ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზურაბ ბერიძე: ეს თაობა ძალიან ბევრს მიაღწევს

ზურაბ ბერიძე: ეს თაობა ძალიან ბევრს მიაღწევს

"ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდი სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას შესძლებს
ვერ ვიტყვით, რომ "ვიტ ჯორჯიას" ჩემპიონატის სტარტი წარმატებული გამოუვიდა, მაგრამ ამ სეზონისთვის ვეტერინარებს დიდი მიზნები არც აქვთ დასახული.

ასეთი ახალგაზრდული გუნდით ტიტულებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია, თუმცა "ვიტ ჯორჯიას" ახლაც შესწევს იმის ძალა, რომ საქართველოში ნებისმიერ მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს.

ზუგდიდში გამარჯვებით ვიტელებმა სატურნირო მდგომარეობა შედარებით გამოისწორეს და მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ. კარგ განწყობაზეა გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბერიძე, რომელიც დღეს "ლელოს" რესპონდენტია.

- დაახლოებით ნახევარი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი ხართ. როგორ შეაფასებთ ამ პერიოდში გაწეულ სამუშაოს?

- ბუნებრივია, მთავარი მწვრთნელობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, მაგრამ ახალ თანამდებობასთან ადაპტაციისთვის დიდი დრო ნამდვილად არ დამჭირვებია, რადგან "ვიტ ჯორჯიაში" არაერთი წელიწადი მაქვს გატარებული, მთავარი მწვრთნელი ადრეც ვყოფილვარ და კლუბის შიდა სამზარეულოს შესანიშნავად ვიცნობ. საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ და გვაქვს იმის საფუძვლიანი იმედი, რომ ჩვენი შრომა ნაყოფს ახლო მომავალში გამოიღებს.

ვისარგებლებ შემთხვევით და თანადგომისთვის დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს ასისტენტ რამაზ სვანაძეს, მეკარეთა მწვრთნელ ლევან აბაშიძეს, მთელ სამწვრთნელო, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს. მათ გარეშე "ვიტ ჯორჯია" ვერ იქნებოდა ის, რაც დღეს არის.

- მიმდინარე სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგები თქვენთვის რამდენად დამაკმაყოფილებელია?

- კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, კარგი იქნებოდა, თუნდაც ორი ქულით მეტი გვქონოდა, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ და გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.

- ამ სეზონისთვის კლუბს კონკრეტული მიზანი თუ აქვს დასახული?

- საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებთ. ვფიქრობ, "ვიტ ჯორჯიამ" ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად უნდა იბრძოლოს. ზედა რვა გუნდში

შესვლის ძალა თავისუფლად შეგვწევს, მაგრამ ბიჭებს ასეთი მოკრძალებული ამოცანა რომ დავუსახოთ, ეს მათ ბრძოლისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

- განვლილი მატჩებიდან რომლებს გამოარჩევთ?

- ყველაზე კარგად გასახსენებელი ის შეხვედრებია, სადაც გამარჯვებას მივაღწიეთ. პირველ ტურში გორის "დილასთან" საშინაო მატჩში ჩემმა ფეხბურთელებმა საოცარი შეუპოვრობა გამოამჟღავნეს, ჩამორჩენა ორჯერ აღმოფხვრეს და გაიმარჯვეს კიდეც. უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ ზუგდიდში, სადაც, რეალურად, ფრესაც კარგ შედეგად მივიჩნევდით. არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, თითქოს ეს მატჩი შემთხვევით მოვიგეთ. ყველაფერი კანონზომიერი იყო. აქცენტი სწრაფ გოლზე გავაკეთეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. პირველ ტაიმში შეტევას განვაგრძობდით, შეხვედრის მეორე ნახევარში კი სქემა ლოგიკურად შევცვალეთ და თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ. "ბაიამდე" სათასო შეხვედრა გვქონდა, სადაც პირველლიგელ სტუ-ს 6:0 ვძლიეთ. ამან ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა შეჰმატა. მგონია, რომ შემობრუნების წერტილი სწორედ ეს მატჩი იქნება და მალე "ვიტ ჯორჯიას" პროგრესი თვალსაჩინო იქნება.

- ყველაზე მეტად გული რომელმა წარუმატებელმა შეხვედრამ დაგწყვიტათ?

- "დინამოსა" და "მეტალურგთან" ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ და მარცხიც ლოგიკური იყო, "მერანსა" და "სიონთან" კი ქულები არ უნდა დაგვეკარგა.

- როგორია "ვიტ ჯორჯიას" ამჟამინდელი თაობა და რის მიღწევა შეუძლია მას?

- ობიექტურად გეუბნებით, რომ ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან და ჩვენი გუნდის წინა თაობებს არათუ არაფრით ჩამოუვარდებიან, არამედ სჯობიან კიდეც. ეს თაობა ძალიან ბევრს მიაღწევს. თუ გუნდის ბირთვს შევინარჩუნებთ, მალე "ვიტ ჯორჯია" უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

- რომელიმე ფეხბურთელის პროგრესს ხომ არ გამოარჩევთ?

- გვარების დასახელებას მოვერიდები, რადგან გულშემატკივარი და მედიაც კარგად ხედავს, რომელი ფეხბურთელები გამოირჩევიან "ვიტ ჯორჯიაში". თითოეული მოთამაშის კმაყოფილი ვარ, ბუნებრივია, მეტ-ნაკლებად. მთავარია, რომ ყველა თავდადებით შრომობს, რასაც შედეგი აუცილებლად მოჰყვება.

- ახალწვეულებმა გაამართლეს თქვენი მოლოდინი?

- როგორც იცით, მათი უმრავლესობა ჯერჯერობით დუბლშემადგენლობაში თამაშობს და იქიდან ცდილობს მთავარ გუნდში დამკვიდრებას. მონდომება არც ერთს აკლია და ვნახოთ, როგორ განვითარდებიან. თითოეულ მათგანს გულდასმით ვაკვირდები და შრომა და მონდომება არავის დაეკარგება.

- კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ნდობას ძველებურად გრძნობთ?

- აბსოლუტური ნდობა მაქვს, რისთვისაც ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით, ჩვენს პრეზიდენტს დიდ მადლობას ვუხდი. ამ ნდობის გასამართლებლად ძალისხმევას არ დავიშურებ.

- როგორ მოგწონთ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საერთო დონე და ელით თუ არა საინტერესო სეზონს?

- იმიხ მიუხედავად, რომ უმაღლესი ლიგის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე ტური გავიდა, აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უაღრესად დაძაბული ჩემპიონატი გვექნება. უმაღლეს ლიგაში ერთი ხელწამოსაკრავი გუნდიც აღარ თამაშობს, მაღალი მიზნებისთვის კი რამდენიმე უმაღლესლიგელი იბრძვის. ჩემპიონობის მთავარ კანდიდატებად "დინამო" და "ზესტაფონი" მიმაჩნია, ახალი მწვრთნელების მისვლა კი უთუოდ დადებითად იმოქმედებს "მეტალურგსა" და "ტორპედოზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა