მანუჩარ მარკოიშვილი "კანტუსთან" რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება მოასწრო და პირველ საკონტროლო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა
იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდები გამალებით ემზადებიან ახალი სეზონისთვის. ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე კალათბურთელები კლუბებს ცოტა დაგვიანებით შეუერთდნენ.

მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების წევრები. მანუჩარ მარკოიშვილი იტალიაში საქართველოდან 18 სექტემბერს ჩავიდა, "კანტუსთან" რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება მოასწრო და პირველ საკონტროლო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

"კანტუ" "ჩინლანდიას თასისთვის" მატჩში "მონფერატოს" დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა და "მონფერატოს" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა (30:29). მეორე ტაიმი მანუჩარ მარკოიშვილმა ორქულიანით გახსნა, "კანტუ" 31:30 დააწინაურა და მას მერე ლურჯ-თეთრებს ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ. საბოლოოდ 65:58 მანუს თანაგუნდელთა სასარგებლოდ.

ქართველმა უკანახაზელმა მატჩი 4 ქულით დაასრულა, ყველაზე მეტი კი ურუგვაელმა ნიკოლა მაზარინომ ჩააგდო - 13. საყურადღებოა, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ კანტუელთა შარშანდელ ბომბარდირ ლეუნენსა და ახალწვეულ ბაზილეს.

"კანტუ" იტალიის ჩემპიონატის პირველ მატჩს კრემონას "ვანოლისთან" სტუმრად 9 ოქტომბერს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა