ხობის ფესტივალის პროგრამას წლეულს სპორტიც დაემატა, რაც უდავოდ მისასალმებელია
ხობის ფესტივალის პროგრამას წლეულს სპორტიც დაემატა, რაც უდავოდ მისასალმებელია - ამ აზრს ყველა იზიარებს და გასაკვირი არც არის.

ფესტივალი ტარდება საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას და მისი საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით. გოდერძი ბუკიამ კი კარგად იცის სპორტის სოციალური, გნებავთ პოლიტიკური მნიშვნელობა. კარგად ესმისო, ვამბობთ იმიტომ, რომ ადრე იგი სახელმწიფო დონეზე კურირებდა სპორტის განვითარებას საქართველოში.

ფესტივალის პროგრამაში სპორტის დებიუტი ქართული ფეხბურთის ლეგენდების მიწვევით შედგა. მთავარი ეს იყო, თორემ ფესტივალიც და თვით საამაყო ფეხბურთელებთან საზეიმო შეხვედრა დამშვენდა და გალამაზდა მასობრივი სპორტული სანახაობებით, რომელშიც მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში `სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები~ ჩართული 200-მდე აღსაზრდელი.

ვეტერანი ფეხბურთლები გუშინ დღის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ ხობში. ფესტივალის მონაწილენი და მაყურებლები მქუხარე ოვაციებით შეეგებნენ ძვირფას სტუმრებს. დიდი ინტერესი გამოიწვია ცნობილი სპორტული ჟურნალისტის დავით ქლიბაძის გამოცემამ "ფეხბურთის სამი ვარსკვლავი: ვლადიმერ ბარქაია, მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა - ილუსტრებული დიალოგები". ფესტივალზე ჩამოსულმა ფეხბურთელებმა უპასუხეს შეკითხვებს და დაარიგეს ავტოგრაფები.

მომავალ ფესტივალებში სპორტი უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი, პატივს მივაგებთ ღირსეულ ათლეტებს, ვინც საქართველო ასახელა ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს და ევროპის სპორტულ სარბიელზე. ისინი არიან მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდობისთვის"- თქვა გოდერძი ბუკიამ.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის