ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნინო სალუქვაძე რეკორდის გასაუმჯობესებლად გაემგზავრა

ნინო სალუქვაძე რეკორდის გასაუმჯობესებლად გაემგზავრა

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი პოლონეთში მსოფლიოს თასის სუპერფინალში გამოვა
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე პოლონეთში გაფრინდა, სადაც 20-23 სექტემბერს მსოფლიოს თასის სუპერფინალი გაიმართება. თავდაპირველი ვერსიით, ამ შეჯიბრებისთვის ოქტომბერში მიუნხენს უნდა ემასპინძლა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ ვადები შეცვალა და ის გერმანიიდან პოლონეთშიც გადმოიტანა.

სალუქვაძე იქ ორივე დისციპლინაში გამოვა - პნევმატურშიც ისვრის და სპორტულშიც. მან სუპერფინალის საგზური პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოიპოვა, როცა მარტში სიდნეის ეტაპი მოიგო, მაგრამ ორგანიზატორებმა სპორტულშიც მიიწვიეს, როგორც ფრიად წარმატებული სპორტსმენი. სალუქვაძე ხომ ის მსროლელია, ვინც ლონდონში თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე იასპარეზებს, რითაც მსოფლიოს რეკორდსმენია ტყვიის სროლაში.

ჩვენებური ვროცლავში სტარტზე პირველად 20 სექტემბერს დადგება და სპორტული პისტოლეტიდან ისვრის, პნევმატურში შეჯიბრება კი 23-ში ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება ეგრეთ წოდებული "ჩემპიონთა რბოლა", რომელშიც სროლის ყველა დისციპლინაში ვაჟებსა და ქალებს შორის გამარჯვებულები ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

სპორტულში საასპარეზოდ 10 მანდილოსანია დაშვებული - სალუქვაძე, უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი, ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი ინ ჩენი და მისი თანაგუნდელი ჯინ იუანი, მონგოლი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი გუნდეგმაა ოტრიადი, ზუსტად ამავე სინჯიდ მედლების მფლობელი, პლუს - ევროპის ჩემპიონი ჩეხი ლენკა ჰიკოვა-მარუსკოვა, ინდოელი რაჰი სარნობატი, რუსი მსოფლიოს ჩემპიონი კირა კლიმოვა, ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა და მისი ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი თანაგუნდელი ანტოანეტა ბონევა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მონაწილეთა შორის არაა სერბი მსოფლიოს, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი იასნა სეკარიჩი - ამ დისციპლინაში სუპერფინალის საგზური ვერც მოიპოვა და არც ორგანიზატორებს მიუწვევიათ. არც ფრანგი ევროპის ჩემპიონი სელინ გობერვილია, არც სერბები - ევროპის გამარჯვებული ბობანა ველიკოვიჩი, მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი და კიდევ რამდენიმე ცნობილი მსროლელი.

შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელია და ამ მხრივაც რეკორდსმენია. თან იმდენად უსწრებს მდევრებს, რამდენიმე სეზონში კიდევ გარანტირებული აქვს პირველობა. 6-6 თასით მას კვალში ორი ოლიმპიური ჩემპიონი უდგას - სეკარიჩი და ჩინელი ტაო ლუნა, თუმცა მან უკვე დაანება თავი დიდ სპორტს. სალუქვაძემ ეს პრესტიჟული ჯილდო ბოლოს შარშან მოიგო მიუნხენში, სადაც "ჩემპიონთა რბოლაშიც" გაიმარჯვა - ფინალში რუსთა ახალგაზრდა ვარსკვლავი ლეონიდ ეკიმოვი დაამარცხა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა სალუქვაძე ვროცლავში ამ თასის მეათედ მოპოვებას.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა