ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იქნებ "ლევერკუზენმა" ივაჟკაცოს?

იქნებ "ლევერკუზენმა" ივაჟკაცოს?

გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტურის წინ: მაგრამ როგორ? ლევერკუზენის "ბაიერს" მიუნხენში 21 წელია არ გაუმარჯვია!
გუშინ

შტუტგარტი-ჰამბურგი 1:2

დღეს

შალკე-ფრაიბურგი 17:30

ტრავმა: ესკუდერო, ჰუგლანდი, ყენია, მორავეკი - ფერატი, როზენტალი, რაიზინგერი

მაინცი-ბორუსია (დ) 17:30

ტრავმა: სალაი - კოხი, ოვომოიელა, შმელცერი, ბაკალორცი

ვოლფსბურგი-კაიზერსლაუტერნი 17:30

დისკვალიფიკაცია: ჰიტცი (ვოლფსბურგი)

ტრავმა: კრისი, ჰიტცლშპერგერი, ჰლები, კალენბერგი, სალიჰამიჯიჩი - ორბანი, შიმუნეკი

ბორუსია (მ)-ნიურნბერგი 17:30

ტრავმა: ბრუვერსი - რაკოვსკი, რ. შეფერი, ნილსონი, დიდავი

აუგსბურგი-ჰანოვერი 17:30

დისკვალიფიკაცია: ს. ლანგკამპი - სობიეხი

ტრავმა: რაინჰარდტი, ვერჰეგი, ბა, მ. ნდიენგი, სინკალა, ს. ჰაინი, მაიერი, იორლი - მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი, შტოპეკლამპი, აბდელაუ

ბაიერნი-ლევერკუზენი 20:30

დისკვალიფიკაცია: კადლეცი, შიურლე (ორივე ლევერკუზენი)

ტრავმა: ბრენო, ოლიჩი - ადლერი, ბალაკი, ოჩიპკა, ბარნეტა, ორტეგა

ხვალ

კიოლნი-ჰოფენჰაიმი 17:30

დისკვალიფიკაცია: ბრეჩკო (კიოლნი)

ტრავმა: ჟერომელი, ჯემალი, პეტიტი - გულდე, იაისლე, ჯონსონი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი, ვაისი, იბიშევიჩი

ვერდერი-ჰერტა 19:30

დისკვალიფიკაცია: ვიზე (ვერდერი)

ტრავმა: ბიონიში, სილვესტრი, სოკრატისი, ბოროვსკი, ავდიჩი - შულცი

ამ კვირაში ბუნდესლიგის ორმა ამბიციურმა გუნდმა მწვრთნელები დაკარგა. თუკი „ჰამბურგში“ მიხაელ იონინგი ბოსებმა გაუშვეს, „შალკედან“ რალფ რანგნიკი თავისი ნებით წავიდა - „პროფესორი“ უკიდურესად გადაღლილი იყო. „ჰამბურგი“ დროებით როდოლფო ესტებან კამბიასომ ჩაიბარა და პირველი გამოცდა გუშინ ჰქონდა, გელზენკირხენულ კლუბს კი დროებით ზეპო აიხკორნი ავარჯიშებს და რანგნიკის წასვლით გამოწვეულ შოკში ჩავარდნილი „ხუმარები“ დღეს „ფრაიბურგს“ უმასპინძლებენ. ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს „მაინცისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ დაპირისპირებაც, „გლადბახს“ აღმაფრენის გაგრძელება „ნიურნბერგთან“ საშინაო შეხვედრაში სურს, ტურის ცენტრალური მატჩი კი ხვალ, მიუნხენში გაიმართება: „ბაიერნი“-„ლევერკუზენი“.

როგორ გადაიტანს შალკე შოკს?

რანგნიკის წასვლის შემდეგ, „შალკეს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის ფუნქციების შესრულება დროებით ზეპო აიხკორნს დაავალეს. იმის გამო, რომ „შალკეში“ „პროფესორ რალფის“ გადადგომას არავინ ელოდა, გამორიცხული არაა, რომ ფეხბურთელებს ამ ამბავის გადატანა გაუჭირდეთ. მიუხედავად ამისა, „ფრაიბურგთან“ საშინაო მატჩში გელზენკირხენელები მაინც ფავორიტებად არიან შერაცხულები. „ფრაიმ“ წინა ტურშიც წააგო (1:2 „შტუტგარტთან“) და ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს. მეტიც, ბრაისგაუელებს 18 გოლი აქვთ გაშვებული, ანუ, ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი მიიღეს. ამის ფონზე, მცველ ფერატის ტრავმა მარკუს ზორგის გუნდისთვის ორმაგად მტკივნეულია.

შარშანდელი გმირები ერთმანეთის წინააღმდეგ

„მაინცი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ ერთმანეთს ხვდებიან და ერთნაირი ამოცანის წინაშე დგანან: ორივე გუნდს მდგომარეობა აქვს გამოსასწორებელი და თანაც სასწრაფოდ. შესაძლოა, „მაინცისა“ და „დორტმუნდის“ დღევანდელი მდგომარეობა შარშანწინ ან იმის წინ კატასტროფად არავის აღექვა, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წინა სეზონში ორივე გუნდი გმირი იყო, წელს ფანებიც და ექსპერტებიც მინიმუმ იგივეს გამეორებას ელოდებოდნენ. „მაინცმა“ წინა ტურში „კაიზერსლაუტერნთან“ დერბი წააგო და საერთოდ, საკუთარ მოედანზე ჩატარებულ სამივე შეხვედრაში დამარცხდა. შარშან ამ დროს კი თომას ტუხელის გუნდი დაფრინავდა - კარნავალელებს ექვსიდან ექვსივე თამაში მოგებული ჰქონდათ.

ტუხელი „მაინცისთვის“ დამახასიათებელი ვნებიანი და ზომიერად აგრესიული ფეხბურთის პოვნას „დორტმუნდთან“ მატჩში კიდევ ერთხელ შეეცდება. გერმანიის ჩემპიონმა წინა ტურში „ჰანოვერთან“ თამაში 116 წამში წააგო, რაც „ბორუსიასთვის“ გასულ სეზონში უცხო ხილი იყო. დღეს ჩემპიონებს მარსელ შმელცერიც არ ეყოლებათ. გაგახსენებთ, რომ მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს ის ფაქტორი, რომ დორტმუნდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი „მაინცში“ საკულტო ფიგურაა.

ვოლფსბურგი: კიდევ ერთი შანსი ჰელმესსა და ბენალიოს?

ორი კვირის წინ, „შალკესთან“ გამარჯვების შემდეგ, „ვოლფსბურგის“ ფანებს იმედი ჰქონდათ, რომ ფელიქს მაგათის გუნდი აღმასვლას დაიწყებდა, მაგრამ ოცნების კოშკები წინა ტურში დაემსხვრათ: „მგლები“ „ჰოფენჰაიმთან“ 1:3 დამარცხდნენ. დღეს „ვოლფსბურგი“ „კაიზერსლაუტერნს“ მასპინძლობს და ამ მატჩისთვის მოსამზადებელ პერიოდში მაგათის გუნდმა ყველასათვის უცნობ გუნდს ლიუნებურგის „აინტრახტთან“ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც 12:0 მოიგო.

მოკლედ, „მგლებმა“ ჯავრი ლანდესლიგის წარმომადგენელზე ამოიყარეს. საინტერესო ისაა, რომ ლიუნებურგელებთან პატრიკ ჰელმესმა 6 გოლი გაიტანა და გამორიცხული არაა, რომ ამის შემყურე მაგათმა პატრიკი პირველ გუნდში დააბრუნოს. ახალ შანსს სავარაუდოდ მეკარე დიეგო ბენალიოც მიიღებს, რადგან ჰიტცი დისკვალიფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ „ლაუტერნში“ შვებით ამოისუნთქეს - „ეშმაკებმა“ წინა ტურში „მაინცთან“ 3:1 გაიმარჯვეს და „ფოლკსვაგენ არენაზე“ კმაყოფილები და თავდაჯრებულები გავლენ.

დავაკვირდეთ გლადბახს

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მოულოდნელი აღმაფრენა ჰამბურგშიც გაგრძელდა - ლუსიენ ფავრის ბიჭებმა კრიზისში მყოფ HSV-ს მისსავე მოედანზე 1:0 მოუგეს. ახლა „გლადბახი“ მესამე ადგილზეა და დღეს „ნიურნბერგს“ უმასპინძლებს. დიდი შანსია, რომ „ბორუსიას“ თავდამსხმელი მაიკ ჰანკე დაუბრუნდეს, რომელმაც ტრავმა თითქმის მოიშუშა. ნიურნბერგელებიც საკმაოდ კარგ ფორმაში არიან - იმდენად კარგში, რომ ერთი კვირის წინ მეორეადგილოან „ვერდერთან“ 1:1-ით უკმაყოფილოები დარჩნენ. „ფრანკებს“ თავდასხმის ხაზი ბოლომდე შეევსოთ: ალბერ ბუნიაკუ გამოჯანმრთელდა, ტომას პეკჰარტმა კი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

როდის მოიგებს აუგსბურგი?

ყველა ხვდებოდა, რომ სადებიუტო სეზონში „აუგსბურგს“ ბუნდესლიგაში მაგრად გაუჭირდებოდა - იოს ლუჰუკაის გუნდისგან სასწაულებს არ ველოდით. ექვსი ტურის შემდეგ „აუგსბურგს“ ჯერ კიდევ არ მოუგია და გასავარდნ ზონაშია, თუმცა სამ ფრეს კი მოუყარა თავი. ლუჰუკაის გუნდმა წინა ტურში არ წააგო და აკაკი გოგიას და კომპანიას ბერლინიდან წაღებული ქულაც აქტივში ჩაეთვალათ. მწვრთნელის თქმით, ამ თამაშმა გუნდს თავდაჯერება შემატა, რაც აუგსბურგელებს, შესაძლოა, დღეს, „ჰანოვერთან“ საშინაო შეხვედრაში გამოადგეთ.

მირკო სლომკას „წითლებმა“ ერთი კვირის წინ, ჩემპიონ დორტმუნდს თამაში ბოლო წუთებში შეუტრიალეს და კმაყოფილები არიან. თუ „ჰანოვერი“ დღესაც მოიგებს, საუკეთესო ხუთეულში მყარად მოიკიდებს ფეხს. თუმცა სლომკას საკადრო პრობლემები აქვს: თავდამსხმელი აბდელაუ და ნახევარმცველი შტოპელკამპი ლაზარეთში არიან.

ლევერკუზენს ბაიერნთან კატასტროფული ბალანსი აქვს

რაკი დღეს საღამოს ერთმანეთს „ბაიერნი“ და ტიტულის თვითმარქვია ასპირანტი „ლევერკუზენი“ ხვდებიან, მატჩი ავტომატურად ტოპ-თამაშადაა აღიარებული, თუმცა საკმარისია, ისტორიას თვალი გადავავლოთ, რომ მივხვდებით, „ბაიერნი“ აშკარა ფავორიტია და თანაც, გახსნილ ფეხბურთსაც არ უნდა ველოდოთ. იმ დროს, როცა რეკორდმაისტერს ექვსი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული და თანაც, მიუნხენელებს შესაძლოა, არიენ რობენი და მარიო გომესი დაუბრუნდნენ, „ლევერკუზენს“ ანდრე შიურლე დააკლდება.

ესეც რომ არ იყოს, „ფარმაცევტებმა“ წინა ტურში „კიოლნთან“ სამარცხვინო მარცხი (1:4) განიცადეს და უფრო უარესიც: „ბაიერს“ „ბაიერნთან“ კატასტროფული ბალანსი აქვს - ზედიზედ 21 შეხვედრაა, ლევერკუზენელებს მიუნხენში არ მოუგიათ. საინტერესო დეტალი: „ფარმაცევტებმა“ „ბაიერნი“ სტუმრად ბოლოს 1989 წელს 1:0 დაამარცხეს და გამოიცანით, ვინ იყო მაშინ მიუნხენური გრანდის მწვრთნელი... დიახ, სწორედ იუპ ჰაინკესი!

კიოლნის პირველი საშინაო გამარჯვება?

„ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივია, - თქვა ლევერკუზენში მიღწეული შესანიშნავი გამარჯვების (4:1) შემდეგ „კიოლნის“ მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა და იქვე დასძინა, - ასეთი გამარჯვება ყველაფრისთვის საუკეთესო არგუმენტია!“ „ჰოფენჰაიმთან“ საშინაო მატჩში სოლბაკენის გუნდს (თანაც, დაცვის ბურჯ ჟერომელის გარეშე, რომელიც ახალ წლამდე დაშავდა) სერიოზული გამოცდა ელის, რადგან „სოფლელები“ ძალიან კარგად გამოიყურებიან. ჰოლგერ სტანისლავსკის გუნდი ევქის ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

შააფის ლუქს-პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში ვერ მოიგო, „ვერდერში“ მაინც ყველა კმაყოფილია. 6 ტურის შემდეგ ბრემენელებს 13 ქულა აქვთ და ცხრილში „ბაიერნის“ ნომერ პირველი მდევრები არიან, დაცვა პერ მერტეზაკერის გარეშეც ნორმალურად დგას, თავდასხმაში კლაუდიო პისარო ტრავმირებული არაა და ნახევარდაცვაში კი, მარკო მარინისა და მეჰმეთ ექიჩის სახით, „მუსიკოსების“ მთავარ მწვრთნელ თომას შააფს ორი იმდენად კარგ ფორმაში მყოფი გამთამაშებელი ჰყავს, რომ აღარ იცის, რომელი ათამაშოს ხოლმე ძირითად შემადგენლობაში. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის შეცვლაც თომასს „ჰერტასთან“ მატჩში მოუწევს, მეკარე ტიმ ვიზეა. ეს უკანასკნელი წინა ტურში მოედნიდან გააძევეს. ასე რომ, „ვერდერის“ კარს დღეს მილიტცი დაიცავს. ცუდ ფორმაში არც ლევან კობიაშვილის „ჰერტაა“ - ბერლინელებს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 6 5 0 1 18:1 15

2. ვერდერი 6 4 1 1 12:6 13

3. ბორუსია (მ) 6 4 1 1 8:3 13

4. ჰოფენჰაიმი 6 4 0 2 12:5 12

5. ჰანოვერი 6 3 2 1 8:8 11

6. შტუტგარტი 7 3 1 3 10:6 10

7. ლევერკუზენი 6 3 1 2 7:7 10

8. ნიურნბერგი 6 3 1 2 6:6 10

9. შალკე 6 3 0 3 11:10 9

10. ჰერტა 6 2 3 1 8:7 9

11. ბორუსია (დ) 6 2 1 3 7:6 7

12. კიოლნი 6 2 1 3 11:15 7

13. მაინცი 6 2 1 3 8:13 7

14. ვოლფსბურგი 6 2 0 4 7:12 6

15. კაიზერსლაუტერნი 6 1 2 3 5:9 5

16. ფრაიბურგი 6 1 1 4 10:18 4

17. ჰამბურგი 7 1 1 5 8:18 4

18. აუგსბურგი 6 0 3 3 6:12 3

ბომბარდირები: 8 - გომესი (ბაიერნი); 5 - სისე (ფრაიბურგი); 4 - ბაბელი (ჰოფენჰაიმი), ჰუნტელაარი (შალკე), რობერტო ფირმინიო (ჰოფენჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!