"რეალსა" და "ბარსელონას" 19 წლის ნეიმარისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი კონკურენტი ბრაზილიური "კორინთიანსი" გამოუჩნდა

ისევ ის ადრიანო

არა ადრიანოს საშველი არ იქნება: "კორინთიანსის" შლეგი ფორვარდი კვლავ დასაჯეს, ამჯერად, კლუბის ვარჯიშზე დაგვიანებისთვის. 29 წლის ფეხბურთელმა "ტიმაოს" ვარჯიშზე გვარიანად დააგვიანა, თუმცა მისი ბრალი ნაკლებად იყო - თვითმფრინავის რეისმა დაიგვიანა. მაგრამ კლუბში ეს მიზეზი არ ჩაუთვალეს გასასამართლებლად. ადრიანოს ხელფასის 10% დაუკავეს. სხვათა შორის, "ინტერისა" და "რომას" ყოფილ ფორვარდს ტრავმის გამო მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ ერთხელაც არ უთამაშია.

გოროსიტო არხენტინოსში ბრუნდება

"არხენტინოს ხუნიორსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, რადგან "წითელი ხოჭოების" თავკაცმა პედრო ტრულიომ ბოლო ტურში მარცხის შემდეგ გადადგომა გამოაცხადა. "ოლეს" ცნობით ტროლიოს 47 წლის ექტორ გოროსიტო შეცვლის, რომელსაც "რივერ პლეიტში" და ესპანურ "ხერესში" უმუშავია. გოროსიტო "არხენტინოს ხუნიორსს" უკვე ედგა სათავეში - 2007-2008 წლებში.

ნეიმარი ჩვენთვის გვინდაო

მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა 19 წლის ნეიმარისთვის ბრძოლაში - ბრაზილიური "კორინთიანსი". ამ კლუბის პრეზიდენტმა ანდრეს სანჩესმა განაცხადა, რომ მალე "კორინთიანსი" სენსაციურ შეთავაზებას გაუკეთებს "სანტოსს": "ჩვენ გვაქვს ნეიმარის შეძენის ფული, ეჭვიც არ შეგეპაროთ. ეს სულაც არ არის სიგიჟე, გაისად, ნეიმარმა შეიძლება, ჩვენთან ითამაშოს", - განუცხადა სანჩესმა "ლანსენეტს" ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა