მოსკოვის "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად შეიძლება ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი დაინიშნოს
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად შეიძლება ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი დაინიშნოს. ალბათ გახსოვთ, რომ ის 2010 წლის დეკემბერში "ინტერიდან" გათავისუფლების შემდეგ უმუშევრია და ძირითადად მაუწყებლებისთვის კომენტარებით იქცევს თავს.

როგორც ვებგვერდი "ინსაიტფუტბოლი" იუწყება, "სპარტაკის" ხელმძღვანელობა მზადაა, რაფას ორწლიან ხელშეკრულებაში ექვსი მილიონი ევრო შესთავაზოს. პირველ ეტაპზე ესპანელს პროგრამა მინიმუმი - რუსეთის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაში ღირსეული ასპარეზობა დაევალება. შემდეგ კი, შეიძლება ამბიციები გაიზარდოს.

კლუბის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელი ვალერი კარპინი წელიწადზე მეტია ისეთ სპეციალისტს ეძებს, ვისაც რეალურად ხელეწიფება გუნდის გაძლირება და მასთან ერთად მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიური პრესის ცნობით, "პორტუ" მზადაა მოსკოველებს 25 წლის ველიტონში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს. ბოლო პერიოდში თავდამსხმელზე რუსეთში დიდი ზეწოლაა, რადგან ის ზედიზედ ორჯერ გააძევეს მეკარეების წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის.

პირველ შემთხვევაში მას 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ანალოგიური საქციელის დუბლებში ჩადენის გამო კი სანქციაზე ჯერ არ უმსჯელიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა