ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აზარის ექსკლუზივი

აზარის ექსკლუზივი

საფრანგეთის ლიგა 1. VII ტური: "ბორდომ" და "ლილმა" მაყურებელს თვალსასეირო სანახაობა შესთავაზეს
"ბორდომ" და "ლილმა" მაყურებელს თვალსასეირო სანახაობა შესთავაზეს - ედენ აზარის ფანტასტიკური გოლი, დიდებული მიკაელ ლანდრო, გატანილი და გაფუჭებული პენალტები და რაც მთავარია, ჯო კოულის პირველი სერიოზული გაელვება. ყოველივე ამაზე მკითხველს ქვემოთ მოვუთხრობთ.

საფრანგეთის 2009 წლის კრიზისში ჩაფლული ჩემპიონი მოქმედი ოქროსმედალოსნის წინააღმდეგ წარდგა, რომელსაც ორი ფრეს შემდეგ (ცსკა 2:2, სოშო 2:2) დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ ის ისევ ფორმაშია.

ყოველივე თითქოს იოლად საპროგნოზოს ხდიდა სტუმრების მოგებას, მაგრამ საქმე არც მთლად ასე იოლად იყო. აღმოჩნდა, რომ ფრანსის ჟიიოს გუნდიც ნელა, მაგრამ უმატებს. მათ ეს ამ შეხვედრაში გვიჩვენეს. ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ჟირონდელთა უმთავრესი პრობლემა ფსიქოლოგიაშია. ამას აღიარებს თავად მწვრთნელიც, მაგრამ დიაგნოზის მიუხედავად გუნდს ვერაფრით შველის. არადა, ჟიიო რომ ნიჭიერი სპეციალისტია, ამაზე საფრანგეთში არავინ კამათობს.

ორივე გუნდმა აგრესიული დაცვა აირჩია, ამიტომაც ბურთი ძირითადად ცენტრში მოძრაობდა. მეტოქის საჯარიმოში ბორდოელის ბურთით ლამის პირველივე გამოჩენას პენალტი მოჰყვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსაჯი ტონი შაპრონი მწარედ შეცდა, რადგან ფლორან ბალმონს შეიხ დიაბატეს წინააღმდეგ წესები არ დაურღვევია, მალელმა ფეხბურთელმა სტუმარს ფეხები აშკარად პირადი ინიციატივით გამოსდო.

"დაზარალებულმა" მართალია ცუდად დაარტყა, მაგრამ მიკაელ ლანდრო ბურთს თითებითღა შესწვდა - 1:0. ჩემპიონმა ამის შემდეგ კი მოინდომა ინიციატივის ხელში აღება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მშვენივრად მოქმედებდა "ბორდოს" შუა ხაზი, რომელიც "ლილის" ყოველ ასეთ მცდელობას საკუთარ ნახევარზევე შლიდა.

პრაქტიკულად არ ჩანდა ბენუა პედრეტი. სამაგიეროდ აქტიურობდნენ ჯო კოული და ედენ აზარი. სახიფათო მომენტი "ლილის" კართან მორის-ბელაის აქტიურობის შემდეგ იოან გუფრანმა შექმნა, მაგრამ მისმა დარტყმულმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

მე-40 წუთზე აზარის კუთხურს ბალმონი თავით გამოეხმაურა. მასპინძელთა 23 წლის სათადარიგო გოლკიპერმა კევინ ოლიმპამ ის გაჭირვებით მოიგერია, თუმცა ბურთი მუსა სოვს მიუვიდა. სენეგალელის დარტყმული ძელს მოხვდა და ჯო კოულს მიუგორდა, ინგლისელის დარტყმული კი სასწაულ ნახტომში ისევ ოლიმპამ გააუვნებელყო. ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა - "ლილმა" ინიციატივა ხელთ იგდო. მასპინძლებზე ზეწოლა გაძლიერდა, რამაც შედეგი 57-ე წუთზე მოიტანა.

კოულმა დროულად დაინახა მარცხენა ფლანგზე გახსნილი აზარი, ბელგიელმა 3 მცველი ექსკლუზიურად მისთვის ჩვეული სიმსუბუქით ჩამოიცილა და შორეულ დაბალ კუთხეში დაარტყა.

ამ შემთხვევაში მეკარე უკვე უძლური აღმოჩნდა. მოსაგებად "ლილი" წინ დიდი ძალებით წავიდა, შესაბამისად დაცვა მოშიშვლდა და დაიწყო შეცდომების კასკადი, მაგრამ ლანდრო იდეალურად თამაშობდა. მე-80 წუთზე მეკარემ საკუთარ საჯარიმოში ბენ ჰალფალაჰა დასცა. დაინიშნა პენალტი, რომელიც ისევ დიაბატემ დაარტყა. ლანდრომ შეძლო საკუთარი შეცდომის გამოსწორება. ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტები ჯო კოულის აზრით დაინტერესდნენ. აი, რა განაცხადა ინგლისელმა: "ქულა გასვლით შეხვედრაში არ შეიძლება ცუდ შედეგად ჩაითვალოს, მაგრამ ჩემთვის აშკარაა, რომ ეს შეხვედრა უნდა მოგვეგო. მე რაც შემეხება, "ლილში" თავს ბედნიერად ვგრძნობ. იმედია, ამიერიდან ჩემს გუნდს უფრო მეტად დავეხმარები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა