ქეცბაია "დინამოს" ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლიმასოლში ახლახან გახსნილ თავის საფეხბურთო აკადემიაში სამუშაოდ იწვევს
აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ თემურ ქეცბაიამ კვიპროსზე საფეხბურთო აკადემია ჩამოაყალიბა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის სახელს ატარებს და 1 სექტემბრიდან ლიმასოლის "ალფას" სპორტულ კომპლექსში ამოქმედდა.

კვიპროსული ვებგვერდები წერენ, რომ ქეცბაიამ ბავშვებს მშვენიერი სავარჯიშო პირობები დაახვედრა - სკოლაში 10 ბალახის და ხელოვნურსაფარიანი მოედნებია, ცხადია, გასახდელებით, საშხაპეებით, სხვადასხვა საჭირო სათავსოებითა და დარბაზებით. აკადემიაში 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ვარჯიშობენ და ყოველთვიურად 80 ევროს იხდიან, ხოლო თუ ძმები მოისურვებენ აკადემიაში ვარჯიშს, ოჯახს თითოეულზე 60-60 ევროს გაღება მოუწევს. ქეცბაია იმედოვნებს, რომ მისი აკადემია კუნძულზე საუკეთესო გახდება, ბავშვები კი პროფესიონალი მწვრთნელების ხელში აღიზრდებიან.

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ნაკრების თავკაცმა ბავშვთა საფეხბურთო აკადემია საქართველოში რომ არ გახსნა, რადგან მისი მაქსიმალიზმიდან გამომდინარე, სკოლა საქართველოში საუკეთესო იქნებოდა.

მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას საქართველოში ახალი თაობის სხვა ცნობილი ვეტერანებიც ერიდებიან, თუ არ ჩავთვლით გიორგი ნემსაძეს - საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" 90-იანი წლებიდან მოქმედებდა, თუმცა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სახელი მხოლოდ მეპატრონის შეცვლისა და "იბერია ბიზნეს ჯგუფის" მისვლის შემდეგ ეწოდა.

ვეტერანებიდან საკუთარი აკადემიები დაარსეს თენგიზ სულაქველიძემ და კარლო მჭედლიძემ, მაგრამ ეს იყო ადრე, ბოლო წლებში კი, მსურველთა საკმაოდ დიდი რაოდენობის მიუხედავად, სკოლა არავინ ჩამოუყალიბებია. მაგალითად, კახა კალაძე აპირებდა და გადაიფიქრა, ისევე როგორც ვეტერანთა ჯგუფმა - მიხეილ ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა და ლევან ყიფიანმა, მათი ერთობლივი პროექტზიც თაროზე შემოიდო. მიზეზი, როგორც საფეხბურთო სამყარო ამტკიცებს, დიდი გადასახადებია, რომელიც მსურველებს აფრთხობს. დიდი ხანია, გადასახადის შემცირებასა და მის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერ ვითარება უცვლელია.

კვიპროსში კი საფეხბურთო მეურნეობა აწყობილიც არის, მომგებიანიც და საფეხბურთო კლუბის და სკოლის ჩამოყალიბებას თუ პატრონობას ბევრი ეტანება.

მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიას აკადემიის ჩამოყალიბება საქართველოში გვსურდა, ძნელია გაამტყუნო: საკუთარ ფულს მომგებიან საქმეში რომ აბანდებს და არა წამგებიანში. სასაყვედურო ის იქნებოდა, მომგებიანი ჩვენთანაც ყოფილიყო და მაინც ასეთი არჩევანი გაეკეთებინა.

თუმცა, ეს აკადემია მაინც ქართველებთან იქნება გაიგივებული, რადგან ქეცბაია ქართველების დასაქმებას აპირებს. ეროვნული ნაკრების თავკაცმა საკუთარ სკოლაში მუშაობა თბილისის "დინამოს" ყოფილ მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას შესთავაზა, რომელიც ფიქრობს, დარჩეს (წინადადებები საქართველოშიც აქვს) თუ კვიპროსს მიაშუროს, სადაც ოთხი წელი ნიქოზიის "ოლიმპიაკოსში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზაზა სიგუ
დუდუ ხოდა ამოიღოს ხმა და თქვას რაც ცუდია და არასწორი, კაიბიჭობას რომ თამაშობს.
dudu
კაცი ბიზნესს იქ დაიწყებს, სადაც ურჩევნია. ქეცბაიასთან კი არ უნდა იყოს პრეტენზიები, არამედ იმ ხალხთან, ვინც ხელს უშლის ნორმალური ბიზნესგარემოს შექმნას საქართველოში.
zviadi
ეგ ფულები აქედან მიდის და კვიპროსის ფეხბურთის მომავალს ხმარდება რაც ქეცბაიას ხელფას აძლევენ ის ფული ბავშვთა სკოლებს რომ მოახმარონ საერთოდ უფასო იქნება ფეხბურთი და ისეთი ტალანტები გაგვეზრდება ბრაზილიის ნაკრებსაც და ესპანეთსაც გავარღვევთ. ქეცბაია კი კვიპროსის ბეხბურთს უზრდის მომავალს ჩვენი ფულებით. ამიტომ ვიძახი დანიშნონ ძოძუაშვილი ნაკრების მწვრთნელად და ქეცბაიაზე მეტს მაინც გააკეთებს ის ფული კი რასაც ქეცბაიას უხდიან ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს მოახმარონ.
დუდუ
კაცმა ბიზნესი დაიწყო და ღმერთმა ხელი მოუმართოს. რა პრობლემაა? რა არის ამაში ცუდი?
თემური
ქეცბა ყველას გვგონიხარ პატრიოტი, მაგარმ შენი კონტრაქტის პირობებზე რომ დადის ჭორები ცოტა ეჭვი შეგვეპარა. ძალიან გთხოვთ მაურინის არ დაემსგავსო უზრდელობაში და ყველაფრის სხვის გადაბრალებაში. დიდი მწვრთელობაზე პრეტენზია დიდ კაცებს უნდა ქონდეთ
kaxa
ქეცბაიას ბევრი მინუსები აღმოაჩნდა
zaza sigu
ქეცბაია სხვებს ეუბნებობდა დღემდე რომ არაფერი გაგიკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვისო!!ადვილია სხვას უსაყვედურო და თვითონ საზღვარგარეთ დააბანდო,ეს არაა პატრიოტიზმი. ეს არის საუკეთესო მაგალითი ფულის დაბანდების . ღმერთმა ხელი მოუმართოს. ნათქვამია წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო და ვნახოთ რომელ ადგილზე დავამთავრებთ.
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს