გრიგალავა გაურკვევლობაშია, სალუქვაძე მკურნალობს, გოგუა და ხოჯავა კი თამაშის წყურვილს დუბლებში იკლავენ
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველთა ამბავი ყველასათვის ცნობილია - ძირითადი გუნდიდან მოკვეთეს გოჩა ხოჯავა, გოგიტა გოგუა, ლაშა სალუქვაძე და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს.

მახაჭკალის "ანჟისთან" 1:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე "ვოლგას" მთავარ მწვრთნელ დიმიტრი ჩერიშევს მიზეზი რომ ჰკითხეს," ხელები დაიბანა", ამ კითხვაზე არ გიპასუხებთო.

როგორც ჩანს, ეს თემა მხოლოდ ჩვენთვის არ არის აქტუალური: ბოლო ტურში "ვოლგამ" შინ ნალჩიკის "სპარტაკს" 1:0 რომ მოუგო, ჩერიშევი ხასიათზე დადგა და ქართველების შესახებ კიდევ ერთხელ დაეკითხნენ - არის თუ არა ქართველთა სამეულის ძირითადში დაბრუნების შანსი და საამისოდ რა უნდა გააკეთონო?

"ამ საკითხის დეტალურად განხილვა არ მსურს. თუმცა ძირითადში დაბრუნების შანსი ნებისმიერ მოთამაშეს აქვს", - კვლავ გაურკვევლად, მაგრამ ამჯერად ოდნავ დამაიმედებლად განაცხადა ჩერიშევმა, მაგრამ ეს როდის მოხდება და საამისოდ ქართველებმა რა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილონ, აღარ დაუკონკრეტებია.

აღსანიშნავია, რომ "ვოლგას" ქართველებს საკმაოდ უცნაური კონტრაქტები შეუდგინეს - თუ კლუბს ომარ თეთრაძე და სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი დატოვებდნენ, მათი კონტრაქტები ავტომატურად გაწყდებოდა. თეთრაძე "ვოლგადან" გაუშვეს, ჯუღელი კი ჯერჯერობით ნიჟნი ნოვგოროდში რჩება, მაგრამ სავსებით რეალურია, სეზონის ბოლოს ქართველებმა კონტრაქტის ეს პუნქტი აამოქმედონ.

სანამ "ვოლგას" ქართველებს ეს "ნეტარი" ჟამი დასდგომიათ, მანამდე სალუქვაძე მკურნალობს, გოგუა და ხოჯავა კი თამაშის წყურვილს დუბლშემადგენლობაში იკლავენ. სათადარიგოებში არ გადაუყვანიათ გია გრიგალავა, მაგრამ ის მწვრთნელის საქციელით გაოცებულია, ვერ ხვდება, რას ერჩის ჩერიშევი, რომელიც ლამის ყოველდღე ეუბნება, რომ მისი ეიმედება.

ერთ-ერთ საუბარში ჩერიშევმა ბრძანა კიდეც, მომხდარის მიზეზი არასაფეხბურთოაო, მაგრამ მოდი და იმარჩიელე, რა იგულისხმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა