კობიაშვილის დუელი გოგიასთან, ალექსიძის ლიდერობა და მარცვალაძის საუკეთესო მატჩი "კრასნოდარში"

შაბათს არნემში ქართული დღე იყო - მერაბ ჟორდანიას "ვიტესმა" 5:0 გაანადგურა "როდა" და ცხრილის ზედა მხარეს აინაცვლა. ქართველი პრეზიდენტის გუნდს 5 თამაშიდან უკვე 3 მოგება აქვს.

რაც ყველაზე მთავარია, "ვიტესის" ქართველმა ლეგიონერებმა დიდებულად ითამაშეს. მეორე გოლი სტუმართა კარში 71-ე წუთზე გავიდა და ეს გურამ კაშიამ გააკეთა, გუნდის კაპიტანმა ლამის ნახევარი მოედანი გაიარა ბურთიანად კონტრშეტევაზე, მოატყუა სამი მცველი, მეკარე და ისე აიღო "როდას" კარი.

ეს კაშიას პირველი გოლია სეზონში. მცველს თანამემამულე ფორვარდმაც უმალ აუბა მხარი, ორ წუთში გიორგი ჭანტურიამ შორეული გასროლით სტუმართა "ცხრიანში" გაიტანა. ამით არ დასრულებულა ჩვენებურთა გმირობანი, 76-ე წუთზე ჭანტურიამ თავგზა აუბნია ფლანგზე მცველებს და ის მხოლოდ წესის დარღვევით შეაჩერეს, პენალტი კი სხვამ დაარტყა. 18 წლის ჭანტურიამ სეზონში მე-2 გოლი გაიტანა.

რაც "კრასნოდარშია", ოთარ მარცვალაძემ საუკეთესო მატჩი ჩაატარა - არადა, გოლი არ გაუტანია, კრასნოდარელებმა ციმბირში 4:0 მოუგეს "ტომს" (ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა), მატჩის ყველაზე აქტიური მოთამაშე კი ოთარი იყო. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ორი საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი და დაწიოკებული მასპინძელი მცველებია [იხილეთ ვიდეო].

"ვოლგა" თანდათან უინტერესო ხდება ჩვენთვის, ქართველთა სიმრავლის მიუხედავად, რეგულარულად ჩვენებურები აღარ თამაშობენ ამ გუნდში, ბოლო ტურში მხოლოდ მათე ვაწაძემ ითამაშა, არადა, თუ გოგუას ჩავთვლით (რომელიც დუბლების მატჩში გააძევეს), ნიჟნი ნოვგოროდის კლუბში 6 ჩვენებური ირიცხება.

ბუნდესლიგაში ძალიან საინტერესო დუელი ვიხილეთ - ბერლინში "ჰერტა" "აუგსბურგს" დაუპირისპირდა და 2:2 დაუზავდა. საინტერესო კი ლევან კობიაშვილისა და აკაკი გოგიას დუელი იყო, ქართველი დაცვის მარცხენა ფრთაზე თამაშობდა, ქართული წარმოშობის გერმანელი კი - ზუსტად მის მხარეს, შეტევის მარჯვენა ფრთაზე. "შპორტალმა" კობიაშვილი ამ დუელიდან გამარჯვებული გაიყვანა - კობის 3,5 დაუწერეს, გოგიას - 4. ლევანს ქულები შეტევაში არცთუ აქტიურობისთვის დაუკლეს, თორემ დაცვაში სოლიდური იყოო. მოდი, შევადაროთ მათი სტატისტიკაც - კობიაშვილი ბურთს 62-ჯერ შეეხო, გოგია - 29-ჯერ, ლევანმა 46 პასი გააკეთა (93,5%-იანი სიზუსტით), აკაკიმ კი მხოლოდ - 15 (66,7%-იანი სიზუსტით).

კახა კალაძის "ჯენოამ" 2:1 მოიგო რომში "ლაციოსთან" მატჩში, ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა დაცვის ცენტრში. თამაშის შემდეგ კახამ შეცვლაზე შესულ ხორკერას გენუის პატარა პირლო უწოდა. "კალჩომერკატომ" ჩვენებურს 5,5 ბალი დაუწერა. "დატასპორტი" (იგივე შეფასება) იუწყება, რომ ქართველმა მცველმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა.

რატი ალექსიძემ სეზონში მეორე გოლი გაიტანა, მან მეორე გოლშიც ლომის წილი დაიდო ("დიორი ეტომ" 2:0 მოუგო "ფერენცვაროშს"). ქართველის გუნდი "დებრეცენთან" ერთად, 25-25 ქულით ლიდერობს უნგრეთში.

ლატვიის ჩემპიონატში "გულბენე"-"დაუგავას" მატჩში მხოლოდ ქართული გოლები გავიდა, ჯერ მასპინძელმა ლევან არველაძემ გახსნა ანგარიში, შემდეგ მამუკა ღონღაძემ დუბლი შეასრულა და სტუმრებს მოაგებინა - 2:1. 25 წლის ღონღაძემ 18 თამაშში 15 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. ამავე ჩემპიონატში, რიგის "ოლიმპსმა" 1:7 წააგო "ლიეპაიასთან" და პრესტიჟის გოლი პენალტით პაატა ბალაძემ გაიტანა. ესტონეთში გოლი "ფლორას" შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა ("ტამეკას" კარში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio73
ვინც დიდ სპორტში ყოფილა,ყველამ კარგად იცის რამხელა შრომის ფასად მოდის წარმატებები;მაშინ როცა ანვაზგაგ-ის ნაირი უკანონოები ან მოპარვით,ნარკოტიკებით ანაც ფუჭი ლაყბობით იყვნენ გართულები,რასაც სირცხვილის მეტი არაფერი მოაქვს ერისთვის,გოგია თავდაუზოგავ ვარჯიშში ატარებდა დროს და მიტომ აქვს წარმატება,ქართული ფეხბურთის მაღალჩინოსნები კი რაც არიან,კარგად ეტყობა ქართულ ფეხბურთს,ჩემი დახასიათება აღარ სჭირდება.
gio73
ნოდოს მივესალმები.მოკლედ:აკაკი გოგიას მამა თვითონ დასდევდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს,რომ ყურადღება მიექციათ მისი შვილისთვის,რამდენჯერ შეპირდნენ,მაგრამ ერთხელ ვერ მოაბეს თავი მის ნაკრებში გამოძახებას,მუდამ გვერდს უვლიდნენ,ამ კაცმა მანამ იბრძოლა,მანამ არ უთხრეს რომ თავი დაგვანებე,ნუ შეგვაწუხე,არ არის ნაკრების დონის მოთამაშეო,გერმანიის დონის იყო და საქართველოსი არა.დეტალურად რა როგორ იყო, აჯობებს მათგან აიღონ ინტერვიუ.
gio73
ანვაზგაგ შენთან ყველაფერი წესრიგშიაა?სადღაც კომპიუტერს იქით ჩამალულხარ და მლანძღავ ახსნა-განმარტების გარეშე....,"მაგარი ბიჭი" ხარ
Nodo
gio73 დაწერე მაშინ შენ სინამდვილეში რა ხდება თუ ხარ ინფორმირებული, ხალხმა იცის რო არ უნდა ამ კაცს ნაკრებში თამაში, იმიტო რო კარგად მიდის საქმე გერმანიაში და სხვა მიზნები აქვს, შენ თუ სხვანაირად იცი, გვითხარი
anvazgag
gio73 შენ ხარ დებილი
gio73
აკაკი გოგია გერმანელი კი არა,ქართველია!არავისზე ნაკლები ქართველის ქართველი შვილი,მთელი სულითა და გულით,რუსთავში დაიბადა და იზრდებოდა სადღაც 7 წლამდე მგონი,და თუ ეხლა გერმანიის პასპორტი აქვს და გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს---გერმანელია ხომ და არა ქართველი?რაღაც ბოროტი ზრახვების სუნი ასდის მის მიმართ ასეთ მიდგომას,ფრთხილად ქართველნო,მასზე აუგის თქმა მან გაბედოს,ვინც მასზე მეტად განადიდებს საქართველოს სახელს ტუნდაც აქ:გერმანიაში.და საერთოდ რატომ არავინა წერს სინამდვილეს რატომ არ თამაშობს იგი საქართველოს ნაკრებში;ერთხელ ჰკითხეთ ან მას,ან მის მამას და მეორედ აღარ გექნებათ ამდაგვარი სისულელეების წერის არც სურვილი და არც საფუძველი.
geosochi
კრასნოდარი როდის მერე გახდა კავკასიური გუნდი? )))))))))))))))))))))))
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება