იტალიელები მზად არიან ბრაიანტს "ვირტუსის" მაისურით ჩატარებული სამი მატჩის სანაცვლოდ 800 ათასი დოლარი გადაუხადონ

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააფორმა ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერთან - რუდი ფერნანდესთან.

ხელშეკრულება NBA-ში ლოკაუტის დასრულებამდე იქნება ძალაში, ამასთან, რუდის ევროპულ კარიერაზე "რეალს" დარჩება უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კალათბურთელი ევროპაში გადაწყვეტს თამაშს, მან ეს მხოლოდ მადრიდში უნდა გააკეთოს.

გასული სეზონი ფერნანდესმა პორტლენდში გაატარა, სადაც საშუალოდ 8.6 ქულასა და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ამ ზაფხულს ესპანელი "დალას მავერიქსში" გადავიდა და ლოკაუტის დასრულების შემდეგ სწორედ ჩემპიონის რიგებში დაბრუნდება.

NBA-ის კიდევ ერთი კალათბურთელი დაბრუნდა სამშობლოში. "იუტა ჯაზის" თურქმა ცენტრმა მეჰმეთ ოქურმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "თურქ ტელეკომთან". ამ შემთხვევაშიც, ხელშეკრულება ლოკაუტის მსვლელობისას იქნება ძალაში. თუმცა კლუბის პრეზიდენტმა გექჰანთ ბოზქურთმა განაცხადა, რომ იმედი აქვს ოქური 2011-12 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება "ტელეკომის" რიგებში.

ამასობაში, ცნობილი გახდა ბოლონიას "ვირტუსსა" და კობი ბრაიანტს შორის მოლაპარაკებების დეტალები.

კლუბის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, რომ იტალიური გუნდი მზად არის 800 ათასი დოლარი გადაუხადოს ბრაიანტს "ვირტუსის" მაისურით ჩატარებული სამი მატჩის სანაცვლოდ. ასე რომ, "ლოს ანჯელესის" ლიდერი თითო მატჩისთვის დაახლოებით 270 ათასს გამოიმუშავებს.

ამერიკულმა პრესამ გაარკვია ლოკაუტის პერიოდში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს კლუბების მფლობელთა ზოგიერთი მოთხოვნის შესახებ.

რამდენიმე ძლიერი კლუბის მფლობელი აქტიურად იბრძვის მკაცრი სახელფასო ბიუჯეტის შემოღების გამო. ასეთი მოთხოვნის ძირითადი მოტივი შემოსავლების განაწილების სქემაა, რომელიც, მათი აზრით, ძალიან იმოქმედებს კლუბების ბიუჯეტზე.

იტყობინებიან, რომ მფლობელები მზად არიან სხვას გაუყონ გამომუშავებული თანხები, მაგრამ არა ასეთი შემოსავლების პირობებში. ამ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბების მეპატრონეები მკაცრ სახელფასო ლიმიტში ხედავენ.

ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი გამტარებელია "ფინიქს სანზის" მფლობელი რობერტ სარვერი. იგივე ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს "ბოსტონის" მეპატრონე ვიკ გრუსბეკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა