კიკნაძე-ზამთარაძის დუეტმა ქუთაისური კლუბი რუსთავის "მეტალურგთან" განცდილი მარცხის შემდეგ დატოვა
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. საკუთარი განცხადების საფუძველზე, კიკნაძე-ზამთარაძის დუეტმა კლუბი რუსთავის "მეტალურგთან" განცდილი მარცხის შემდეგ დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმერულ კლუბს სათავეში გია გეგუჩაძე ჩაუდგება, რომელიც ამასთანავე ავსტრიის ნაკრებში, ფრანკო ფოდას თანაშემწედ განიხილებოდა, რაც თავად გეგუჩაძემაც დაადასტურა, მაგრამ, ვინაიდან ფოდას ოფიციალური წარდგენა გადაიდო, ხოლო გეგუჩაძემ წინადადება "ტორპედოს" ხელმძღვანელობისგან მიიღო, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სპეციალისტი მუშაობას დაახლოებით ორ კვირაში, "ტორპედოში" შეუდგება.

"ლელოსთან" საუბრისას გია გეგუჩაძემ დაადასტურა, რომ "ტორპედოსთან" მოლაპარაკებები დაწყებულია, ხოლო კლუბის პრესატაშემ რამაზ ჩხიკვაძემ კი განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ხვალ ქუთაისელები გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთათურებმა გასულ 5 ტურში მხოლოდ ორჯერ შეძლეს მოგება, სამჯერ კი დამარცხდნენ. 21 სექტემბერს, "დინამოსთან" გადადებულ მატჩში გუნდს დუბლშემადგენლობის მწვრთნელი გიორგი სუხიაშვილი გაიყვანს, მასვე მოუწევს "ბაიას" წინააღმდეგ "ტორპედოს" თავკაცობა.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, "ტორპედო" გეგუჩაძეს გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს.

მაგდა კლდიაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა