მასტერტონში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერ აღლუმზე ქალაქის მთელი მოსახლეობა გამოვიდა
საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთში, პატარა ქალაქში უკვე მეოთხე დღეა იმყოფება. მასტერტონელები "ბორჯღალოსნების" გაოცებას განაგრძობენ. ადგილობრივები ჩვენს ბიჭებს დიდი სითბოთი და სიყვარულით მასპინძლობენ.

მათ მასტერონის ცენტრალური ქუჩა, ქუინზ სტრიტი გადაკეტეს და საქართველოს ნაკრების საპატივცემულოდ აღლუმი გამართეს. ადგილობრივებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე ჯერ საქართველოს დროშებით მორთული მანქანებით ჩაიარეს, შემდეგ კი მათ მასტერტონის სარაგბო და საჯარო სკოლების მოსწავლეები მიჰყვნენ.

მოსახელობა უკლებლივ ქუინზ სტრიტზე შეკრებილიყო. აქვე იყო ქალაქის ეროვნული საკრავების ორკესტრი, რომელმაც ჩვენი გუნდის გამოჩენაზე "სკოტური მარში" დაუკრა. "ბორჯღალოსნები", ისევე როგორც წინა, ქართული სამზარეულოს წარდგენის დღეს, ამჯერადაც ქართულ ჩოხებში წარსდგნენ მასტერტონული პუბლიკის წინაშე. მათმა გამოჩენამ აქაურებზე უდიდესი ეფექტი მოახდინა.

მთელი აღლუმის განმავლობაში მოსახლეობა საქართველო, საქართველოს გაიძახოდა. აქ იყო ყველა, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა. ყველას უხაროდა, ყველა ბედნიერი იყო, რომ მათ პატარა ქალაქში, პატარა ქვეყნის, დიდი გუნდი სტუმრობდა. ყველა წარმატებას გვისურვებდა და დარჩენილ ორ მატჩში, პალმერსტონში მხარდაჭერას გვიპრდებოდა.

იხილეთ ვიდეო

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

dudu
ეს აღლუმები და სხვა ღონისძიებები გათვალისწინებულია ჩემპიონატის პროგრამით და იმართება ყველა მონაწილე გუნდის საპატივცემოდ ყველა ქალაქში, რაც ძალიან კარგია. ნუ აყვებით ნაცტელევიზიების ბანძ პროპაგანდას.
ramo
რამდენი გ-ო-ი-მ-ია ამ ქვეყანაში. თურმე საქართველოში ჩვენ რეგბისტებს პატივს არ ცემენ და მოფენილია მთელი ქვეყანა ესპანეთის, ჰოლანდიის და ნიგერიის საფეხბურთო ფანკლუბებით. მეორე თუ ზელანდიაში შეიძლება ქართველების ფანკლუბი იყოს საქართველოში რატომ არ შეიძლება 20 კაციანი ესპანეთის ფანკლუბი იყოს? და მესამე, ჯობია ჩვენები რუმინეთთან თამაშისთვის მოემზადონ. რუმინეთი მაგრა გაძლიერებულა.
beqa
შენ შემოგევლე ძამიკო მაგ მწარე და მართალი სიტყვებისთვის. ჩვენზე მეტად აფასებენ ჩვენ ბიჭებს.
gio
ბიჭებს ისეთ პატივს სცემენ ზელანდიაში ჩვენთან რომ არ დასიზმრებიათ... ჩვენთან კიდე ესპანეთის, ჰოლანდიის და ნიგერიის საფეხბურთო ფანკლუბებია
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო