"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ორგზის მონაწილე კალათბურთელი მარკუს კემბი პოლიციამ მარიხუანას შენახვისთვის დააპიტიმრა
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ორგზის მონაწილე მარკუს კემბი პოლიციამ მარიხუანას შენახვისთვის დააპიტიმრა.

შუაღამით პოლიციამ დარღვევისთვის გააჩერა შავი "პორშე".

კემბისთან და მის მგზავრთან კენდელ ჯონსონთან საუბრისას პოლიციელებმა მარიხუანას სუნი იგრძნეს. კალათბურთელმა მათ "პორშეს" სალონის დათვალიერების უფლება მისცა და სამართალდამცავებმა მარიხუანას რამდენიმე სიგარეტი და ამავე ნივთიერებით სავსე პაკეტები იპოვნეს, რომელიც წინა სავარძლის ქვეშ იყო დამალული. ორივე ეჭვმიტანილი ამტკიცებდა, რომ მარიხუანა მათ არ ეკუთვნოდათ.

კემბი და ჯონსონი დააპატიმრეს და ნარკოტიკისგან თავისუფალ ზონაში მარიხუანას შენახვისთვის ბრალი წაუყენეს. მოგვიანებით 2 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ ორივენი თავდებით გაანათავისუფლეს. თუ კემბის დანაშაული დაუმტკიცდა, მას ერთწლიანი პატიმრობა და 4 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კალათბურთელსა და მის მგზავრს, შესაძლოა, დამატებითი ბრალდებებიც წაუყენონ, რადგან დაპატიმრება სკოლის გვერდით მოხდა.

ამასობაში, ქალაქ სან დიეგოს სასამართლო ვინმე ტომას ჰაგოსის სარჩელს განიხილავს. ეს პიროვნება აგვისტოში მომხდარი ინციდენტის გამო "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერს კობი ბრაიანტს უჩივის.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის აგვისტოში, კალიფორნიის შტატის ქალაქ კარმელ ველის ერთ-ერთ ეკლესიაში ჰაგოსსა და ბრაიანტს შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. კალათბურთელმა 20 წლის ბიჭს მობილური ტელეფონი გამოსტაცა, რადგან ჩათვალა, რომ ის ნებართვის გარეშე უღებდა კალათბურთელს ფოტოს ან ვიდეოს. როცა კობიმ ტელეფონში თავისი ვარაუდის დამამტკიცებელი ფაქტები ვერ იპოვნა, მობილური პატრონს დაუბრუნა და ეკლესიიდან გავიდა.

ჰაგოსმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ, როცა ბრაიანტმა ტელეფონი გამოსტაცა მას მაჯა დაუზიანდა და ექიმის დახმარება დასჭირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა