა, იქით დაატრიალა, რა დროსაც მოძმანაშვილმა გადგა გარეთ ორივე ფეხი. დამატებითში ჩვენებურს ისევ გაუმართლა და კვლავ მისი ბურთულა ამოვიდა, რაც გამოიყენა კიდეც. ბურთულამ გადაწყვიტა ფინალის ბედიც, სადაც შემაროვმა რუსი ბილიალ მახოვი დაამარცხა.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან შედარებით უკეთ ზარქუა გამოვიდა, თუმცა პირველ წრეში მოულოდნელი მარცხი იწვნია პუერტო რიკოელ ფრანკლინ მატოს გომეშთან. ზარქუამ ჩრდილო კორეელ იონ მიონ რისა და სამხრეთ კორეელ სეუნ-ჩულ ლეეს შემდეგ ძლიერი მეტოქე დაამარცხა - აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ზელიმხან ჰუსეინოვი. სამწუხაროდ, ყაზახ დაურენ ჟუმაგაზიევთან ვერაფერს გახდა და მხოლოდ ლიცენზიას დასჯერდა.

წილისყრამ არ გაუმართლა გიორგი გოგშელიძეს (96), რომელიც ისედაც ვერ იყო ფორმაში - პირველივე წრეში მეტოქედ ყაზახთა ოსი ფალავანი თეიმურაზ თიგიევი ერგო, ვისთანაც პეკინის ოლიმპიადის ნახევარფინალში დამარცხდა. სამწუხაროდ, დამატებით დროში გოგშელიძემ ფეხში შესვლის უფლება ვერ გამოიყენა და წააგო.

პირველივე წრეში დამარცხდა და ვერც სანუგეშოში გადავიდა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი - შალვა მუზიაშვილი (66), რომელიც ბელარუს ალი შაბანაუსთან დამარცხდა. ამ წონაში ირანელმა მეჰდი კერმან ტაგავიმ გაიმარჯვა, რომელიც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

კვარცხლბეკი.

60 კგ. 1. ბესიკ კუდუხოვი (რუსეთი); 2. ფრანკლინ მატოს გომეში (პუერტო რიკო); 3. კანიჩი იომოტო (იაპონია), დაურენ ჟუმაგაზიევი ყაზახეთი); 5. მალხაზ ზარქუა (საქართველო).

66 კგ. 1. მეჰდი კერმან ტაგავი (ირანი); 2. ტაცუჰირო იონემიცუ (იაპონია); 3. ჯაბრაილ ჰასანოვი (ზაერბაიჯანი), ლივან ლოპეს აზქუი (კუბა); 33. შალვა მუზიაშვილი (საქართველო).

74 კგ. 1. იორდან ბუროუგსი (აშშ); 2. სადეგ საედ გოუდარზი (ირანი); 3. დავით ხუციშვილი (საქართველო), აშრაფ ალიევი (აზერბაიჯანი).

84 კგ. 1. შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი); 2. იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა); 3. დავით მარსაგიშვილი (საქართველო), ალბერტ სარიტოვი (რუსეთი).

96 კგ. 1. მოჰამედ ალი რეზა იაზდანი (ირანი); 2. სერჰატ ბალცი (თურქეთი); 3. რუსლან შეიხაუ (ბელარუსი), იაკობ უორნერი (აშშ); 25. გიორგი გოგშელიძე (საქართველო).

120 კგ. 1. ალექსეი შემაროვი (ბელარუსი); 2. ბილიალ მახოვი (რუსეთი); 3. დავით მოძმანაშვილი (საქართველო), ჯამალადინ მაგომედოვი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!