აზერბაიჯანი 9 მილიონად ზაფხულის თამაშების ორი მედლის ყიდვას ცდილობდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამოძიების ჩატარებას აპირებს სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) წინააღმდეგ.

ეს ორგანიზაცია ეჭვმიტანილია აზერბაიჯანის მხრიდან რამდენიმე მილიონი დოლარის მიღებაში. ამ თანხის სანაცვლოდ AIBA-ს ლონდონის ოლიმპიადის ორი ოქროს მედალი უნდა გაეხერხებინა აზერბაიჯანელებისთვის. ამ სკანდალურ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

სპორტული ჩინოვნიკების მოსყიდვის ფაქტი BBC-ის რეპორტიორებმა ჟურნალისტური გამოძიების დროს ამოქექეს. ბრიტანული ტელეკომპანიის მონაცემებით, აზერბაიჯანელმა ინვესტორმა თანხა მსოფლიოს საკრივო სერიას (WSB) გადაურიცხა, რომლის ტურნირებიც AIBA-ს ეგიდით იმართება.

სამოყვარულო კრივის ასოციაციამ დაადასტურა, რომ რომელიღაც აზერბაიჯანელმა ფინანსური დახმარება გაუწია სამოყვარულო საკრივო ორგანიზაციას - მან ცხრა მილიონი დოლარი გადაურიცხა AIBA-ს. მაგრამ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების განცხადებით, იმის მტკიცება, რომ ეს ფული 2012 წლის ზაფხულის თამაშების ოქროების სანაცვლოდ იყო ჩარიცხული, სრული სისულელეა. ადრე WSB-ის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ორგანიზაციამ ფული შვეიცარიული კომპანიისგან მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, AIBA-ს აღნიშნული თანხა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელმა კამალადინ ჰეიდაროვმა გადაურიცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა