გერმანიის კალათბურთის ფედერაცია მთავარ პრეტენდენტად "ცრვენა ზვეზდას" ამჟამინდელ დამრიგებელ სვეტისლავ პეშიჩს მიიჩნევს
გერმანიის ნაკრების ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ არ აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას.

"დალას მავერიქსის" მძიმე ფორვარდის თქმით, საერთაშორისო არენაზე დაახლოებით ორწლიან შესვენებას აიღებს, რის შემდეგაც ეროვნულ ნაკრებს 2016 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

"არასოდეს მითქვას, რომ ვასრულებ სანაკრებო კარიერას, მაგრამ ვერც იმის გარანტიას ვიძლევი, რომ ოდესმე კიდევ ვითამაშებ ეროვნულ გუნდში.

რაც შეეხება ევრობასკეტს, მე რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, კიდევ რამდენიმე მატჩს მოვიგებდით. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ მედლების მოპოვებაზე გამოგვეცხადებინა პრეტენზია", - განაცხადა ნოვიცკიმ.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, დირკის თქმით, თუ ლოკაუტი უახლოეს პერიოდში არ დასრულდება, ის კალათბურთისგან ოქტომბრის ბოლომდე დაისვენებს.

ამასობაში, გერმანიის კალათბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელს ეძებს. ამ პოსტის დასაკავებლად ისინი მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევენ "ცრვენა ზვეზდას" ამჟამინდელ დამრიგებელ სვეტისლავ პეშიჩს. გერმანულ მხარეს სერბ სპეციალისტთან ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა ევრობასკეტის დასრულების შემდეგ დატოვა პოსტი. კონტინენტის პირველობაზე გერმანელებმა მეცხრე ადგილი დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა