"ბორუსიას" ქომაგებმა გუშინ ძალიან გაიხარეს, რადგან გუნდის მთავარმა მეგოლე ლუკას ბარიოსმა სრული დატვირთვით ივარჯიშა

დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგებმა გუშინ ძალიან გაიხარეს, რადგან გერმანიის ჩემპიონის მთავარმა მეგოლე ლუკას ბარიოსმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.

26 წლის ფორვარდი, რომელმაც წინა სეზონში 16 გოლი გაიტანა და "ბორუსიას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა, როგორც იქნა გამოჯანმრთელდა და დიდი შანსია, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ითამაშოს, რაც კრიზისში მყოფი "დორტმუნდისთვის" ძალიან კარგი ამბავია.

წარმოშობით არგენტინელი, ისე კი პარაგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუკასი ზაფხულში, კოპა ამერიკის ფინალში (0:3 ურუგვაისთან) დაშავდა და ამ სეზონში "დორტმუნდს" ერთხელაც არ დახმარებია.

გუშინ მან აბსოლუტურად უპრობლემოდ ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა "მაინცთან" მოედანზე გავიდეს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უპრობლემოდ გადაიტანს ლუკასი დღევანდელ და ხვალინდელ ვარჯიშებს.

შესაძლოა, "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მაინცთან" მისი ძირითად შემადგენლობაში გამწესება, ან მინიმუმ განაცხადში შეყვანა ჯერ კიდევ არ გარისკოს არ გარისკოს, მაგრამ ფაქტია, რომ მომავალ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში (მარსელის "ოლიმპიკთან") აუცილებლად განაცხადში იქნება.

ფაქტია, რომ "დორტმუნდს" მისი დახმარება ძალიან სჭირდება - "შავ-ყვითლებმა" ექვს ტურში მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანეს და ორი თამაში მოიგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე