ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ახალი ფაქტები წუწკ პიტერზე

ახალი ფაქტები წუწკ პიტერზე

ამ დღეებში ინგლისურ ტაბლოიდებში ასე წერდნენ: "აი, ჰეთ-თრიკი, რომელიც პიტერ კრაუჩს ყველაზე მეტად არ უნდოდა. ის ხომ გაბრაზებულ საცოლესთან შერიგებას ცდილობს"...

ამ დღეებში ინგლისურ ტაბლოიდებში ასე წერდნენ: "აი, ჰეთ-თრიკი, რომელიც პიტერ კრაუჩს ყველაზე მეტად არ უნდოდა. ის ხომ გაბრაზებულ საცოლესთან შერიგებას ცდილობს".

მართლაც, ბოლო ცნობების თანახმად კრაუჩი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა მოდელი და ტელევარსკვლავი სატრფო, 24 წლის ები კლენსი შერიგებაზე დაეთანხმებინა. მოგეხსენებათ, პრესაში გახმაურდა რამდენიმე კვირის წინანდელი ამბავი, როცა მეგობართან ერთად მადრიდში დასასვენებლად წასულმა მაღალმა ტოტენჰემელმა თავდამსხმელმა ღამე მეძავთან გაატარა. რასაკვირველია, საცოლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ რა დაუჯდა კრაუჩს ეს გართობა, მაგრამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მაინც ვთქვათ - 800 ფუნტი ანუ დაახლოებით 1250 დოლარი.

ამ თანხის გაგონებაზე რაიმე შეძახილისა თუ ტაშის შემოკვრის უფლება მთლიანად თქვენთვის დაგვითმია. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს ინფორმაცია (მეძავის კომენტარებით) ყველა წამყვან ინგლისურ "ყვითელ" გაზეთში დაიბეჭდა და კლენსიც, როგორც ნორმალური საცოლე, რასაკვირველია, გაბრაზდა.

გამოსავლისა თუ მსმენელ-მრჩევლის ძიებაში ქალი თავიდან თავის მეგობარს (რომელიღაც ინგლისურ იპოდრომზე ერთად ჰყავთ ცხენები), ჯონ ტერის ღალატსა და შერიგებაში კბილებმოცვეთილ მეუღლეს ტონი ტერის დაუკავშირდა, გასაჭირი უამბო და იტირა. შემდეგ კი, შესაძლოა ტონის რჩევითაც, ჩანთა ჩაალაგა და ესპანეთის კურორტ მალიორკაზე გაემართა, სადაც დედამისი ისვენებდა. აი, სწორედ იქიდან შეიტყვეს ტაბლოიდებმა, რომ ები აწოწილ პიტერს შეურიგდებოდა და... ახალი ყუმბარაც გასკდა.

მადრიდული გასეირნების არ იყოს, ესეც გასული თვის ამბავია, მაგრამ დროს კვლავ არ აქვს მნიშვნელობა. თურმე ნუ იტყვით და, ფრანგულ რივიერაზე დასვენების დროსაც დაძვრებოდა კრაუჩი ქალებში, რაც პაპარაცებს გადაღებული ჰქონიათ. ეს ფოტოები "დეილი მეილში" გამოქვეყნდა. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დააკვირდეთ მოვლენათა დრამატურგიას - როდის შეარჩია "ყვითელმა" პრესამ ამ ფოტოების დასაბეჭდად დრო? საცოლე შერიგებას რომ აპირებდა და ისტორია მთავრდებოდა. ები კლენსი მალიორკიდან უკვე ლონდონს გახლდათ დაბრუნებული და სატელევიზიო გადაღებებში მონაწილეობდა. მას თითზე 200 ათას ფუნტად ღირებული ნიშნობის ბეჭედი არ ეკეთა...

მეტიც, "სანის" საკვირაო ნათესავს News Of The World-ს ისიც კი დაუთვლია, რომ ფეხბურთელმა საჯაროდ ორჯერ მაინც აკოცა სხვადასხვა ქალს ტუჩებში. ამბობენ, რომ ახალი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ შანსი იმისა, რომ ები კლენსი პიტერ კრაუჩს შეურიგდება, ძალიან შემცირდება.

თან, დახეთ რა საინტერესოა - ფეშენებელურ კურორტ ჟუან ლე პინში სურათები 7 ივლისს არის გადაღებული, ანუ იმ დღეს, როცა მის კლენსი (რომელიც იქ, როგორც ჩანს, პიტერთად ერთად ისვენებდა) საქმეების გამო რამდენიმე დღით ლონდონში დაბრუნდა.

წეღან ნიშნობის ბეჭედი ვახსენეთ. როგორც ების მავანმა მეგობარმა თქვა, ახალი ფოტოების ნახვის შემდეგ ტელევარსკვლავმა ბეჭედი ხელახლა მოიძრო თითიდან. კიდევ ერთმა წყარომ "დეილი მეილს" ეს უამბო:

"ები პიტერს ელაპარაკა და ამ ლაპარაკიდან ისე ჩანდა, რომ ის პატიებასა და შერიგებას აპირებდა. ახლა კი მან საერთოდ აღარ იცის, რა ქნას. კრაუჩმა ქალის ნდობა უკვე საბოლოოდ დაკარგა".

გაზეთი "სანი" წერს, რომ ბოლო დღეებში გადაღებეზე ები ისე იქცევა, კაციშვილი ვერ მიხვდება, პირადი ტრაგედია რომ აქვს. ის გარშემო

ყველას ეხუმრება და ცდილობს, ყოჩაღად გამოჩნდეს. "ების რომ ვუყურებ, ეჭვი მეპარება, მოხდა კი მის ცხოვრებაში რაიმე დრამატული?" - თქვა რომელიღაც თანამშრომელმა...

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე