gazeta.gr: იტალიურმა "კანტუმ" ქართველი ცენტრი ბელარუსი არტიომ პარახუსკის შემცვლელად შეიგულა
გააგრძელებს თუ არა გიორგი შერმადინი კარიერას ბერძნულ "პანათინაიკოსში"? - ამ კითხვაზე პასუხი თავად მოთამაშესაც არა აქვს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ცენტრმა გასული სეზონი "ოლიმპიაში", იჯარის წესით გაატარა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მფლობელი "პანათინაიკოსი" შერმადინს იბრუნებდა.

სინამდვილეში კი ეს საკითხი ჯერაც გაურკვეველია. "ხვალ ჩავალ ათენში, შევხვდები "პანათინაიკოსის" ხელმძღვანელობას და გავიგებ, რა როგორ იქნება - განაცხადა შერმადინმა - არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც სურს ჩემი დამატება, მაგრამ სანამ ბოლომდე არ გაირკვევა ყველაფერი, წინასწარ ლაპარაკი არ მინდა".

"პანათინაიკოსმა" კი ამასობაში სერბეთში შეკრება მოილია, რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა და საბერძნეთში დაბრუნდა. დღეს კი ბერძნულ პრესაში შერმადინის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. აი, რას წერს ბერძნული ინტერნეტ-გაზეთი gazeta.gr:

"იტალიური "კანტუ" ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს ბელარუს ცენტრ, 211-სანტიმერტიან არტიომ პარახუსკისთან და მის შემცვლელად გიორგი შერმადინი შეუგულებია. ქართველი ცენტრი ბერძნული "პანათინაიკოსის" საკუთრებაა. კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში ეწურება, ხოლო ბოლო სეზონში შერმადინმა 550 ათასი ევრო უნდა აიღოს.

იტალიური კლუბი ამხელა თანხის გადამხდელი არ არის და მოლაპარაკებები იმაზე მიმდინარეობს, რომ კლუბები როგორმე პირობებზე შეთანხმდნენ".

ითამაშებს თუ არა შერმადინი "პანათინაიკოსში", ან რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას, უახლოეს დღეებში გადაწყდება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა