ქართველი კალათბურთელი "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ანგარიშზე 3 ქულა მიითვალა
იტალიის უმაღლეს ლიგაში წლეულს გადასული "დინამო სისარი" საკონტროლო შეხვედრებში დამაჯერებელ თამაშს უჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მეტრეველის თანაგუნდელებმა თურქულ "ბეშიქთაშთანა" და იტალიურ "მილანთან" ღირსეულად იბრძოლეს, 21 სექტემბერს კი კიდევ ერთ ევროგრანდს დაუდგნენ ვაჟკაცურად: ევროლიგის წარმომადგენელ "ოლიმპიაკოსს" პირველი ტაიმიც მოუგეს და მეოთხე პერიოდის წინაც ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ბოლო რაუნდში ბერძნებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და 62:61 გაიმარჯვეს.

ნიკა მეტრეველი "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მესამე პერიოდში საჯარიმოს ხაზიდან დინამოელები 44:37 დააწინაურა.

საბოლოოდ ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 3 ქულა დაფიქსირდა. მეტრეველის თანაგუნდელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ქუინტონ ჰოსლიმ 11 ქულა მიითვალა და ტრევის დიენერთან ერთად "დინამო სისარის" თანაბომბარდირი გახდა. მატჩის სნაიპერი კი "ოლიმპიაკოსის" ამერიკელი ლეგიონერი კალინ ლუკასი გახდა - 16 ქულა.

დღეს დინამოელები "კალიარის თასის" ნახევარფინალს ითამაშებენ. მათი მეტოქე სერბული "პარტიზანი" იქნება. ტურნირის ფინალი 24 სექტემბერს შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის