"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ თქვა, რომ ჯანპიერო გასპერინის კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხს დღეს გადაწყვეტს
"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ თქვა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის ჯანპიერო გასპერინის კლუბში დარჩენა-არ დარჩენის საკითხს 24 საათის განმავლობაში გადაწყვეტს.

გასპერინის ხელმძღვანელობით "ნერაძურიმ" ახალი სეზონი უკიდურესად წარუმატებლად დაიწყო და 5 მატჩიდან ვერცერთში გაიმარჯვა.

20 სექტემბერს "ინტერი" "ნოვარასთან" სტუმრად 1:3 დამარცხდა. თამაშის შემდეგ მორატიმ თქვა, რომ გასპერინიმ გუნდში შექმნილ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. "ინტერის" პრეზიდენტი გასპერინის გასაშვებად ჯერჯერობით მზად არ არის და საკუთარ გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გაახმაურებს.

"ინტერის" თავკაცად შესაძლოა "იუვენტუსის", "ვალენსიას" და "ჩელსის" ყოფილი თავკაცი კლაუდიო რანიერი დაინიშნოს.

გასპერინის თავკაცობით "ინტერმა" ხუთი შეხვედრიდან ოთხში მარცხი განიცადა. მილანელები იტალიის ჩემპიონატში "პალერმოსთან" და "ნოვარასთან" დამარცხდნენ, იტალიის სუპერთასი "მილანს" დაუთმეს, ჩემპიონთა ლიგაში კი "ტრაბზონსფორთან" გაწბილდნენ, "რომასთან" სერია A-ს მატჩი კი ნულოვანი ფრეთი დაასრულეს.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა