ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოსახდენი მოხდა, გასპერინი გაუშვეს

მოსახდენი მოხდა, გასპერინი გაუშვეს

სეზონის დაწყებიდან მილანის "ინტერმა" ხუთი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ვერც ერთი ვერ მოიგო
"ინტერის" წარუმატებლობებს დასასრული არ უჩანს - თავად განსაჯეთ, სეზონის დაწყებიდან მილანურმა გრანდმა ხუთი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ვერც ერთი ვერ მოიგო.

გახსოვთ ალბათ, ჯერ კიდევ აგვისტოში "ინტერი" იტალიის სუპერთასის პაექრობაში დამარცხდა თანაქალაქელთან, რაც "ნერაძურის" გულშემატკივრებმა მტკივნეულად აღიქვეს - ამას სერია A-ს სტარტი და სიცილიაში განცდილი მარცხი მოჰყვა, რასაც "ტრაბზონსფორთან" საშინაო წაგება, "რომასთან" ფრე და "ნოვარასთან" განცდილი კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხი მიემატა.

მოკლედ, "ინტერი" კრიზისშია, ამას წყალი არ გაუვა და ამ კრიზისის მთავარი "შემოქმედი" ჯანპიერო გასპერინი გახლავთ, მწვრთნელი, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან. დიახ, მოხდა ის, რასაც "ნერაძურის" გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, მასიმო მორატის მოთმინების ფიალა აევსო და ენთუზიაზმით აღსავსე მწვრთნელს კარისკენ მიუთითა.

სენიორ ჯანპიერო გუნდს 3-4-3 ტაქტიკით ათამაშებდა, რამაც არ გამოიღო შედეგი და ისეთი პირი უჩანდა, რომ არც არასდროს გამოიღებდა - თვითონ მწვრთნელი კი ჯიუტად იდგა თავის პოზიციაზე და არაფრის დიდებით არ ცვლიდა ტაქტიკურ მონახაზს.

ამაზე მისი ბოლო კომენტარი მეტყველებს, როდესაც ჯერ კიდევ "ინტერის" მთავარი მწვრთნელი იყო: "სქემის შეცვლას არ ვაპირებ, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი გამოსწორდება. მჯერა ჩემი შეგირდებისაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კრიზისიდან ამოსაძრომად. დიახ, კრიზისი სახეზეა, ამას არ უარვყოფ, მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს".

დრომ მართლაც დააყენა ყველაფერი თავის ადგილზე, გასპერინის მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის, წარმატებები უსურვეს და კარისკენ მიუთითეს.

გასპერინის გათავისუფლებიდან ერთი საათი არ იყო გასული, რომ მისი შესაძლო შემცვლელის შესახებ უამრავი ინფორმაცია გავრცელდა.

ყველაზე ხშირად იმის შესახებ ისმის, რომ "ინტერს" დღემდე უმუშევარი კლაუდიო რანიერი ჩაუდგება სათავეში - სენიორ კლაუდიომ უკვე მოასწრო და ამ თემასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა: "მილანიდან ჩემთვის არავის დაურეკავს და შესაბამისად, გამიჭირდება იმაზე საუბარი რამდენად რეალურია გავრცელებული ცნობები.

თუმცა, რადგან ამის შესახებ ასე ინტენსიურად საუბრობენ, ალბათ ჩემი კანდიდატურა მართლაც განიხილება. არ დავმალავ, ჩემთვის დიდი პატივი იქნება ისეთი გუნდის გაწვრთნა, როგორიც "ინტერია". ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს პერიოდში გამოჩნდება".

სხვადასხვა ვერსიით, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ოთხი კანდიდატურა განიხილება: კიკე სანჩეს ფლორესი, ლუიშ ფიგუ, დელიო როსი და ლუი ვან გაალი.

უცხოელებთან დაკავშირება იტალიელმა ჟურნალისტებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს, აი დელიო როსის პოზიცია კი უკვე გაცხადდა: "ჩემით "ინტერია" დაინტერესებული? - თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან მიხარია, რადგან "ინტერი" მსოფლიო მასშტაბის კლუბია და ყოველთვის უმაღლესი მიზანებისთვის იბრძვის.

ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს შემეძლო მილანური გრანდის ჩაბარება, მაგრამ მაშინ არჩევანი სხვაზე შეჩერდა - ვნახოთ, რა იქნება ამჯერად... ვარ თუ არა თანახმა? - ჩემი მოთხოვნები მაქვს, რომლებსაც ყველა დაინტერესებულ კლუბს წარვუდგენ - დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდება".

ჯანპიერო გასპერინის გათავისუფლების თემას "ინტერის" სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა: "არ ვთვლი, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან გასპერინიმ ვერაფრით აუღო ალღო ახალ სამუშაოს.

ამას ნათლად ვხედავდით და დროული გადაწყვეტილებაც მივიღეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დღეს, ან სულაც კვირას დავკარგავდით და მოსახდენი მაინც მოხდებოდა. გასპერინი შესანიშნავი ადამიანი, კარგი მწვრთნელია, მაგრამ "ინტერი" მისი გუნდი არ აღმოჩნდა. მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო ყველა იმ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე