ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი პორტუგალიური დერბის წინ

დიდი პორტუგალიური დერბის წინ

დღეს პორტუგალიის პრიმეირალიგაში "დრაგაუზე" ჩემპიონი "პორტუ" ლისაბონის "ბენფიკას" მასპინძლობს
დღეს პორტუგალიის პრიმეირალიგაში, რომელსაც სპონსორის გამო ოფიციალურად "ლიგა ზონ საგრეში" ეწოდება, ჩემპიონატის ცენტრალური მატჩია - "დრაგაუზე" ჩემპიონი "პორტუ" ლისაბონის "ბენფიკას" მასპინძლობს.

ეს ხომ პორტუგალიის დერბია! გუნდებიც სათანადოდ ხვდებიან დიდ მატჩს, "პორტუ" და "ბენფიკა" 5 ტურის შემდეგ 13-13 ქულით ლიდერობენ. რა თქმა უნდა, ბრძოლაში შეიძლება ისევ ჩაებას "ბრაგა", შესაძლოა, "სპორტინგმაც" მოიკრიბოს ძალები, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ტიტულის ბედი ამ ორი გრანდის გადასაწყვეტია.

წლეულს ლიგა საგრეშის 78-ე გათამაშებაა და წინა 77-დან 75 "დიდი სამეულის" მოგებულია. დიდ სამეულში "პორტუ", "ბენფიკა" და "სპორტინგი" ითვლებიან.

მხოლოდ თითოჯერ მოხდა სასწაული და სხვა კლუბებმა შეძლეს გაჩემპიონება - "ბელენენსეშმა" ეს 1946 წელს მოახერხა, ხოლო "ბოავიშტამ" - 2001 წელს. სხვათა შორის, ეს ორი კლუბიც ორი მთავარი ქალაქიდანაა ("ბელენენსეში" ლისაბონიდან, ხოლო "ბოავიშტა" ოპორტოდან). "ბელენენსეში" ახლა რანგით მეორე დივიზიონშია, ხოლო "ბოავიშტა" - მესამეში.

ტიტულების რიცხვით "პორტუ" ჯერ ახლოს ვერ მიდის "ბენფიკასთან" - ლისაბონელები 32-ჯერ გახდნენ ჩემპიონები, მათი ჩრდილოელი მეტოქეები კი 25-ჯერ.

ლიგა საგრეში ევროპული რეიტინგით მე-6 ჩემპიონატია "დიდი ხუთეულის" შემდეგ. შარშან ანდრე ვილაშ-ბოაშის "პორტუ" სასწაული შეძლო - დაუმარცხებლად ჩაამთავრა ჩემპიონატი და უახლოეს კონკურენტ "ბენფიკას" 21 ქულით გაუსწრო. "სპორტინგი", რომელიც მესამეზე გავიდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვერ მონაწილეობდა და ჩემპიონს საბოლოოდ 36 ქულით ჩამორჩა!

ისევე როგორც ადრე, პორტუგალიის ლიგამ ამ ზაფხულსაც დაკარგა მთავარი ვარსკვლავები - "პორტუ" 40 მილიონ ევროდ კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს შეელია, რომელიც ახლა "ატლეტიკოში" ბრწყინავს, ხოლო "ბენფიკამ" "რეალს" 30 მილიონად (თუმცა ფლორენტინო პერესი ამ თანხას არ ადასტურებს) ფაბიო კოენტრაო მიჰყიდა.

ამას დავურთოთ ანდრე ვილაშ-ბოაშის ტრანსფერიც "ჩელსიში", ჩემპიონთა 33 წლის მწვრთნელი ხომ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო გასულ სეზონში. ბრაზილიელი დანილო "სანტოსიდან" "პორტუში" 13 მილიონ ევროდ გადავიდა.

"ბენფიკას" შური აქვს საძიებელი, შარშან "პორტუმ" ხომ 5:0 გაანადგურა მეტოქე. ჩემპიონს არ ეყოლება შესანიშნავ ფორმაში მყოფი 20 წლის კოლუმბიელი შემტევი ჯეიმს როდრიგესი. როდრიგესმა წინა ტურში, "ფეირენშესთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო. ახალწვეული ალექს სანდრო კვლავ ტრავმირებულია.

ბენფიკელმა ნელსონ ფერეირამ ხელზე თითი მოიტეხა და ვერ ითამაშებს. მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს ვინ ითამაშებს მარცხენა ფრთაზე, ნოლიტო თუ ბრუნო სეზარი. სავარაუდოდ, მაინც ესპანელი დაიწყებს, რადგან ის ბრწყინვალე ფორმაშია და გოლებიც გააქვს.

პორტუ (სავარაუდო): ელტონი - ა. პერეირა, ოტამენდი, როლანდო, ფუსილე - ფერნანდო, მოუტინიო, დეფური - ვარელა, ჰალკი, კლებერი.

ბენფიკა (სავარაუდო): არტური - ემერსონი, გარაი, ლუიზაო, მ. პერეირა - ხავი გარსია, ვისტელი, ნოლიტო, გაიტანი - აიმარი, კარდოსო.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუ 5 4 1 0 12-3 13

2. ბენფიკა 5 4 1 0 13-5 13

3. ბრაგა 5 3 2 0 7-2 11

4. მარიტიმუ 5 3 1 1 8-6 10

5. აკადემიკა 5 3 0 2 8-7 9

6. სპორტინგი 5 2 2 1 9-8 8

7. სეტუბალი 5 2 1 2 5-7 7

8. ოლანენშე 5 1 3 1 6-6 6

9. ფეირენშე 5 1 3 1 3-4 6

10. ბეირა მარი 5 1 2 2 3-2 5

11. ჟილ ვისენტე 5 1 2 2 7-9 5

12. გიმარაეში 5 1 1 3 6-8 4

13. ფერეირა 5 1 1 3 5-7 4

14. ნასიონალი 5 1 1 3 2-10 4

15. ლეირია 5 1 0 4 6-12 3

16. რიუ ავე 5 0 1 4 3-7 1

ბომბარდირები: 5 - ბაბა (მარიტიმუ), ედერი (აკადემიკა), ოსკარ კარდოსო (ბენფიკა).

მომდევნო ტური

23 სექტემბერი: პორტუ-ბენფიკა.

24 სექტემბერი: ბრაგა-ნასიონალი, სპორტინგი-სეტუბალი.

25 სექტემბერი: ბეირა მარი-რიუ ავე, ფერეირა-ჟილ ვისენტე, ოლანენშე-ლეირია, მარიტიმუ-გიმარაეში.

26 სექტემბერი: აკადემიკა-ფეირენსე.

პორტუ

ტრანსფერები (მივიდნენ)

ფეხბ. საიდან თანხა

დანილო (ბრაზ) სანტოსი 13 მლნ. ევრო

ალექს სანდრო (ბრაზ) დეპ. მალდონადო 9,6

ელიაკიმ მანგალა (საფრ) სტანდარდი 6,5

სტივ დეფური (ბელგ) სტანდარდი 6

კლებერი (ბრაზ) ატლ. მინეირო 2,4

ჯალმა (ანგ) მარიტიმუ თავ. აგენტი

რაფაელ ბრაკალი (ბრაზ) ნასიონალი

დავიდ ადი (გან) აკადემიკა იჯარა

წავიდნენ: ჟორჟე ჩულა, ჟოზუე, რენატო, მარიანო გონსალესი, რაბიოლა, დიასი, ტომას კოსტა, რუი პედრო, ორლანდო სა, რუბენ მიკაელი, რადამელ ფალკაო, ბურა, კალიდუ კულიბალი, დანილო, კელვინი, ენრიკე სერენო, პედრო მორეირა, აბდუალიე, ივო პინტო, სოარესი, დიოგო ვიანა, სერჟიო ოლივეირა, პაველ კიესეკი, ბეტო, ატსუ, ბრუნო.

პორტუ 2011/12

მეკარეები: ელტონი (ბრაზილია, 33 წლის), რაფაელ ბრაკალი (ბრაზილია, 30), კადუ (ანგოლა, 16).

მცველები: მაიკონი (ბრაზილია, 23), ხორხე ფუსილე (ურუგვაი, 26), ემიდიო რაფაელი (25), ელიაკიმ მანგალა (საფრანგეთი, 20), მიგელ ლოპესი (24), ალვარო პერეირა (ურუგვაი, 25), როლანდო (26), კრისტიან სეპუნარუ (რუმინეთი, 27), ნიკოლას ოტამენდი (არგენტინა, 23).

ნახევარმცველები: ფრედი გუარინი (კოლუმბია, 25), ჟოაო მოუტინიო (25), ფერნანდო (ბრაზილია, 24), ფერნანდო ბელუში (არგენტინა, 28), სოუზა (ბრაზილია, 22), სტივ დეფური (ბელგია, 23).

თავდამსხმელები: კრისტიან როდრიგესი (ურუგვაი, 25), ჰალკი (ბრაზილია, 25), ვალტერი (ბრაზილია, 22), ჯალმა (ანგოლა, 24), კლებერი (ბრაზილია, 21), სილვესტრე ვარელა (26), ჯეიმს როდრიგესი (კოლუმბია, 20), ხუან მანუელ იტურბე (არგენტინა, 18).

მწვრთნელი: ვიქტორ პერეირა

ბენფიკა

ტრანსფერები (მივიდნენ)

ფეხბ. საიდან თანხა

აქსელ ვიტსელი (ბელგ) სტანდარდი 9 მლნ. ევრო

ბრუნო სეზარი (ბრაზ) კორინთიანსი 5,3

ნემანია მატიჩი (სერბ) ჩელსი 5

ესეკილ გარაი (არგ) რეალი 5

ენცო პერესი (არგ) ესტუდიანტესი 2,4

ემერსონი (ბრაზ) ლილი 2

მიკა ლეირია 0,5

ნუნუ კეოლიო აკადემიკა თავ. აგენტი

არტურ მორაეში ბრაგა

ნოლიტო (ესპ) ბარსელონა II

როდრიგო მორა (ურუგ) დეფენსორი

ხოან კაპდევილა ვილიარეალი

წავიდნენ: ველდონი, ნუნუ გომეში, ლუიშ ფილიპე, ჟოაო პერეირა, მარიო რუი, სანა კამარა, ანდრე კარბალიაში, ფრედი ადუ, რობერტო ხიმენესი, ჟოზე მორეირა, ფაბიო კოენტრაო, ხავიერ ბალბოა, ჟორჟე რიბეირო, ჰასან იებდა, ივან სანტოსი, აბელ პერეირა, ანდრე სოარესი, იან ობლაკი, ევანდრო ბრანდაო, ლიონელ კაროლე, ელვისი, დანიელ ვასი, აირტონი, ფრანკო ხარა, სიდნეი, ხოსე ლუის ფერნანდესი, კარლუშ მარტინში, ჟულიო სეზარი, როდერიკი, ნუნუ კოელიო.

ბენფიკა 2011/12

მეკარეები: არტურ მორაეში (ბრაზილია, 30), ედუარდო (29), მიკა (20), ბრუნო ვარელა (16).

მცველები: ემერსონი (ბრაზილია, 25), მაქსი პერეირა (ურუგვაი, 27), მიგელ ვიტორი (22), ხოან კაპდევილა (ესპანეთი, 33), ლუიზაო (ბრაზილია, 30), ესეკილ გარაი (არგენტინა, 24), ჟარდელი (ბრაზილია, 25).

ნახევარმცველები: რუბენ ამორიმი (26), ბრუნო სეზარი (ბრაზილია, 22), ნიკოლას გაიტანი (არგენტინა, 23), დავიდ სიმაო (21), ენცო პერესი (არგენტინა, 25), ხავი გარსია (ესპანეთი, 24), პაბლო აიმარი (არგენტინა, 31), ნემანია მატიჩი (სერბეთი, 23), აქსელ ვიტსელი (ბელგია, 22), რუბენ პინტო (19).

თავდამსხმელები: ოსკარ კარდოსო (პარაგვაი, 28), როდრიგო (ესპანეთი, 20), ხავიერ სავიოლა (არგენტინა, 29), ნოლიტო (ესპანეთი, 24), როდრიგო მორა (ურუგვაი, 23), ნელსონ ოლივეირა (პორტუგალია, 20).

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი

ლიგა საგრეშის ტოპ-10 ტრანსფერი

(მივიდნენ)

ფეხბ. საიდან სად თანხა

1. დანილო სანტოსი პორტუ 13 მლნ. ევრო

2. ალექს სანდრო დეპ. მალდონადო პორტუ 9,6

3. აქსელ ვიტსელი სტანდარდი ბენფიკა 9

4. ელიასი ატლეტიკო სპორტინგი 8,8

5. ელიაკიმ მანგალა სტანდარდი პორტუ 6,5

6. სტივ დეფური სტანდარდი პორტუ 6

7. ესეკილ გარაი რეალი ბენფიკა 5,5

8. ბრუნო სეზარი კორინთიანსი ბენფიკა 5,3

9. რიკი ვან ვოლფსვინკელი უტრეხტი სპორტინგი 5,1

10. ნემანია მატიჩი ჩელსი ბენფიკა 5

ლიგა საგრეშის ტოპ-10

(წავიდნენ)

ფეხბ. საიდან სად თანხა

1. რადამელ ფალკაო პორტუ ატლეტიკო 40 მლნ. ევრო

2. ფაბიო კოენტრაო ბენფიკა რეალი 30

3. რობერტო ხიმენესი ბენფიკა სარაგოსა 8,6

4. სილვიო ბრაგა ატლეტიკო 8

5. რუბენ მიკაელი პორტუ ატლეტიკო 5

6. იანიკ ჯალო სპორტინგი ნიცა 4,5

7. ჟულიო ალვეში რიუ ავე ატლეტიკო 2,5

8. შიმონ ვუკჩევიჩი სპორტინგი ბლექბერნი 2,3

9. რუი მიგელი გიმარაეში კრასნოდარი 1

10. ელდერ პოშტიგა სპორტინგი სარაგოსა 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის