პოპულარულმა საიტმა "ევრობასკეტმა" ქართველი კალათბურთელი ევროპის ჩემპიონატის საპატიო ათეულში შეიყვანა
ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრებს თბილისში ჩამოჰყვა, თუმცა მალევე გაემგზავრა იტალიაში, სადაც მას ბოლონიის "ვირტუსში" ელოდნენ. ვიქტორი და ფინელი პეტრი კოპონენი ყველაზე გვიან შეუერთდნენ ბოლონიელებს (ევრობასკეტზე თამაშობდნენ) და სავარაუდოდ დღესვე ჩაატარებენ პირველ საკონტროლო მატჩს.

კი ვთქვით, შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდაო, მაგრამ "ვირტუსის" ხელმძღვანელი კლაუდიო საბატინი ორ გვარს ასახელებს და ამბობს - ამ კალათბურთელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა ამერიკაში ლოკაუტის დასრულებამდე ჩვენი გუნდის რიგებში ითამაშონო. პირველია "სან ანტონიო სპურსის" არგენტინელი ვარსკვლავი მანუ ჯინობილი. შეგახსენებთ, რომ იგი ოკეანის გაღმა სწორედ "ვირტუსიდან" წავიდა. მეორე - კობი ბრაიანტია, რომელსაც "ვირტუსის" გარდა არაერთი ევროპული გუნდი ეპატიჟება.

დავუბრნდეთ ვიქტორ სანიკიძეს, რომელსაც ერთი წყარო მადრიდის "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებს. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მადრიდული კლუბის ინტერესზე 2010 წელსაც დაიწერა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ამჯერად რამდენად სერიოზულია "სამეფო კლუბის" ქართველისადმი ინტერესი, მალე გამოჩნდება. იტალიის ჩემპიონატი 9 ოქტომბერს იწყება.

პირველ ტურში "ვირტუსი" "რომას" უმასპინძლებს. საინტერესოა, რომ ამ ზაფხულს სანიკიძის გადაყვანა თურქულ "ბეშიქთაშსაც" სურდა, მაგრამ გუნდები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ. ვიქტორს ბოლონიელებთან კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი აქვს სათამაშო.

ამასობაში პოპულარულ საიტ "ევრობასკეტზე" გამოქვეყნდა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესოთა ჩამონათვალი. ტურნირის ყველაზე ღირებულ კალათბურთელად ხუან კარლოს ნავაროა დასახელებული. მასვე ერგო საუკეთესო უკანახაზელის ტიტული. ნომერ1 ფორვარდი ანდრეი კირილენკოა, ხოლო ცენტრი - პაუ გასოლი. ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელად ესპანელთა დამრიგებელი სერხიო სკარიოლო აღიარეს.

ამას მოსდევს სამი სიმბოლური ნაკრები და საპატიო ათეული. სწორედ ამ ათეულში გვხვდება ქართული გვარი: ვიქტორ სანიკიძე (საქართველო), ანტონის ფოცისი (საბერძნეთი), ანტე ტომიჩი (ხორვატია), ტომას კელატი (პოლონეთი), ანდრეა ბარნიანი (იტალია), ლიორ ელიაჰუ (ისრაელი), გორან დრაგიჩი (სლოვენია), მარკ გასოლი (ესპანეთი), მირზა ტელეტოვიჩი (ბოსნია), რიჩარდს კუკსიკსი (ლატვია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა