მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ტომას მუსტერმა განაცხადა, რომ კარიერას ვენაში, საშინაო ტურნირის შემდეგ დაასრულებს
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ტომას მუსტერმა განაცხადა, რომ საბოლოოდ კარიერას ოქტომბრის ბოლოს, ვენაში საშინაო ტურნირის შემდეგ დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ 43 წლის ავსტრიელი დიდ სპორტში 2010 წელს, 11-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.

კარიერის განახლების მომენტიდან ტომასმა "ჩელენჯერის" სერიის 18 ტურნირში ითამაშა და მხოლოდ ორი მატჩი მოიგო. ამჟამად ჩოგბურთელი 847-ე ადგილს იკავებს ATP-ის კლასიფიკაციაში.

"შეუძლებელია მუდმივად გადავდო წასვლის მომენტი. მინდოდა ისევ მეთამაშა ჩოგბურთი სერიოზულ დონეზე და ეს მართლაც მომეწონა.

ვენის ტურნირი ბოლო იქნება ჩემთვის პროფესიულ დონეზე. შეიძლება კიდევ ვითამაშო მომავალ წელს რამდენიმე "ჩელენჯერი", მაგრამ წერტილს სწორედ ოქტომბერში დავსვამ.

წელს დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ, მაგრამ ასაკი თავის დაღს ასვამს თამაშს. პირადად მე ვიცი, რომ თუ მონდომებით ვითამაშებ, შევძლებ კარგი ფორმის შენარჩუნებას, მაგრამ ოჯახი მყავს, თანაც ოდესღაც ჩემი ძალები გამომელევა", - ამბობს მუსტერი სააგენტო "როიტერთან" კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ ტომასი ავსტრიის ერთადერთი წარმომადგენელია, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო (როლან გაროსი 1995).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა