გაგამარუს 8-1 ბალანსი აქვს, ასე კარგად მას არასოდეს უასპარეზია ბაშოზე - ქართველმა უკვე გაინაღდა წინსვლა რეიტინგში
დიდ კაცთან პატარა კაცსაო, გაგიგიათ ალბათ - ასე მოუვიდა ჩეხ ტაკანოიამას ქართველ გაგამარუსთან (თეიმურაზ ჯუღელი) ორთაბრძოლაში. ჩვენებურმა კარგად გამოიყენა 101-კილოიანი უპირატესობა.

პაველ ბოიარმა სცადა სასტარტო დაჯახების აცილება, გვერდით გახტა და ორივე ხელით გაგამარუს მარჯვენას ჩაეჭიდა, მაგრამ ჩვენებური ამისთვის მზად იყო - ამის შემდეგ კი ჩეხის "ფრენა" ვიხილეთ ხალხით სავსე დარბაზში. გაგამარუს 8-1 ბალანსი აქვს, ასე კარგად მას არასოდეს უასპარეზია ბაშოზე - ქართველმა უკვე გაინაღდა წინსვლა რეიტინგში.

გუშინ, 19 სექტემბერს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს დაეჭიდა და ისევე როგორც წინა ყველა ცდა, ესეც უშედეგოდ დაასრულა - მონღოლი ცაციათი ჩაეჭიდა ქართველის მავაშის და ზუსტად 5 წამში გაიყვანა რკალს მიღმა. ტოჩინოშინს უკვე უარყოფითი ბალანსი აქვს, დღეს მისი მეტოქე ოძეკი ჰარუმაფუჯია.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) მე-6 მოგება იზეიმა, მან მონღოლი ასასეკირიუ ხერხით დაამარცხა, ორთაბრძოლისას ოსტატურად გამოეცალა. ჰაკუჰო 9 მოგებით დაუმარცხებელია, მას კვალში გაგამარუს გარდა ორი სეკივაკე (კოტოშოგიკუ და კისენოსატო) მიყვება, რომლებიც დღეს ერთმანეთის პირისპირ დადგებიან დოჰიოზე.

IX დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კაკურიუ (სოტოგაკე), ბარუტო-კისენოსატო (უვატენაგე), კოტოშოგიკუ-ტოკიტენკუ (კიმედაში), ტოიონოშიმა-ოკინოუმი (ცუკიოტოში), არანი-ვაკანოსატო (ჰატაკიკომი), ჰომაშო-იოშიკაძე (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), ვაკაკოიუ-მიაბიამა (ჰიკიოტოში), გოეიდო-ტოჩინოვაკა (სუკუინაგე), ტაკაიასუ-კაისეი (შიტატეჰინერი), ტამავაში-ფუჯიაზუმა (დისკვ.), ტოიოჰიბიკი-ტამაასუკა (იორიკირი), საგაცუკასა-იოშიაზუმა (იორიკირი), კიოკუტენჰო-დაიდო (იორიკირი), კიტატაიკი-ჰოჩიამა (იორიკირი), გაგამარუ-ტაკანოიამა (ოშიდაში), შოტენრო-ამინიშიკი (ოშიდაში), კოკაი-ასასეკირიუ (ჰატაკიკომი), კიმურაიამა-ტოსაიუტაკა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

8-1: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კისენოსატო (სეკივაკე), გაგამარუ (მაეგაშირა 11).

7-2: ბარუტო (ოძეკი), გოეიდო (მ 5), კიოკუტენჰო (მ 10), კიტატაიკი (მ 11)... 6-3: კოკაი (მ 16)... 4-5: ტოჩინოშინი (მ 4).

X დღე: ჰაკუჰო-ტოკიტენკუ, ბარუტო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-კისენოსატო, კაკურიუ-ჰომაშო, ტოიონოშიმა-არანი, ოკინოუმი-იოშიკაძე, ვაკანოსატო-ტაკეკაძე, გაგამარუ-გოეიდო, მიაბიამა-ტოჩინოვაკა, ვაკაკოიუ-ტოიოჰიბიკი, ტაკაიასუ-საგაცუკასა, ფუჯიაზუმა-კიოკუტენჰო, კაისეი-შოტენრო, ტამავაში-ტაკანოიამა, კიტატაიკი-კიმურაიამა, ასასეკირიუ-ტოსაიუტაკა, ამინიშიკი-ჰოჩიამა, იოძიაზუმა-ტამაასუკა, კოკაი-დაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა