"კრასნოდარის" თავკაცმა მოსკოვის "სპარტაკთან" მატჩის წინ გუნდის ქართველ ლეგიონერებზე: მარცვალაძესა და ამისულაშვილზე ისაუბრა
"კრასნოდარის" მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში მოსკოვის "სპარტაკთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა.

კრასნოდარელთა თავკაცს შეკითხვები გუნდის ქართველ ლეგიონერებზე, მცველსა და კაპიტანზე ალექსანდრე ამისულაშვილსა და თავდამსხმელ ოთარ მარცვალაძეზეც დაუსვეს, რომელიც "კრასნოდარმა" "ვოლგადან" ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრის დროს შეიძინა.

- კმაყოფილი ხართ გუნდის ახალწვეულით, ტექნიკური მარცვალაძით?

- დიახ მარცვალაძე ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენი გუნდის თამაშს მალევე შეეწყო. ამასთან, ძალიან კარგად ესმის, რას ვითხოვ მისგან.

ბოლო თამაშში "ტომთან" ის მეტოქის კარში გატანილ ერთბაშად სამ გოლში მონაწილეობდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი გადმობირებით რეალურად გავძლიერდით.

- "სპარტაკთან" მატჩში გაფრთხილებების გამო ვერ ითამაშებს ამისულაშვილი. ეს სერიოზული მინუსია?

- ისეთი აღარ, როგორიც უწინ. სეზონის დასაწყისში ჩვენი დაცვის ცენტრში მუდამ ამისულაშვილი-ტუბიჩის წყვილი მოქმედებდა. მას შემდეგ, რაც აპრილში ალეკო დაგვიშავდა, დაცვაში ახალი ფორმულის მოძიება ვერაფრით მოვახერხეთ. დღეს უკვე გვყავს ფეხბურთელი, ვინც მას შეცვლის – ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელი მარტინოვიჩი, რომელიც კარგ ფორმაშია.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა