ჭადრაკის ფედერაციის გამგეობამ დაამტკიცა საქართველოს გუნდების შემადგენლობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გამოვა
წლეულს 2-12 ნოემბერს საბერძნეთი ქალთა და ვაჟთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატებს უმასპინძლებს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობამ დაამტკიცა ჩვენი გუნდების შემადგენლობა. ელადაში მამაკაცთა ნაკრების ღირსებას დაიცავენ: ბაადურ ჯობავა (2712), მიხეილ მჭედლიშვილი (2623), ლევან ფანცულაია (2614), მერაბ გაგუნაშვილი (2577) და დავით ზარქუა (2443). მთავარი მწვრთნელია ხვიჩა სუპატაშვილი, კაპიტანი - გიორგი გიორგაძე.

ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ისპარეზებს: ნანა ძაგნიძე (2525), ლელა ჯავახიშვილი (2464), ნინო ხურციძე (2446), ნაზი პაიკიძე (2412). მთავარი მწვრთნელია ზურაბ სტურუა, დამხმარე მწვრთნელი - თამაზ გელაშვილი, კაპიტანი - ნინო გურული.

როგორც ვხედავთ, ქალთა ნაკრებში ერთი ადგილი ვაკანტურია. მის დასაკავებლად სოფიკო ხუხაშვილს (2426), ნინო ბაციაშვილსა (2413) და სალომე მელიას (2396) მატჩ-ტურნირი უნდა ეთამაშათ. ხუხაშვილმა უარი თქვა მონაწილეობაზე, ამიტომ ასპარეზობის მესამე წევრად მაკა ფურცელაძე (2353) დაუშვეს.

შეჯიბრება ორ წრედ გაიმართება. პირველ ადგილზე გასული ნაკრების შემადგენლობაში საბერძნეთს გაემგზავრება.

გამგეობის სხდომაზევე გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად ქალთა და ვაჟთა გუნდების საწვრთნელი შეკრება ოქტომბრის მეორე ნახევარში ანტალიაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
გოგონები თავს აკლავენ ერთმანეთს იმ დარჩენილი ერთი ადგილისთვის,არადა პაიკიძეს რომ აქ ეთამაშა ორი ადგილი იქნებოდა გასათამაშებელი და უფრო სამართლიანი იქნებოდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა