ბათუმის ნავთობტერმინალის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრეში ეკატერინე გორგოძემ ეკატერინა ლუჟკოვა - 6:1, 6:1 დაამარცხა
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გუშინ ბათუმის ნავთობტერმინალის თასზე ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 000$) საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრის შეხვედრები გაიმართა.

შესანიშნავად ითამაშა ქართულ-უკრაინული საერთაშორისო ტურნირის (10 000$) გამარჯვებულმა თათია მიქაძემ, რომელმაც დაძაბულ პაექრობაში სძლია რუსეთში მცხოვრებ თანამემამულე ნათელა ძალამიძეს.

მართალია, თათიამ პირველი სეტი 3:6 დათმო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი ხელი მოიგო - 6:2, 6:3 და ძირითად ბადეში გააღწია. მსგავს წარმატებას მიაღწია ეკატერინე გორგოძემაც, რომელმაც იოლად დაამარცხა ეკატერინა ლუჟკოვა - 6:1, 6:1.

საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: პოლინა მონოვა (რუსეთი)-ელიზავეტა ივანჩუკი (უკრაინა)-7:6, 6:3, დანკა კოვიჩი (ჩერნოგორია)-ვიქტორია კისიალევა (ბელარუსი)-6:4, 7:6, კატარზინა კავა (პოლონეთი)-ლიძია მაროზავა (ბელარუსი)-6:4, 6:2, ალექსანდრა არტამონოვა (რუსეთი)-ანი ამირაგიანი (სომხეთი)-7:5, 6:3, ირინა ხრომჩევა (რუსეთი)-ანი გოგვაძე (საქართველო) 6:0, 6:0, ქსენია კირილოვა (რუსეთი)-შახლო საიდოვა (რუსეთი) 6:0, 6:4.

"ნავთობტერმინალის" ძირითად ბადეში 4 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. პირველ წრეში ისინი ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: სოფიო შაფათავა (მე-7 ნომრადაა განთესილი)-ირინა ხრომაჩევა (რუსეთი), სოფიო ქვაცაბაია (ორგანიზატორებმა ველური ბარათით დაუშვეს)-ალექსანდრა არტამონოვა (რუსეთი), თათია მიქაძე (კვალიფიკაციიდან)-რეკა-ლუკა ჟანი (უნგრეთი), ეკატერინე გორგოძე (კვალიფიკაციიდან)-ნიკოლა ჰოფმანოვა (ავსტრალია).

დღეს ტურნირზე წყვილები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა