ფრანგული პრესა ალაპარაკდა, პსჟ-მ ზამთარში შეიძლება 36 წლის დევიდ ბექჰემი გადაიბიროსო
"პარიზიენის" ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" 24 წლის თურქ თავდამსხმელ მევლუთ ერდინგს კონტრაქტი 2014 წლამდე გაუგრძელა. წინა ხელშეკრულება ფეხბურთელს 2012 წელს ეწურებოდა. შეგახსენებთ, რომ მევლუთი "პარკ დე პრენსზე" 2009 წლიდან ასპარეზობს. 55 შეხვედრაში მის ანგარიშზე 24 გოლია.

ფრანგული პრესა ალაპარაკდა, პსჟ-მ ზამთარში შეიძლება 36 წლის დევიდ ბექჰემი გადაიბიროსო. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ხმები ირიბად დაადასტურა.

მას არ განუცხადებია, მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთო, მაგრამ დასძინა, მოხარული ვიქნები თუ დევიდი პარიზში კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტსო. "ბექჰემთან ერთად "მილანში" ვმუშაობდი და მასთან მშვენიერი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელი.

დევიდი ვარჯიშობს და თამაშობს ისევე, როგორც ამას ახალგაზრდა ფეხბურთელები აკეთებენ. მე მისი ღირსებებით და ყველაფერ იმით, რაც მან ფეხბურთში გააკეთა, აღფრთოვანებული ვარ.

შეიძლება თუ არა მასთან კონტრაქტი გავაფორმოთ? კარები ღიაა, ის ბრენდია, პოპულარული ვარსკვლავია და ჩემს გუნდში მისი ხილვით ყოველთვის ბედნიერი ვიქნები. დევიდი ყოველთვის იცავს წესებს, ყურადღებით გისმენს და გუნდისთვის ყოველთვის საუკეთესო ემეტება. ჩემთვის ის მისაბაძი მაგალითია. მასთან ვმუშაობდი და ამას მასზე ამიტომაც ვამბობ," - განუცხადა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლეონარდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე