ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე იმპერატორის თასის მოგების შანსს კოკაი და გაგამარუ ინარჩუნებენ
სექტემბრის ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე იმპერატორის თასის მოგების შანსი ორ ქართველ სუმოისტს აქვს! ასეთი რამ კი არასოდეს მომხდარა.

თუმცა კოკაის (ლევან ცაგურია) შანსს მხოლოდ თეორიული ეთქმის, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კი მე-3 წაგებით მდგომარეობა გაიუარესა.

ბაშოს მიწურულს სიტუაცია დიდი ჩემპიონის გამო დაიძაბა - 11 დღის განმავლობაში მონღოლი ჰაკუჰო მშვიდად მიდიოდა მორიგ ტიტულამდე, შემდეგ კი მოულოდნელად ზედიზედ ორჯერ დამარცხდა. ახლა ის არც ერთპიროვნული ლიდერია და აღარც უპირობო ფავორიტი, იმპერატორის თასის მოგების შანსი კი სულ 9 რიკიშის აქვს, მათ შორის - ორ ქართველს.

გაგამარუ სეკივაკეებთან ვერას გახდა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა (ზუსტად ისე, როგორც დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო). 199-კილოიანმა ქართველმა კისენოსატოსთან წააგო და ახლა 10-3 ბალანსი აქვს. დღეს გაგამარუს მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰომაშოა (8-5), რომელმაც კომუსუბის ტიტული უკვე გაინაღდა. კოკაიმ მონღოლური სუმოს პიონერი კიოკუტენჰო დაამარცხა და 9-4 ბალანსი გაუხდა. დღეს "შავი ზღვა" მე-2 მაეგაშირა იოშიკაძეს შეხვდება.

მოიგო მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინმაც (ლევან გორგაძე). ჩვენებურმა ტოიოჰიბიკი დაამარცხა და დღეს კაჩი კოშის დასაბევებლად კაკურიუს დაეჭიდება.

XIII დღე: კოტოშოგიკუ-ჰაკუჰო (იორიკირი), ბარუტო-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-გაგამარუ (იორიკირი), კაკურიუ-იოშიკაძე (ოშიტაოში), ტოიონოშიმა-ტაკეკაძე (ოშიდაში), არანი-ტოკიტენკუ (იორიკირი), ჰომაშო-კიტატაიკი (ოშიტაოში), ოკინოუმი-ტოჩიოძანი (იორიკირი), ფუჯიაზუმა-ვაკანოსატო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), მიაბიამა-ამინიშიკი (ოშიდაში), გოეიდო-ასასეკირიუ (შიტატენაგე), შოტენრო-ტაკაიასუ (ოშიდაში), კიმურაიამა-ვაკაკოიუ (ცუკიტე), ტოჩინოვაკა-დაიდო (იორიკირი), ტაკანოიამა-კაისეი (უჩიგაკე), ტამაასუკა-საგაცუკასა (იორიკირი), კოკაი-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-იოშიაზუმა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

11-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (სეკივაკე).

10-3: კისენოსატო (სეკივაკე), კიტატაიკი (მაეგაშირა 11), გაგამარუ (მ 11).

9-4: ბარუტო (ოძეკი), გოეიდო (მ 5), ტოჩინოვაკა (მ 7), კიოკუტენჰო (მ 10), კოკაი (მ 16)... 7-6: ტოჩინოშინი (მ 4)

XIV დღე: ჰაკუჰო-ბარუტო, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-კაკურიუ, არანი-მიაბიამა, ტოიონოშიმა-ვაკაკოიუ, ოკინოუმი-ტაკეკაძე, გაგამარუ-ჰომაშო, კოკაი-იოშიკაძე, ვაკანოსატო-კაისეი, ტოკიტენკუ-ტოიოჰიბიკი, გოეიდო-კიტატაიკი, ტაკაიასუ-ჰოჩიამა, ტოჩინოვაკა-შოტენრო, ფუჯიაზუმა-ტაკანოიამა, საგაცუკასა-დაიდო, კიოკუტენჰო-იოშიაზუმა, ტამავაში-კიმურაიამა, ამინიშიკი-ასასეკირიუ, ტამაასუკა-ცურუგიდაკე, ტოსაიუტაკა-სადანოფუჯი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა