მასტერსის სერიის მორიგი ტურნირი, რომელიც სულ მალე უნდა გაიმართოს ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ორი ვარსკვლავის გარეშე რჩება
მასტერსის სერიის მორიგი ტურნირი, რომელიც სულ მალე უნდა გაიმართოს ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ორი ვარსკვლავის გარეშე რჩება.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩინეთში სათამაშოდ არ გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ფედერერმა დევისის თასის მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვეიცარიას ავსტარალიის ნაკრების ძლევასა და მსოფლიოს ჯგუფის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

"საკუთარ გუნდთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე არ ვითამაშო შანხაის მასტერსზე. მიზეზი ის არის, რომ დატვირთული ზაფხულის შემდეგ დასვენება მჭირდება. გარდა ამისა, მცირე ტრავმები მაწუხებს და თავისუფალ დროს მათ მკურნალობას მოვახმარ", - ამბობს ფედერერი ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

"შანხაისთან ყოველთვის კარგი მოგონებები მაკავშირებდა. სამწუხაროდ, ამ ბრწყინვალე ტურნირის გამოტოვება მიწევს და მოვიწყენ იქაური პუბლიკის გარეშე. მომავალ წელს იქ აუცილებლად დავბრუნდები", - აცხადებს "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ როჯერმა ორჯერ მოიგო შანხაიში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი (2006, 2007), შარშან კი ფინალში დამარცხდა ბრიტანელ ენდი მიურეისთან.

როგორც იცით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ შანხაის მასტერსზე არ ტრავმის გამო არ ითამაშებს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა