პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წამყვანმა მოთამაშეებმა, შესაძლოა, მომავალ კვირას გაფიცვა გამოაცხადონ
მამაკაცთა ჩოგბურთში დიდი სკანდალი მწიფდება. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წამყვანმა მოთამაშეებმა, შესაძლოა, მომავალ კვირას გაფიცვა გამოაცხადონ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ასოციაცია და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ITF) არ შეამცირებენ მომავალ წელს ტურნირების რიცხვს. მოთამაშეთა წარმომადგენლები, აგრეთვე ATP-სა და ITF-ის ოფიციალური პირები შანხაიში მასტერსის სერიის ტურნირის წინ შეხვდებიან ერთმანეთს.

ბრიტანელმა ვარსკვლავმა ენდი მიურეიმ ჟურნალისტებს განუცხადა იმის შესახებ, რომ პლანეტის წამყვანი ჩოგბურთელები მომავალ კვირას შეიკრიბებიან, რათა შესაძლო გაფიცვის შესახებ იმსჯელონ - ეს აქცია მიმართული იქნება ძალიან მჭიდრო კალენდრის წინააღმდეგ. ამის შესახებ BBC-მ დაწერა.

მიურეის სიტყვებით, ასეთი გაფიცვის ჩატარების ალბათობა საკმაოდ მაღალია. "რამდენიმე მოთამაშეს ველაპარაკე, რომლებმაც მითხრეს, რომ არ ეშინიათ ამ ნაბიჯის გადადგმის, - განაცხადა ბრიტანელმა. - იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება, რადგან დარწმუნებული ვარ - დაპირისპირებული მხარეები ყველაფერზე მოილაპარაკებენ".

ATP-ისა და ITF-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა შანხაიში მომავალ კვირას გაიმართება, სადაც 9 ოქტომბერს სტარტს აიღებს მასტერსის სერიის უმსხვილესი ტურნირი საპრიზო ფონდით - 3.24 მილიონი დოლარი. სწორედ იქ წამოაყენებენ ჩოგბურთელები თავიანთ მოთხოვნებს, რომლებიც ATP-მა და ITF-მა უნდა დააკმაყოფილონ.

მიურეის თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, წამყვანი ჩოგბურთელები გამოვლენ ორივე ორგანიზიციიდან და შესაბამისად არ ითამაშებენ მათი ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებში.

"ამ კვირას ITF-ში მომუშავე რამდენიმე თანამშრომელს ვესაუბრე. ვფიქრობ, ისინი აცნობიერებენ პრობლემას და სერიოზულად აღიქვამენ ჩვენი მხრიდან სავარაუდო საფრთხეს", - განაცხადა მიურეიმ.

ბრიტანელი უხსნის ჟურნალისტებს, რომ მას და მთელ რიგ ჩოგბურთელებს სურთ სეზონში ორი-სამი თავისუფალი კვირა ჰქონდეთ, აგრეთვე თანდათან შეამცირონ წლის განმავლობაში ტურნირების რაოდენობა.

მისი აზრით, მოთამაშის ორგანიზმი სერიოზულად იფიტება დიდი რაოდენობით დაძაბული და ხანგრძლივი მატჩების შემდეგ, ხშირია ტრავმები, ხოლო ჩოგბურთელებს არ აქვთ შესაძლებლობა სრულფასოვნად მოემზადონ შემდეგი მატჩისთვის ან ტურნირისთვის. ბრიტანელმა მაგალითად მოიყვანა ცოტა ხნის წინ დასრულებული ამერიკის ღია პირველობა, რომელშიც ბევრმა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო ტრავმების გამო მატჩების დასრულება. თავად ეს ჩემპიონატი უამინდობის გამო მეტად მჭიდრო გრაფიკით იყო დასამახსოვრებელი.

სავსებით შესაძლებელია, რომ შეხვედრის ინიციატორი იყოს მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი, რომლის პრეტენზიების შესახებ გუშინდელ ნომერში ვწერდით.

როგორც მიურეი აღნიშნავს, მას არ მიაჩნია მოთამაშეთა მოთხოვნა არაგონივრულად ან გადაჭარბებულად. აქვე შეგახსენებთ, რომ კალენდრის შემცირების შესახებ ჩოგბურთელთა მოთხოვნები უკვე რამდენიმე წელია ისმის, მაგრამ ისინი პირველად აპირებენ სერიოზულ მოქმედებაზე გადასვლას.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია მნიშვნელოვანი დათმობებზე არ წავა. მაგალითად, მოთამაშეთა ერთ-ერთი მოთხოვნაა დევისის თასის ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჩატარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა