ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გია ცეცაძე: ქართული ცეკვაც შეტევაა, ეს ჩვენი სტილია

გია ცეცაძე: ქართული ცეკვაც შეტევაა, ეს ჩვენი სტილია

გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი "ზესტაფონთან" 4:0 მოგებულ თამაშსა და გუნდის სათამაშო სტილზე საუბრობს
მესამე ტურის გამოტოვებული შეხვედრაში გორის "დილამ" "ზესტაფონი" გასვლაზე 4:0 გაანადგურა. ამას სენსაციური შედეგიც აღარ ჰქვია. ისიც ფაქტია, რომ სამწვრთნელო სარბიელზე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა სპეციალისტი, 37 წლის გია ცეცაძე გამოჩნდა, რომელიც გორის "დილას" შემტევ ფეხბურთს ათამაშებს.

ინებეთ სტატისტიკა და არა ლირიკა - მერვე ადგილოსანმა "დილამ", თბილისის "დინამოს" შემდეგ (12 გოლი), ყველაზე მეტი (11) გოლი გაიტანა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ გუნდში ბევრი რიგითი მოთამაშე საკმაოდ კარგად გამოჩნდა. ესეც მწვრთნელის დამსახურებაა.

ცეცაძეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებაც გააჩნია, თუ რატომ ათამაშებს "დილას" ამგვარად. მანამდე კი ბოლო მატჩზე ვილაპარაკეთ.

- "ზესტაფონში" ძალიან უცნაური ამბავი მოხდა.

- "ზესტაფონი" ძლიერი გუნდია და ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ავარჯიშებს, მაგრამ ბიჭებს ვუთხარი, რადგან ჩვენზე მდიდრები არიან, ამის გამო თავს ნუ დაუხრით-მეთქი. მთავარია მოედანზე საბრძოლო განწყობით გახვიდე და მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაში მოახვიო. შენ რომ "მარშუტკით" მგზავრობ, სულაც არ ნიშნავს, რომ "პორშეს" პატრონზე უნიჭო ხარ - ისიც "მარშუტკით" მგზავრობდა, მაგრამ მოინდომა, ივარჯიშა და ასე გადაჯდა "პორშეში".

გამახარა მაყურებლის რეაქციამ - ზესტაფონელებმა ტაშით გამოგვაცილეს. გინდა არ გინდა, ყურს მაინც ხვდება ხალხის შეძახილები და ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ გამიგონია. თუმცა გაორებული გრძნობით წამოვედი, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი ჩემი ძმაკაცი გია ჭიაბრიშვილია და ბოლომდე ბედნიერი არ ვიყავი. იშვიათად არის მატჩი, როდესაც ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდის, მეორეს კი არაფერი და მაინცა და მაინც ჩემი ძმაკაცის გუნდის წინააღმდეგ გვქონდა ეს თამაში.

- ამ მატჩის შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ "დილა" "დაიქოქა"?

- ამ ლამაზი გამარჯვების შემდეგაც ამაყი მზერით არ მინდა ვთქვა, რომ გუნდს პრობლემები აღარ აქვს. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ დრო გვჭირდებოდა და "დილა" ათამაშდებოდა, რადგან არც ერთ წაგებულ მატჩში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონია და ჩვენივე გამოუცდელობით დავმარცხდით, მათ შორის, თბილისის "დინამოსთანაც".

- საერთოდ, "დილამ" საკუთარი სტილი შეიძინა, როდესაც ჩვენში კლუბების უმრავლესობა უფერულია. შემტევი ფეხბურთი აშკარად გიყვართ.

- ფეხბურთში რომელი გუნდები და მოთამაშეები მოგვწონს? შემქმნელები და შემტევები, შემთხვევით ვიღაცას ბურთი რომ მოხვდება და გაიტანს, ეს ფეხბურთი არაა. ბავშვობიდან იმიტომ მომწონდა თბილისის "დინამო", ჰოლანდიის ნაკრები და "ბარსელონა", რომ მათი ლაღი თამაში სიამოვნებას მანიჭებდა. გავიხსენოთ, როდის იყო ქართული ფეხბურთი ყველაზე წარმატებული? როდესაც შემტევი სტილით თამაშობდა. ასე იყო ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, 13 მაისის თაობით დასრულებული. მართალია, ცხადაძე-არველაძე-ნემსაძე-ჯამარაულის თაობას წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდა.

ეს დიდი და საინტერესო თემაა, რომელზე ფიქრის დროსაც წარსულს, ისტორიას და ჩვენი ხალხის ხასიათს ვაანალიზებ; ვინც არ გაითვალისწინებს, ძალიან შეცდება. გენეალოგიაც კი გვკარნახობს, რომ ჩვენ ასეთი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ჯერ ქართველს გერმანელის ნებისყოფა არ აქვს და არც "ფიზიკა", დაცვაში ჩამჯდრებმა ხანგრძლივ შეტევებს რომ გავუძლოთ, ქართველის სტიქია კი შეტევაა. აიღეთ ჩვენი ცეკვები, ხორუმი, აჭარული, მთიულური - სულ შეტევაა და შეუძლებელია ფეხბურთში ეს არ გაითვალისწინო, რადგან ჩვენი შემოქმედება ქართულ ხასიათს ასახავს.

ამიტომაც არ მესმის, რატომ უნდა ვითამაშო "მეორე ნომრად", როდესაც ასე ვერც ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებ, ვერც მაყურებელს გავახარებ და საკუთარ ბუნებასაც ვეწინააღმდეგები. სანამ ჩვენ "მეორე ნომრობას" არ შევეშვებით და საკუთარ ძალებს არ ვირწმუნებთ, არაფერი გვეშველება. სამწუხაროდ, ბევრ მოთამაშეს აქვს სინდრომი, რომ უფრო მაღალანაზღაურებად ჩემპიონატებში უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ, თავად კი ფასი არ აქვთ. ამ დროს, უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ხორვატიის ჩემპიონატებში მხოლოდ მეტი ფული ტრიალებს, მეტი არაფერი. თოფი რომ დამადონ, საპირისპიროში ვერ დამარწმუნებენ, რადგან ნიჭი ფულზე არ არის დამოკიდებული.

მაგრამ მათი ფეხბურთი სისტემაშია მოქცეული, ჩვენ კი განვითარების გეგმაც არ შეგვიდგენია, ამ მონახაზით ყველამ რომ ვიმუშაოთ და ქართული ფეხბურთის რეალური პოტენციალი გამოვავლინოთ, ვისწავლოთ ორგანიზებული თამაში და შეტევა ქაოსში არ გადაგვეზარდოს.

- გულშემატკივარი კარგად არც გიცნობთ, რადგან დიდი ფეხბურთი არ გითამაშიათ . მწვრთნელობა როგორ დაიწყეთ?

- 35-ე სკოლაში თემურ ლორთქიფანიძესთან 16 წლამდე ვვარჯიშობდი, მერე რადგან ჯერ თბილისის ომი დაიწყო, მერე სამოქალაქო და ამ უბედურებაში არავის გვეფეხბურთებოდა, ვარჯიშს მეც შევეშვი. გულახდილად რომ ვთქვა, დიდი ნიჭიც არ მქონია და გულშემატკივრად დავრჩი, მაგრამ ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და გული სულ მოედნსიკენ მიმიწევდა. მახსოვს, ბუცები ვიყიდე, "შიპები" შევაჭერი და ასე დავდიოდი, ფუტსალის გუნდშიც ვთამაშობდი.

მერე მეგობრებთან ერთად ბიზნესის წამოწყება ვცადე, მაგრამ გული მაინც ფეხბურთისკენ მიმიწევდა. მწვრთნელობა 2000 წელს სკა-ს სტადიონზე საფეხბურთო სკოლაში ცხონებულმა კოტე ჯალიაშვილმა დამაწყებინა, მე და გელა სანაია ვეხმარებოდით, წელიწადნახევარი უხელფასოდ ვმუშაობდი. 2002 წელს "ბ" კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია ავიღე, 2003 წელს კი "ოლიმპში" გადავედი და 1993-წლიანებში თემურ ფოცხვერიასთან ვმუშაობდი, დამოუკიდებლად კი 1994-წლიანებს ვავარჯიშებდი. 2008 წელს გიორგი დევდარიანი 16-წლამდელებში დანიშნეს და ასისტენტად მიმიწვია. იმავე პერიოდში ფოცხვერია "საბურთალოში" გადავიდა და მალე მეც გავყევი, "ა" კატეგორიის ლიცენზიაც ავიღე.

მიხარია, ასეთ ნიჭიერ მწვრთნელებთან რომ ვმუშაობდი, ეს არის თანამოაზრეთა წრე და, მიმაჩნია, რომ ხალასი, ლაღი ფეხბურთის მიმდევრები არიან და უნიჭიერესი მოთამაშეებიც გაუზრდიათ. თითოეული მათგანისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. დევდარიანი დღემდე მეხმარება, ხშირად ვეკითხები აზრს, რადგან კამათისა და აზრთა გაცვლისას ბევრს ვიგებ და ვიხვეწები.

აქვე ვიტყვი, გვერდში ჩემი ბავშვობის მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე რომ არ მყავდეს, გორის "დილა" ასეთი გუნდი არ იქნებოდა. ის იყო ძალიან სერიოზული საბავშვო სპეციალისტი, ავარჯიშებდა ქინქლაძეს, ანჩაბაძეს, გოგობერიშვილს, დავითაშვილს, დათუაძეს ... ახლა ფიზმომზადებაში გვეხმარება და მომზადების ისეთ მეთოდებს იყენებს, რაც ევროპაში თანამედროვედ ითვლება. თბილისის "დინამოსთან" და "ზესტაფონთან" კი ფიზიკურად არაფერი დაგვითმია, ამ უკანასკნელთან ბიჭებს დაღლაც არ დაეტყოთ, რადგან თემურმა მშვენივრად მოამზადა. მერე იტყვიან, ჩვენ სპეციალისტები არ გვივარგაო. ლორთქიფანიძე და ივანე ლუცენკო თუ დილეტანტები არიან, მაშინ საქართველოში მათზე უკეთესი პროფესიონალები მაჩვენეთ და ხელებს ავწევ. აქაც იგივე სინდრომია, რაც ფეხბურთელებთან მიმართებაში - ჩვენებს, რატომღაც, უცოდინრებად თვლიან. ესეც "მეორე ნომრის" სინდრომია, რომელიც მალე უნდა მოვიშოროთ. საუკეთესო მწვრთნელები გვყავს და არ ვაფასებთ.

- და ბოლოს: შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი "დილას" დაფინანსებას აპირებს?

- პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ის ვიცი, რომ კლუბის ანგარიშზე თანხა ზის და გარკვეული პერიოდი გვეყოფა. გუბერნატორი ახალი დანიშნულია და, ალბათ, ჯერ სხვა საკითხებს გაარკვევენ და მერე მოგვხედავენ. თუმცა დამაიმედებელი ხმები მოვიდა, რომ ბიუჯეტის გაზრდაზეც კი ფიქრობენ და ჩვენც ეს გვინდა - ფეხბურთში ფულს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mm

ნახეთ რა ამ კაცის გუნდი, მაგრად ისიამოვნებთ, მაგარი აზრიანი კაცია, გენაცვალე ქართველო კაცო, ასე გაგარზელე რა და ნუ გაიკარებ გულში ეჭვს, რომ ეს ფეხბურთი წამგებიანია. შენ ყევლაზე რთული გზა აირჩიე და არა ისეთი, "მეორე ნომრის", უსახური ფეხბურთის მიმდევრებს რომ ახასიათებთ.

• leo-dzia

mtavaria xelshewyoba ar moaklon am kacs da gunds. Komentarebzec etyoba xalxi rogor uchers mxars am yvelafers da shevuwyot xeli. Warmatebebi!

• Mentalitet

აი ქართველი და პურის მჭამელი კაცი.. ძლივს გამოჩნდა ერთი კაცური მწვრთნელი რა, ჩემპიონატში.. ამ ხალხს მოუსმინეთ, გიორგი დევდარიანს რომ "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" ავით ახვეწნინებთ და ყურს არ იღებთ!! ერთიანი ქართული საფეხბურთო სისტემა უნდა შეიქმნას და ყველა ნაკრებმა ეგ უნდა ითამაშოს ყოველთვის!! როგორც ესპანელებს აქვთ

• parma

ბედნიერი ვარ დილას ასეთი აზროვნების მწვრთნელი რომ ჰყავს და იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს დარჩება დილაში.... წინ დილა, დილა წინ !

• dato

მართალი ხარ გია. შეტევაა საჭირო, პასის მიცემა და სირბილი თუ არ იცის ფეხბურთელმა და კარში დარტყმა იმას რა დაცვითი თამაშით მოაგებინებ? ნაკრებისთვის ასე უნდა მომზადდნენ ბავშვები.

• xuta

ძალიანაც სწორად აზროვნებს ეს ადამიანი. მე თუ მკითხავთ, მწვრთნელები აკომპლექსებენ ფეხბურთელებს, რომ რაღაცა არ შეუძლიათ ქართველებს. მიდი გია, მაგარი კაცი ხარ. ყველაფერი შეგვიძლია და ეს უიმედობა და საკუთარი ტ=თავისადმი რწმენის არქონა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ.

• gigi

მაგარი კაცი ხარ გია ყველაფერში გეთანხმები ძალიან სწორად აზროვნებთ და წარმატებებს გისურვებთ გორის დილა ნამდვილად კარგ ფეხბურთს თამაშობს

• Burton

მართლა ყოჩაღ ცეცაძეს. მაგარი კაცი ყოფილა, ყველაფერი სწორად ილაპარაკა. რა კარგი მაგალითი მოიყვანა ცეკვასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი შემთხვევითი არაა! ეს ასახავს ჩვენს ხასიათს! უნდა გაიგონ ყველამ, რომ დაცვის თამაში არ ზის ჩვენში! ასევე ვეთანხმები ცეცაძის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან "შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს".. რაც ძალიან ცუდია!

• უძლევი

ცეცაძეს ყოჩაღ! ზესტაფონის მწვრთნელს მასტერკლასი ჩაუტარა :) დილას თამაშის ყურება ზესტაფონთან ერთი სიამოვნება იყო. ლამაზი, სწრაფი კომბინაციები, ზუსტი პასები. ფიზიკურადაც უკეთესად გამოიყურებოდნენ ზესტაფონელებთან შედარებით. მშვენიერი შემტევი ფეხბურთი აჩვენეს. აბა რა, ასეც უნდა! დილას მორიგი მსხვერპლი დინამო იქნება, ასეთი პირი უჩანს;) წარმატებებს ვუსურვებ დილას!

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია