ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზიზღი ნოიერისადმი, რომელიც ნაღდია

ზიზღი ნოიერისადმი, რომელიც ნაღდია

გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტურის მიმოხილვა: ნოიერს გელზენკირხენში ჯოჯოხეთი მოუწყვეს, "დორტმუნდი" ოპიციალურად კრიზისშია

ბუნდესლიგის მე-6 ტური ემოციებით დატვირთული კი არა, გადატვირთული იყო - გასაანალიზებელი ძალიან ბევრია.

ყველაზე ხმაურიანი მოვლენა უდავოდ ჩემპიონის უიღბლო მარცხი იყო - დორტმუნდის "ბორუსია" ჰანოვერში დიდხანს და დამსახურებულად იგებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ორ წუთში ორი გოლი გაუშვა და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. "შავ-ყვითლები" "ბაიერნს" უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან. შავი დღე გაუთენდა გერმანიის ვიცე-ჩემპიონსაც: "ლევერკუზენმა" "კიოლნთან" 1:4 წააგო, რაც ლუკას პოდოლსკის დამსახურებაა.

ყურადღების ცენტრში იყვნენ მეკარეებიც: ეს პირველ რიგში მანუელ ნოიერზე ითქმის, რომელსაც გელზენკირხენულმა პუბლიკამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯოჯოხეთური დახვედრა მოუწყო. "ვერდერის" მეკარე ტიმ ვიზემ მსაჯს წითელი ბარათი ძალით გამოსტყუა და მოედნიდან "ვოლფსბურგის" მეკარე მარვინ ჰიტციც გააძევეს - თანაც იმ დროს, როცა "მგლებს" ცვლილების უფლება აღარ ჰქონდათ და იძულებულები გახდნენ, კარში მინდვრის მოთამაშე ჩაეყენებინათ...

ნოიერის ჯოჯოხეთი

გელზენკირხენში ლანძღვა-გინება სცოდნიათ, მტრისას! დიდი ხანია, ბუნდესლიგაში ზიზღი ამ დოზით არ გვინახავს, ან გვინახავს კი ოდესმე? მანუელ ნოიერმა "ბაიერნის" ფორმით გელზენკირხენში პირველად ითამაშა და "არენა აუფ შალკე" გამარჯვებულმა კი დატოვა (ბაიერნმა 2:0 მოიგო), მაგრამ ისეთი ლანძღვა დაატყდა თავს, რომ უსიკვდილოდ სიკვდილამდე ემახსოვრება.

შავადაა მანუს საქმე: მიუნხენში ოლივერ კანის შეურაცხყოფას არ პატიობენ, გელზენკირხენში მიუნხენში გადასვლას (ბაიერნმა ნოიერი ზაფხულში 25 მილიონად იყიდა) და ერთი სიტყვით, გერმანიის ნაკრების მეკარე საშინელ დღეშია.

თამაშის დაწყებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როცა ნოიერი "აუფ შალკეზე" გამოჩნდა, ძველ ნაცნობებს მიესალმა და სანამ მოედანზე გასახურებლად გავიდოდა, "შალკეს" ფანებმა მოლოდინისამებრ შემოსძახეს: "გამოდი, შე მეძავო, გამოდი ნაგავო!" "იუდა, იუდა!"

ტრანსფარანტებზე უფრო უარესები ეწერა. ჩრდილოეთის ტრიბუნაზე 70 მეტრზე იყო გადაჭიმული პლაკატი, რომელზეც წაიკითხავდით: "დავტირით მ. ნოიერს (†2005-2011), რომელიც მკვდრეთით აღსდგა როგორც მარიონეტი. გელზენკირხენის ულტრასები".

ეს უდიდესი ტრანსფარანტი ერთი საათი ეკიდა და მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოხსნეს. "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ამბობს, ფანებს ამის გამო ვერ დავძრახავ, ძალიან ნაწყენები არიან და თავიანთ წყენას გამოხატავენო.

იყო პლაკატი წარწერით "ულის ახალი მეძავი" - შეგახსენებთ, ული ჰიონესი "ბაიერნის" პრეზიდენტია და ნოიერის დიდი ფოტო წარწერით "ვცვლი ღირსებას ფულზე". ერთ პლაკატზე ეწერა: "გაყიდო მშობლიური მიწა ტიტულებზე და ფულზე?! თვით იუდასაც კი მეტი ღირსება ჰქონდა!" იყო შედარებით მოკრძალებული, ზრდილობიანი ტრანსფარანტებიც. მაგალითად: "ერთი ერა დამთავრდა, ახალი დაიწყო. მანუელი (ჩვენთვის) მოკვდა, გაუმარჯოს რალფს" - დღეს "შალკეს" მეკარე რალფ ფერმანია.

ნოიერს ამ ყველაფერზე რეაქცია არ ჰქონია, მშვიდად ხურდებოდა. შემადგენლობების გამოცხადების დროს, მანუელ ნოიერის გვარი არავის გაუგონია, რადგან "არენა აუფ შალკე" ამ დროს გამაყრუებელმა სტვენამ მოიცვა.

პირველ ტაიმში ნოიერი იმ კარში იდგა, რომლის უკანაც "შალკეს" ულტრასების ბლოკია - ბავშვობაში მანუ თვითონაც იმ ბლოკში იდგა ხოლმე. ნოიერს ნერვიულობა ეტყობოდა - 18 წამის შემდეგ წინ გამოვიდა, რათა ჰუნტელაარისთვის დაესწრო და ბურთი ვერ შეიმაგრა. სხვამხრივ, მას მთელი მატჩის განმავლობაში ბევრი საქმე არ ჰქონია. ჰუნტელაარმა ორჯერ დაარტყა და ორჯერვე არაზუსტად - სულ ეს იყო "შალკეს" ხეირიანი შეტევები. საფინალო სასტვენის შემდეგ მანუმ მოედანი უსიტყვოდ დატოვა.

"ბილდის" შაბათის ნომერში მანუელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ამბობდა, "შალკეს" ფანების ადგილზე რომ ვიყო, საკუთარ თავს არ დავუსტვენდიო - ჩვენ კი მხოლოდ ერთს დავძენთ: "შალკეს" ფანები მის ადგილზე "ბაიერნში" არ გადავიდოდნენ...

ახლა უკვე ოფიციალურად: დორტმუნდი კრიზისშია!

"ასე წაგება საშინელი განცდაა. ახლა გაცილებით კარგად მესმის, რას გრძნობდა ოტმარ ჰიტცფელდი 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ," - თქვა დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ. ზედიზედ მეორე, თანაც ასეთი მარცხი იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონი ახლა უკვე ოფიციალურადაა კრიზისში.

სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი საგონებელშია ჩავარდნილი - ექვსი ტურის შემდეგ შვიდი ქულა ძალიან ცოტააო. არადა, დორტმუნდელებს ჰანოვერში ცუდად არ უთამაშიათ. პირიქით, 75 წუთის მანძილზე კარგად გამოიყურებოდნენ - "ბორუსია" დომინირებდა, 1:0-ს იგებდა და ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ სამ ქულას მოიპოვებდა.

მაგრამ სულ ბოლოს დორტმუნდელებმა ძალების დაზოგვა დაიწყეს, ბურთს წინ უაზროდ იგერიებდნენ და "ჰანოვერს" თამაშში დაბრუნების საშუალება მისცეს. ზუსტად 120 წამში "ჰანოვერმა" ორი გოლი გაიტანა და მოქმედი ჩემპიონის კრახი სრულყო.

პრინცი პოლდი, როგორიც გერმანიას სჭირდება

გახსოვთ, რა ხდებოდა ახალი სეზონისთვის მზადებისას "კიოლნში"? თუ არ გახსოვთ, გაგახსენებთ, რომ უდიდესი დისკუსია გაჩაღდა, როცა "თხების" ახალმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ლუკას პოდოლსკის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა.

ლუკასს მერეც გაუჭირდა - პირველ ტურში ბუნდესლიგის ყველა მინდვრის მოთამაშეზე ნაკლები ირბინა და მერეც არ მისდიოდა თამაში. შაბათს კი, ყველა პრობლემა ერთბაშად მოეხსნა: ფეხბურთი, რაც პოლდიმ "ლევერკუზენთან" აჩვენა, სწორედ ისეთია, როგორიც მისგან არა მარტო "კიოლნს", არამედ გერმანიის ნაკრებსაც სჭირდება.

თამამად ვიტყვით: ლუკასმა "კიოლნის" ფორმით კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

"თხების" პირველი გოლი მის შესანიშნავ დრიბლინგს მოჰყვა, ამასთან, ორი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, მეწყვილე მილოვოე ნოვაკოვიჩს იდეალურად უგებდა და ჭკვიანური პასებიც მრავლად არიგა.

რაც მისთვის ყველაზე მთავარია, ლევერკუზენელ ანდრე შიურლეს უშუალო დუელი მოუგო - გეხსომებათ, გერმანიაში ბოლო დროს იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ბუნდესგუნდში პოდოლსკის ადგილზე შიურლე უნდა თამაშობდეს. ამ უკანასკნელმა ძალიან ცუდად ითამაშა, მატჩის ბოლოს კი სულაც მოედნიდან გააძევეს.

მანამდე პოლდიმ შიურლე ამაზრზენად მოცელა და წითელ ბარათს იმსახურებდა - ეს იმ დღეს მისი ერთადერთი ცუდი საქციელი იყო...

ჰასებეს კარში რა უნდოდა?

ამის წინა ტურში "ვოლფსბურგმა" "შალკე" 2:1 რომ დაამარცხა, გერმანიაში ბევრმა იფიქრა, ფელიქს მაგათის გუნდმა, როგორც იქნა, აღმასვლა დაიწყოო, მაგრამ "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრაში "ვოლფსბურგისთვის" კარგი აღარაფერი მომხდარა.

"მგლები" განსაკუთრებით სუსტად დაცვაში გამოიყურებოდნენ - სოტირიოს კირიაკოსი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. კარგს ვერაფერს ვიტყვით წინა კვირაში მრავალგზის ნაქებ მეკარე მარვინ ჰიტცზეც, რომელიც ტრავმირებულ დიეგო ბენალიოს ცვლიდა. რაიან ბაბელის გოლის მომენტში ჰიტცი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად გამოიყურებოდა, მერე კი, როცა ვოლფსბურგელებმა სხვაობა შეამცირეს და კარგად ათამაშდნენ, ისეთი რამ ჩაიდინა, რომ შეხვედრას სასაცილო დასასრული გამოუწერა.

რა დაუყვირა ჰიტცმა მსაჯს, ეს არავინ იცის. მაგათი ამბობს, მარვინმა გვითხრა, მცველებს ვუყვიროდი და მსაჯს ეგონა, რომ მას ვუყვიროდიო. ფაქტი ისაა, რომ არბიტრმა მარვინს მოედანი დაატოვებინა. სასაცილო კი ის არის, რომ იმ მომენტში "ვოლფსბურგს" ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა და მაგათი იძულებული გახდა, კარში მინდვრის ფეხბურთელი ჩაეყენებინა.

ჯერ მცველმა მარკო რუსმა გადაწყვიტა კარში ჩადგომა და მეკარის ფორმას იცვამდა, მაგრამ მერე მაინც უარი თქვა. საბოლოოდ, ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, მეკარეობა მაკოტო ჰასებეს ანდეს.

"მეც იმის მომხრე ვიყავი, რომ კარში ჰასებე უნდა ჩამდგარიყო. იაპონელები ზოგადად ძალიან დისციპლინირებულები არიან და ნებისმიერ პოზიციაზე მაქსიმუმს აკეთებენ ხოლმე," - თქვა მაგათმა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "დესპოტ ფელიქსს" ამ სეზონში თავის მართლება ხშირად მოუწევს.

მე-6 ტურის სიმბოლური ნაკრები (4-1-3-2)

სვენ ულრაიხი (შტუტგარტი, 1) - ენრიკე სერენო (კიოლნი, 1), ქარიმ ჰაგი (ჰანოვერი, 1), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი, 1), ფილიპ ლამი (ბაიერნი, 1) - საშა რიტერი (კიოლნი, 1) - მარტინ ჰარნიკი (შტუტგარტი, 1), რობერტო ფირმინიო (ჰოფენჰაიმი, 1), ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 3) - ლუკას პოდოლსკი (კიოლნი, 1), მილოვოე ნოვაკოვიჩი (კიოლნი, 1)

ჯერ მხოლოდ ექვსი ტურია ჩატარებული და შესაბამისად, სიმბოლურ ნაკრებში დებიუტანტთა სიუხვე არ უნდა გაგვიკვირდეს. სამაგიეროდ, გასაოცარია ის, რომ "ბაიერნის" ფრანგი დრიბლიორი ფრანკ რიბერი "კიკერის" ტურის სიმბოლურში უკვე მესამედ მოხვდა. რიბო ჯერჯერობით ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშეა.

ტურის გმირი

ლუკას პოდოლსკი (ბაიერნი)

დიდი ხანია, ლუკას პოდოლსკი ტურის გმირად არ უაღიარებიათ - აღარც კი გვახსოვს, ბოლოს ეს როდის მოხდა. შაბათს პოლდიმ "ლევერკუზენთან" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

საუკეთესო ფეხბურთელები

6 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი "ბაიერნი" 2.25

2. ჰოლგერ ბადშტუბერი "ბაიერნი" 2.33

3. კლაუდიო პისარო "ვერდერი" 2.38

4. ვილიამ კვისტი "შტუტგარტი" 2.42

5. მარკო როისი "ბორუსია" (მ) 2.42

6. ანდრე ტერ შტეგენი "ბორუსია" (მ) 2.42

7. ანატოლი ტიმოშჩუკი "ბაიერნი" 2.50

8. კრისტიან ლელი "ჰერტა" 2.58

9. მარიო გიოტცე "ბორუსია" (დ) 2.63

10. ლუის გუსტავო "ბაიერნი" 2.63

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. მარიო გომესი "ბაიერნი" 5 8 1 9

2. პაპის დემბა სისე "ფრაიბურგი" 6 5 2 7

3. ფრანკ რიბერი "ბაიერნი" 6 3 4 7

4. ლუკას პოდოლსკი "კიოლნი" 5 3 3 6

5. რაიან ბაბელი "ჰოფენჰაიმი" 6 4 1 5

6. კლაას-იან ჰუნტელაარი "შალკე" 6 4 1 5

7. თომას მიულერი "ბაიერნი" 6 1 4 5

8. კლაუდიო პისარო "ვერდერი" 5 3 2 5

9. რაული "შალკე" 6 3 2 5

10. მარიო მანჯუკიჩი "ვოლფსბურგი" 6 2 5 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ