სოფიოს ტრავმის გამო ვერ დასრულდა ქვაცაბაია-პეხოვას (ბელარუსი) და ბოგდან (რუმინეთი)-კოჩ-ბენვენუტოს (ჩილე) ორთაბრძოლა
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი "ბათუმის ნავთობტერმინალის" თასზე (საპრიზო ფონდი 25 000 $).

ქართველთაგან ერთეულთა ტურნირს, როგორც გაუწყეთ, მხოლოდ სოფიო ქვაცაბაია იყო შემორჩენილი. გუშინ იგი უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან (ტურნირზე რეიტინგით მეოთხეა) შეხვედრისას პირველ სეტში 4:0 დაწინაურდა, მაგრამ ამ დროს ტრავმა მიიღო და შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო (სამწუხაროდ, იგი თელავშიც ვერ იასპარეზებს).

მადიარი ჩოგბურთელი ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილ რუმინელ ელენა ბოგდანს ეთამაშება, რომელმაც გუშინ თანამემამულე იონა-რალუკა ოლარუ დაამარცხა - 6:1, 6:2. ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ლესია ცურენკომ (უკრაინა) 16 წლის მოსკოველ ირინა ხრომაჩევას მოუგო - 6:2,6:2 და დღეს ჩილელი ანდრეა კოჩ-ბენვენუტოს მძლეველ (6:2, 6:0) იულია კოჰენს (აშშ) დაუპირისპირდება.

სოფიოს ტრავმის გამო ვერ დასრულდა ქვაცაბაია-პეხოვას (ბელარუსი) და ბოგდან (რუმინეთი)-კოჩ-ბენვენუტოს (ჩილე) ორთაბრძოლა. კარპატელისა და სამხრეთამერიკელის დუეტი დღეს ნახევარფინალში ოლარუ (რუმინეთი)-ცურენკოს წყვილს გაუწევს მეტოქეობას. გამარჯვებულს ფინალში ელოდებიან ბურიაჩოკი (უკრაინა) და იანი (უნგრეთი), რომლებმაც იანჩუკსა და ზანევსკას (ორივე - უკრაინა) აჯობეს - 2:6, 6:4, 10:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა