ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაძე დუმის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება
ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაძე პოლიტიკაში მიდის. მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულის ყოფილი წევრი დეკემბერში დანიშნული დუმის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

ჩოგბურთელი პარტია - "სამართლიანი საქმის" სიის პირველ სამეულში შეიყვანეს. როგორც 24 წლის ჩაკვეტაძე ამბობს, დუმაში მოხვედრის შემთხვევაში ბავშვთა სპორტის აღორძინებასა და ქალების უფლებების დაცვისთვის იბრძოლებს.

"შემომთავაზეს პარტიის სიის პირველ სამეულში ადგილი და მეც მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას. ეს ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. მინდოდა ახალ საქმეში მეცადა ბედი - არა მხოლოდ სპორტში, არამედ პოლიტიკაში", - ამბობს ჩაკვეტაძე.

ამასობაში, UNICEF-მა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი კეთილი ნების ელჩად დანიშნა. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მონაწილეობას მიიღებს ნიუ იორკში UNICEF-ის რიგით მეორე სამიტში, რომელიც სოციალურ პრობლემებს მიეძღვნება.

"სერენა უილიამსი მხოლოდ საჩოგბურთო ჩემპიონი არ არის. ის ჩემპიონია ბავშვებისთვის, აგრეთვე მათი უფლებების დამცველიც გახლავთ, - განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი ლეიკმა. - მოხარული ვარ, რომ სერენა UNICEF-ს შეუერთდა. მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას ბავშვების საკეთილდღეოდ".

შეგახსენებთ, რომ უმცროსი უილიამსისა და UNICEF-ის თანამშრომლობა 2006 წელს დაიწყო, როცა სპორტსმენი განაში ვიზიტით ჩავიდა. სერენა მხარს დაუჭერს UNICEF-ის მისიას აფრიკის ქვეყნებში განათლების დონის ასამაღლებლად, აგრეთვე მსგავსი პროგრამის განვითარებისთვის იზრუნებს აზიის ქვეყენებში.

"მე მჯერა, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს საზოგადოებაში გასვლას, - ამბობს უილიამსი. - სიამოვნებით დავეხმარები UNICEF-ს იმაში, რომ ბავშვებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ და შემდეგ უკეთესი მომავალი შექმნან საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვისა და საზოგადოებისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა