გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს ისეთი ტაქტიკური სქემა აქვს არჩეული (4-2-3-1), რომელშიც ფლანგის შემტევ ნახევარმცველებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ, მაგრამ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს თუ არ ჩავთვლით, მარცხნივ ლუკას პოდოლსკი, ხოლო მარჯვნივ კი თომას მიულერი, არცთუ სახარბიელო შთაბეჭდილებას ტოვებენ. სერბეთთან და განასთან მატჩებში ორივე მათგანი დაკარგული იყო.

1/8 ფინალი

27 ივნისი. ბლუმფონტეინი. ფრი სტეიტი. 18:00

გერმანია-ინგლისი

სავარაუდო შემადგენლობები

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ბადშტუბერი (ან იანსენი) - ხედირა, შვაინშტაიგერი (ან კროოსი) - მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.

ინგლისი (4-2-2-2): ჯეიმსი - ჯონსონი, ტერი, აპსონი (ან კინგი), ე. კოული - ლემპარდი, ბერი - მილნერი, ჯერარდი - დეფო, რუნი.

არბიტრი: ხორხე ლარიონდა (ურუგვაი)

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს ისეთი ტაქტიკური სქემა აქვს არჩეული (4-2-3-1), რომელშიც ფლანგის შემტევ ნახევარმცველებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ, მაგრამ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს თუ არ ჩავთვლით, მარცხნივ ლუკას პოდოლსკი, ხოლო მარჯვნივ კი თომას მიულერი, არცთუ სახარბიელო შთაბეჭდილებას ტოვებენ. სერბეთთან და განასთან მატჩებში ორივე მათგანი დაკარგული იყო. ამასთან, განასთან შეხვედრაში, მიროსლავ კლოზეს შემცვლელმა კაკაუმ ვერაფერი გააწყო და ორი აზრი არ არსებობს, ლიოვი დისკვალიფიკაციამოხდილ კლოზეს სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნებს. გერმანიისთვის პრობლემაა ისიც, რომ ბუნდესგუნდმა განის ნაკრებს ზედმეტად ბევრი საგოლე მომენტის შექმნის უფლება მისცა. ამასთან, არასტაბილურია ცენტრალური მცველი პერ მერტეზაკერი, რომელმაც განასთან არაერთი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვა. გერმანიის ნაკრების პრობლემა საგოლე მომენტების გამოუყენებლობაცაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სათადარიგოთა სკამიდან, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებზე ზეწოლა ოდნავადაც არ იგრძნობა.

რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს: ფაბიო კაპელოს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო - ინგლისს საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირს.

კაპელოს გუნდის ლიდერი უეინ რუნი აშკარად არ არის საუკეთესო ფორმაში. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდს თითქოს გადაღლილობა ეტყობა. იგივე უნდა ვთქვათ ფრენკ ლემპარდზეც, რომელმაც ვერა და ვერ შეძლო ნაკრებში თავის გამოჩენა. ლემპსი უმეტესად სტივ ჯერარდის ჩრდილშია ხოლმე მოქცეული. ამას ისიც ემატება, რომ ინგლისელებმა ჯგუფური ეტაპის ვერცერთ შეხვედრაში ვერ შეძლეს თავიანთი ერთ-ერთი უმთავრესი პლუსის, ფიზიკური სიძლიერის გამოყენება. თანაც, ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში ინგლისელებს თავდაჯერება აკლდათ. ვფიქრობთ, საკმარისია, გერმანიის ნაკრებმა ინგლისს ანგარიში გაუხსნას, რომ კაპელოს შეგირდები ძალიან ანერვიულდებიან.

გერმანიის ნაკრებს ყველაზე მეტად დაცვის მარცხენა ფლანგზე უჭირს, სადაც ლიოვმა უკვე სამივე კანდიდატი გამოსცადა, მაგრამ მათგან ვერცერთმა ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება - ვერც ჰოლგერ ბადშტუბერმა, ვერც ჟერომ ბოატენგმა და ვერც მარსელ იანსენმა. თუმცა ამ უკანასკნელს ცოტა დრო მიეცა თავის გამოსაჩენად და დიდი შანსია, რომ ინგლისთან სასტარტო შემადგენლობაში სწორედ "ჰამბურგის" ფეხბურთელი ვიხილოთ. ფაქტი ის არის, რომ ინგლისელთა სწრაფი გარემარბების, მაგალითად, აარონ ლენონის, ჯო კოულის ან შონ-რაიტ ფილიპსის წინააღმდეგ, იანსენსაც სერიოზული პრობლემები შეექმნება.

განასთან მატჩის შემდეგ, ლიოვს კიდევ ერთ პოზიციაზე აქვს პრობლემა: ბასტიან შვაინშტაიეგრის თამაში თითქმის გამორიცხულია! გერმანელი ექიმების თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მცირე შანსი, რომ შვაინიმ ხვალ საღამომდე ფეხზე დადგომა მოასწროს, მაგრამ ასეც რომ იყოს, თავიდან ბოლომდე ნამდვილად ვერ იასპარეზებს.

"ბასტიანი ჩვენი გუნდის სული და გულია. მისი არყოფნა კატასტროფის ტოლფასი იქნება," - უთხრა ლიოვმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს და შვაინშტაიგერის პოტენციურ შემცვლელად ახალგაზრდა ტონი კროოსი დაასახელა. არადა, ეს უკანასკნელი ტიპური საყრდენი ნახევარმცველი არასდროს ყოფილა. საერთოდ, კროოს გერმანიის ნაკრებში მხოლოდ ხუთი თამაში აქვს ჩატარებული, საყრდენად კი რამდენიმე წუთი უთამაშია. ასე რომ, იოგის შვაინშტაიგერის არყოფნაში დიდ რისკზე წასვლა მოუწევს. ტაქტიკური სქემის შეცვლა და ერთსაყრდენიან სისტემაზე გადასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან ინგლისთან მატჩში ეს უფრო დიდი რისკი იქნება, ვიდრე კროოსის საყრდენად გამწესება.

ინგლისელებს ცენტრალური მცველი ლედლი კინგი გამოუჯანმრთელდათ და ხვალ, ჯონ ტერის სავარაუდოდ სწორედ ტოტენჰემელი შეუწყვილდება, თუმცა მთავარი იმედი ისევ და ისევ რუნია. ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ უეინი გოლების გატანას გერმანიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს და ბოლოს და ბოლოს ისე ითამაშებს, როგორც მისგან ელიან.

"ინგლისთან მატჩი ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. ეს არის გუნდი, რომელსაც ყველა მუნდიალის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევს. ინგლისის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერია და მთელ გუნდს უდიდესი მონდომება ეტყობა. ფაბიო კაპელომ შეძლო და ინგლისის ნაკრები დისციპლინირებული გუნდი გახადა. ფაქტია, რომ კვირას გენიალური მატჩი გველის," - ეს ბუნდესმწვრთნელ ლიოვის სიტყვებია.

გოტფრიდ ლენცი

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის