მაორების ერთ-ერთი წარმომადგენელი ქართველ სტუმრებს მაორულად დაახლოებით ათი წუთი ესალმებოდა
საქართველოს ნაკრებმა ქალაქი დანიდინი დატოვა და ველინგტონის გავლით მასტერტონში გაემგზავრა. იქ ჩასულებს კი ადგილობრივებმა დახვედრა, "პოფირი" მაორების სალოცავ "ტე ორე ორე მარაეში" მოგვიწყვეს. ღონისძიება საკმაოდ დატვირთული და კარგად ორგანიზებული გამოდგა. ჩვენი მასპინძელი ორი ადგილობრივი ტომი (ივი), რანგითანე და კაჰუნგუნუ იყო.

საქართველოს ნაკრების მორაგბეებს მარაეს შესასვლელთან გზაზე ერთ-ერთი მასპინძელი მაორი დახვდა. ფუთათურას (ნიჟარის საყვირის) ხმაზე სტუმრებისკენ სამი მაორი დაიძრა, რომლებიც უცნაური ხრიალითა და მოძრაობებით საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდნენ. მერე ერთ-ერთმა მათგანმა მიწაზე რაუ ანუ გვიმრის ფოთოლი დადო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ რაუ აიღო და გუნდი მარაესკენ დაიძრა.

მარაეს ეზოში ადგილობრივი სკოლების, რაგბის კლუბების და ორივე ტომის ახალგაზრდები დაგვხვდნენ, რომლებმაც ჰაკა შეასრულეს. მერე სტუმარ-მასპინძელი მარაეს წინ ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, მაორების ერთ-ერთი წარმომადგენელი, სავარაუდოდ ყველაზე პატივსაცემი პიროვნება მაორულად დაახლოებით ათი წუთი გვესალმებოდა. "ჰარე მაირაა, ჰარე მაირაა", (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება) ხშირად იმეორებდა ის. ამის მერე მასპინძლებმა სიმღერა მოგვიძღვნეს, რაზეც სტუმრებმა წესის მიხედვით ასევე სიმღერით უნდა უპასუხონ.

"ბორჯღალოსნებმა" ქართული ხმების მომღერალ გივი ჭიჭინაძესთან ერთად მაორებს "ზესტაფონო გშორდები" და "იმერული მრავალჟამიერი" უმღერეს, რამაც მასპინძლების აღფრთოვანება გამოიწვია.

მანამ, სანამ მორაგბეებს ფართიზე მიიწვევდნენ, კიდევ ერთი რიტუალის, ჰონგის ანუ ცხვირებით მისალმებამ მოუწიათ. ამ პროცედურას ბიჭებმა ხუმრობით ცხვირხახუნა შეარქვეს.

ფართი, სადაც მრავლად იყო წარმოდგენილი ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, გივი ჭიჭინაძის ბენეფისად გადაიქცა. მან იტალიური ოპერებიდან ორი არია შეასრულა, რომლის შემდეგაც მარაეს მიმდებარე შენობის კედლები, სადაც თავყრილობა გაიმართა, ადგილობრივთა აპლოდისმენტებით ლამის დაინგრა.

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა