თეიმურაზს საინტერესო ბრძოლა ელის, მისი მეტოქე ჩეხი პაველ ბოიარია, ქართველი 199 კილოგრამია, ჩეხი კი 98.
ტოკიოს ბაშო ეკვატორს გუშინ გადაცდა და საამაყოც გვაქვს - დაუმარცხებლად (8-8 მოგებით) სულ ორი რიკიში ლიდერობს, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და სეკივაკე კისენოსატო, მათ კვალში კი კიდევ ორი მიუყვება (7-7 მოგებით) სეკივაკე კოტოშოგიკუ და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც დასავლეთის მე-11 მაეგაშირაა.

ელიტის უმძიმესმა ფალავანმა მხოლოდ სასტარტო ბროლა დათმო, მას შემდეგ კი ზედიზედ 7-ჯერ იმარჯვა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მიღწევაა. უქმეებზე მან მძლავრი მიწოლით ჯერ მონღოლი ტამავაში დაამარცხა, შემდეგ კი იაპონელი დაიდო. დღეს თეიმურაზს საინტერესო ბრძოლა ელის - მისი მეტოქე ჩეხი სუმოისტი პაველ ბოიარია (ტაკანოიამა). ქართველი 199 კილოგრამია, ჩეხი კი... 98.

ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) უძლიერეს ფალავნებთან უწევს ჭიდილი, ორი ოძეკიდან ერთს მან უბრძოვლელად მოუგო (ბულგარელი კოტოოშუ ტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა), ხოლო ესტონელ ბარუტოსთან წააგო. დღეს კი ჩვენებურს უფრო დიდი გამოცდა ელის, მას დიდი მონღოლი ჰაკუჰო დაუპირისპირდება. ლევანის ბალანსი 4-4-ია.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) შაბათს მონღოლ შოტენროს მოუგო, კვირას კი კიტატაიკისთან წააგო. დღეს "შავი ზღვა", რომელსაც 5-3 ბალანსი აქვს, მონღოლ ასასეკირიუს დაეჭიდება.

VII დღე: ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ჰატაკიკომი), იოშიკაძე-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), ბარუტო-ტაკეკაძე (ცუკიოტოში), ტოჩინოშინი-კოტოოშუ (უბრძოლველად), კოტოშოგიკუ-ოკინოუმი (იორიკირი), კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), ჰომაშო-არანი (იორიკირი), ტოკიტენკუ-ვაკანოსატო (უვატენაგე), ტოჩიოძანი-ვაკაკოიუ (ოშიდაში), გოეიდო-მიაბიამა (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-ტაკაიასუ (ცუკიოტოში), საგაცუკასა-ფუჯიაზუმა (ჰიკიოტოში), კიოკუტენჰო-კაისეი (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-კიტატაიკი (იორიტაოში), გაგამარუ-ტამავაში (ოშიდაში), ამინიშიკი-ტოსაიუტაკა (ჰიკიოტოში), დაიდო-ასასეკირიუ (კოტენაგე), ტაკანოიამა-იოშიაზუმა (კაკენაგე), ჰოჩიამა-ტამაასუკა (ოკურიდაში), კოკაი-შოტენრო (ჰატაკიკომი), ტაკარაფუჯი-კიმურაიამა (ოშიდაში).

VIII დღე: ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ბარუტო-ტოჩინოშინი (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ (უვატედაშინაგე), კისენოსატო-მიაბიამა (ჰიკიოტოში), კაკურიუ-კოტოშოგიკუ (იორიკირი), არანი-ოკინოუმი (ჰატაკიკომი), ჰომაშო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), იოშიკაძე-ვაკანოსატო (ჰიკიოტოში), გოეიდო-ტაკეკაძე (იორიკირი), ვაკაკოიუ-კაისეი (ჰიკიოტოში), ტაკაიასუ-ტოიოჰიბიკი (იორიტაოში), ტოჩინოვაკა-ფუჯიაზუმა (ოშიდაში), ამინიშიკი-საგაცუკას (ოშიდაში), კიოკუტენჰო-ასასეკირიუ (იორიკირი), იოშიაზუმა-ტამავაში (უვატენაგე), გაგამარუ-დაიდო (ოშიდაში), კიტატაიკი-კოკაი (იორიტაოში), კიმურაიამა-ტამაასუკა (ოკურიდაში), შოტენრო-ჰოჩიამა (იორიკირი), ტაკანოიამა-ტოსაიუტაკა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (სეკივაკე).

7-1: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), გაგამარუ (მაეგაშირა 11).

6-2: ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მ 3), გოეიდო (მ 5), ტოჩინოვაკა (მ 7), კიოკუტენჰო (მ 10), კიტატაიკი (მ 11), ამინიშიკი (მ 12)... 5-3: კოკაი (მ 16)... 4-4: ტოჩინოშინი (მ 4).

IX დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ბარუტო-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ტოკიტენკუ, ტოიონოშიმა-ოკინოუმი, არანი-ვაკანოსატო, ჰომაშო-იოშიკაძე, ტოჩიოძანი-ტაკეკაძე, მიაბიამა-ვაკაკოიუ, გოეიდო-ტოჩინოვაკა, ტაკაიასუ-კაისეი, ფუჯიაზუმა-ტამავაში, ტოიოჰიბიკი-ტამაასუკა, საგაცუკასა-იოშიაზუმა, კიოკუტენჰო-დაიდო, კიტატაიკი-ჰოჩიამა, გაგამარუ-ტაკანოიამა, ამინიშიკი-შოტენრო, კოკაი-ასასეკირიუ, ტოსაიუტაკა-კიმურაიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა